Sunday, April 3, 2016
ბაჰრეინის დიდი პრიზი: როსბერგი - რაიკონენი - ჰემილტონი
თუ სეზონის პირველი რბოლა ხშირად გვთავაზობს სიურპრიზებს, მაშინ ჩემპიონატის მეორე ეტაპი ბაჰრეინში, რომელიც ძრავების სიმძლავრეს და ეფექტურობას მოითხოვს, უფლება მოგვცა ძალთა გადანაწილება რეალურად შეგვეფაებინა.
უიკ-ენდი უჩვეულოდ გრილი გამოდგა, შუადღისკენ ჰაერის ტემპერატურა +25C-ს არ ცდებოდა, ასე რომ უდაბნოში გუნდები ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის გარეშე დარჩნენ, მაგრამ მეორე დაემატა - საბურავიების ტიპებს შორის სხვაობა გრილ ამინდში ძალიან დიდი აღმოჩნდა, ასე რომ გუნდებს გეგმების კორექტირება მოუწიათ.
პირველი ორი რიგი მთლიანად იმეორებდა ორი კვირის წინანდელ სიტუაციას - შაბათს ჰემილტონმა გადამწყვეტ სწრაფ წრეზე სეზონში მეორე პოული მოიპოვა, როსბერგი მას მხოლოდ 77 წამის მეათასედით ჩამორჩა, მეორე რიგიდან კი რბოლას ფეტელი და რაიკონენი იწყებდნენ.
Red Bull Racing-ისთვის შაბათის ღამემ სიტუაცია შეცვალა - ცარჯიშებზე კვიატი კმაყოფილი იყო მანქანით, ხოლო რიკარდო პრობლემებს უჩიოდა, კვალიფიკაციაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა, კვიატმა მხოლოდ მე-15-ე დრო ანახა, ხოლო დენი ფინალში გაძვრა და რბოლას მეხუთე იწყებდა.
McLaren Honda-ში ექიმებმა ალონსო რბოლაში არ დაუშვეს მელბურნში მომხდარის გამო, იგი გონდის სარეზერვო პილოტმა სტოფელ ვანდორნმა ჩაანაცვლა, სადებიუტო რბოლას სტოფელი მე-12-ე პოზიციიდან იწყებდა.
კვალიფიკაციაში პასკალ ვერლაინმა ყველა გააოცა - იგი თავის Manor-ით საუკეთესო აღმოჩნდა მათ შორის, ვინც ბრძოლას პირველი სესიის დროს გამოეთიშა, მან თანაგუნდელს, Sauber-ის, renault-ის პილოტებს და სერხიო პერესს გაასწრო.
კვალიფიკაცია იმავე ფორმატით ჩატარდა როგორც მელბურნში.
კევინ მაგნუსენი რბოლას პიტ-ლეინიდან იწყებდა - პარასკევს იგი ასაწონად არ მივიდა, რის გამოც იგი მსაჯებმა დასაჯეს.
პირველი რვა პილოტი რბოლას გაცვეთილი SuperSoft-ებით იწყებდა, დანარჩენებს არჩევანის უფლება ქონდათ. ჯამში საინსი, კვიატი, ვერლაინი, ერიკსონი, ხარიანტო, ნასრი და მაგნუსენი რბოლას Soft-ით, ხოლო დანარჩენები კი SuperSoft-ით იწყებდნენ.
გასახურებელ წრეზე ფეტელის მანქანაზე ძრავა გამოვიდა მწყობრიდან, მანქანამ ბოლის ღრუბელი გამოუშვა და სებასტიანი უსაფრთხოების ზონაში გაჩერდა. ჯოლიონ პალმერმა პიტ-ლეინისკენ გადაუხვია ჰიდრავლიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო და რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია.
სტარტზე როსბერგმა ლიდერობა შეინარჩუნა. რაიკონენი ადგილიდან ცუდად მოწყდა და რამოდენიმე პოზიცია დაკარგა. ბოტასმა რამოდენიმე საფეხურით წინ წაიწია, მაგრამ დამუხრუჭების დროს დააგვიანა და პირველ მოსახვევში ჰემილტონს შეასკდა. დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო, ლიუისი მოსრიალდა და მეცხრე აღმოჩნდა, მაგრამ ორივე პილოტმა განაგრძო მოძრაობა.
