Thursday, February 22, 2018
Scuderia Ferrari-მ ახალი ბოლიდი გამოაგორა
როგორც იცით, Scuderia Ferrari-მ ახალი ქმნილების დებიუტი დღევანდელი თარიღით დაანონსა. და აი, დადგა ის დღეც. ახალ ბოლიდს SF71H (კოდური სახელით პროექტი 669) ქვია და რიგით 64-ეა Ferrari-ს ფორმულა ერთის ისტორიაში. როგორც მოგეხსენებათ წესების გამო, ფორმულას ბოლიდები ხშირად იცვლებიან, შესაბამისად ზემოთსენებულმა მიზეზმა გამოიწვია მნიშვნელოვნად შეცვლილი აეროდინამიკისა და ფართე საბურავების შეტანა, რაც პერფორმანსის გაზრდისკენაა მიმართული. შარშანდელ ბოლიდთან შედარებით, ბაზა საგრძნობლად შეიცვალა, გვერდითი ზომებითა და გაუმჯობესებული გაგრილების სისტემასთან ერთად. დაკიდებას რაც შეეხება წინ push-rod იქნება, ხოლო უკან pull-rod-ი, ხოლო ძარა კარბონისაა.
ძალურ დანადგარად ისევ V ტიპის 1.6 ლიტრიანი მოცულობის 6 ცილინდრიანი ტურბოდამჭირხვნელიანი ძრავა მოემსახურება. თუმცა მისი გამოყენება 4-დან 3-ზე ჩამოვიდა წლევანდელ სესიაზე. იგივე ეხება ტურბო კომპრესორსა და MGU-H-ს. ხოლო ამ უკანასკნელის ენერგიის აღდგენა მიერთებულია ტურბინაზე, როდესაც მხოლოდ 2 MGU-K რომელიც გამოიმუშავებს კინეტიკურ ენერგიას მიერთებულია გადაცემათა კოლოფზე. ყოველივე ეს წელს ნებადართულია. ასევე გამოთვლა, რომელიც მიმართულია ელექტრონული მართვის სისტემაზე და ბატარიებზე. მაშასადამე, ძრავის განყოფილებას აქვთ ასევე დაფუძვნებული თავიანთი სამუშაო ამ ახალ პარამეტრებზე.
ყველაზე ნათელი ელემენტი, რომელსაც შეამჩნევთ ეს ჰალოა, რომელიც მოგეხსენებათ კოკპიტის სივრცის დასაცავად შეიქმნა. ხოლო 2 წლიანი ტესტირების შემდეგ კი წესების წიგნში შევიდა. იწონის დაახლოებით 7 კილოგრამს, პლიუს ასე ვთქვათ ჩასაჯდომი რომელიც კომპენსირებულია 5 კილოგრამის მომატებით 728-დან 733-მდე - ბოლიდის წონის მინიმუმამდე წლევანდელი რეგულაციით.
დებიუტის შემდეგ, ბოლიდს ბარსელონაში, კატალონიის ტრეკზე წაიყვანენ გადაღებაზე 25 თებერვალს, მომდევნო დღეს კი ჩვეულებისამებრ ტესტირება დაიწყება. პირველი სესია 1 მარტს დამთავრება, ხოლო მეორე 6-დან 9 მარტამდე გაგრძელდება. რა თქმა უნდა ამ ყველაფერში სკუდერიას ორივე პილოტი - სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი იქნება ჩართული.