ჰიულკინბერგმა ინციდენტის შემდეგ ბოქსებს მიაშურა საბურავების შესაცვლელად. პერესთან კონტაქტის შემდეგ საინსს საბურავი გაუსკდა და ამის გამო ის დიდიხანი მიდიოდა ბოქსებისკენ.
პირველი ათეული მე-2-ე წრეზე: როსბერგი - მასა - ბოტასი - რიკარდო - რაიკონენი - გროჟანი - ჰემილტონი - გუტიერესი - ფერსტაპენი - ბატონი.
კვიატმა ვერლაინს და პერესს გაასწრო და მე-12-ე პოზიციაზე გადაინაცვლა
როსბერგი კომფორტულად ლიდერობდა, მეხუთე წრისთვის მასა მას შვიდი წამით ჩამორჩებოდა. რაიკონენმა რიკარდოს, ხოლო შემდეგ ბოტასსაც გადაუსწრო და მესამე პოზიციაზე ავიდა.
მეშვიდე წრეზე რიკარდომ შეიცვალა საბურავები, ხოლო ბატონმა ბოლიდი ტრასაზე გააჩერა, ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
მერვე წრეზე მასამ შეასრულა პიტ-სტოპი, იგი Medium-ზე გადაერთო, ხოლო ჰემილტონმა ბოტასს გაასწრო და სამეულში დაბრუნდა.
მეცხრე წრეზე ბოტასმა და გუტიერესმა შეიცვალეს საბურავები. მსაჯებმა ბოტასი პიტ-ლეინზე გავლით დასაჯეს ჰემილტონთან მომხდარი ინციდენტის გამო, და მეათე წრეზე მან ჯარიმა მოიხადა.
მე-11-ე წრეზე გუტიერესმა მანქანა ბოქსებში გააჩერა, ხოლო ფერსტაპენმა და ნასრმა საბურავები შეიცვალეს. ვანდორმა ჰიულკინბერგს გადაასწრო.
მე-12-ე წრეზე გროჟანმა და ვერლაინმა შეიცვალეს საბურავები. ფერსტაპენმა პერესს გაასწრო მე-11-ე პოზიციისთვის ბრძოლაში.
მე-13-ე წრეზე რაიკონენმა შეიცვალა საბურავები, რიკარდოს და მასას დუელის უკან დაბრუნდა - ჯამში ფელიპემ თავიდან დენი, შემდეგ კი კიმიც გაატარა, რაიკონენმა რიკარდოსაც გადაასწრო და ამ ჯგუფში გალიდერდა.
მე-14-ე წრეზე როსბერგმა და ჰემილტონმა შეასრულეს პიტ-სტოპი, ხოლო რაიკონენმა კვიატს გაასწრო. როსბერგი ტრასაზე ლიდერად დაბრუნდა, ჰემილტონი მხოლოდ მეექვსე.
მე-15-ე წრეზე პერესმა შეიცვალა საბურავები, მე-17-ეზე კვიატმა, მრბოლელებიდან ბოლომ. ჰემილტონმა რიკარდოს გადაასწრო და მესამე პოზიციაზე გადავიდა. მე-17-ე წრეზე ჰიულკინბერგმა მეორედ შეასრულა პიტ-სტოპი ხოლო გროჟანმა თავისი Haas-ით მასას გაასწრო Williams-ზე.
მე-20-ე წრეზე ფერსტაპენმა მასას გაასწრო მეექვსე პოზიციისთვის ბრძოლაში. კვიატმა ვერლაინს, ნასრს და ერიკსონს გაასწრო და მეცხრე პოზიციაზე გადავიდა.
პირველი ათეული 22-ე წრეზე: როსბერგი - რაიკონენი - ჰემილტონი - რიკარდო - გროჟანი - ფერსტაპენი - მასა - ვანდორნი - ბოტასი - კვიატი.
22-ე წრეზე საინსმა შეიცვალა საბურავები. 24-ე წრეზე გროჟანმა რიკარდოს გადაასწრო - Haas-ი Red Bull-ს ასწრებს მეოთხე პოზიციისთვის ბრძოლაში - ვის შეეძლო ცოტახინის წინ ასეთი რამ წარმოედგინა? კვიატმა ბოტასს გადაასწრო მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში.
25-ე წრეზე რიკარდომ შეიცვალა საბურავები - პატარა შეფერხება მოხდა. 26-ე წრეზე ვანდორმა შეასრულა პიტ-სტოპი, ხოლო რიკარდომ ბოტასს გადაასწრო. 27-ე წრეზე ფერსტაპენმა შეიცვალა საბურავები, 28-ზე გროჟანმა, 29-ზე ჰემილტონმა 30-ზე რაიკონენმა.
რგოჟანმა და ფერსტაპენმა ბოტასს გაასწრეს, რიკარდომ - კვიატს და მასას.
30-ე წრეზე მასამ შეიცვალა საბურავები, 31-ზე როსბერგმა, ვერლაინმა და ერიკსონმა. როსბერგმა ლიდერობა შეინარჩუნა.
საინსი ბრძოლას გამოეთიშა, მან ბოლიდი ბოქსებში გააჩერა. გროჟანმა და ფერსტაპენმა კვიატს გაასწრეს, და დანიილმა ბოქსებისკენ შეუხვია საბურავების გამოსაცვლელად. მასამ ვანდორნს გადაასწრო, ჰიულკინბერგმა და ერიკსონმა პერესს, კვიატმა მაგნუსენს.
ვერლაინმა პერესს გადაასწრო მე-12-ე პოზიციისთვის ბრძოლაში. 38-ე წრეზე რაიკონენმა შეიცვალა საბურავები, მე-40-ზე - მაგნუსენმა და როსბერგმა.
კვიატმა ვანდორნს გადაასწრო მერვე პოზიციისთვის ბრძოლაში. 41-ე წრეზე გროჟანმა შეიცვალა საბურავები - უკანა მარცხენა საბურავის დამაგრების დროს შეფერხება მოხდა. 42-ე წრეზე ჰემილტონმა შეასრულა პიტ-სტოპი, 43-ზე ვანდორნმა და ვერლაინმა, 45-ზე კვიატმა, 46-ზე ხარიანტომ.
46-ე წრეზე გროჟანმა გადაასწრო მასას მეექვსე პოზიციისთვის ბრძოლაში. 47-ე წრეზე ფერსტპენმა შეიცვალა საბურავები.
51-ე წრეზე კვიატმა გაასწრო ბოტასს მერვე პოზიციისთვის ბრძოლაში - ვალტერიმ კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ დანიილმა პოზიცია შეინარჩუნა.
ვერლაინმა ჰიულკინბერგს გაასწრო, ფერსტაპენმა მასას. 53-ე წრეზე ჰიულკინბერგმა შეიცვალა საბურავები.
ბოლოსწინა წრეზე კვიატმა მასას გადაასწრო მეშვიდე პოზიციისთვის ბრძოლაში.
ნიკო როსბერგმა ბაჰრეინის რბოლა მოიგო, სეზონში მეორე, ზედიზედ მეხუთე და კარიერაში მე-16-ე გამარჯვება მოიპოვა და პირად ჩათვლაში უპირატესობა გაზარდა.
კიმი რაიკონენმა ზედიზედ მეორედ დაასრულა ბაჰრეინის რბოლა მეორემ, მაგრამ ამჯერადაც ფინიშამდე Ferrari-ს მხოლოდ ერთმა ბოლიდმა მიაღწია. ლიუის ჰემილტონი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა.
მელბურნში ყველას გაოცების შემდეგ, გროჟანმა ამჯერად მეხუთე პოზიციაზე დაასრულა რბოლა. სტოფელ ვანდორნმა თავის სადებიუტო რბოლაში Mclaren Honda-სთვის სეზონში პირველი ქულები მოაგროვა.
ორ კვირაში ბრძოლა შანხაიში გაგრძელდება! დრო სწრაფად გაივლის!