• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Tuesday, November 24, 2015

BMW-ს ისტორია

BMW, 1917 წელს, კარლ რაპმა და გუსტავ ოტომ დააარსეს, თუმცა, იმჟამად, კომპანია საავიაციო თვითმფრინავების ძრავებს აწარმოებდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ, BMW ავტო გიგანტი გახდებოდა. ეს განაპირობა I მსოფლიო ომის შემდეგ დადებულმა, ვერსალის ხელშეკრულებამ… 
dixi2











1918 წლის 19 ივნისს, ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, გერმანიას აეკრძალა საავიაციო ნაწარმის, მათ შორის ძრავების დამზადება. შესაბამისად, კომპანიამ პროფილი შეიცვალა და 1923 წლიდან მოტოციკლეტების წარმოება დაიწყო.

bmw_328_1939

1928 წელს კი BMW–მ ქალაქ აიზენახში ავტო–ქარხანა შეიძინა.
ამას მოჰყვა DIXI-ის მოდელის ლიცენზია და 1930 წელს წარმოებაში ჩაეშვა ლიმუზინის ტიპის პირველი ავტომობილი BMW–ს ლოგოთი. ამ პერიოდში, ასევე გამოვიდა ბავარიული ავტო–სახლის ექსკლუზიური სპორტ კუპე 328 (სულ 500 ცალი).

30იან წლებში, ახალი ომისთვის მზადების პროცესში, ხელისუფლების მოთხოვნით, კომპანიამ ისევ დაიწყო საავიაციო ძრავების შექმნა და საკმაოდ წარმატებულადაც. სამხედრო თვითმფრინავი Me 262 A-1b აღჭურვილი იყო ბმვ–ს 003jet ძრავით, რის საშუალებითაც ის საათში 800კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა.
BMW501-1














მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, BMW ისევ ავტოინდუსტრიას დაუბრუნდა, თუმცა, განადგურებული ეკონომიკის პირობებში, წარმატების მიღწევა რთული აღმოჩნდა. საწარმოების და ბაზრის დიდი ნაწილიც, კომპანიას საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰქონდა, რაც, თავისუფალი ბაზრის არარსებობის პირობებში, ხელს უშლიდა წარმოების განვითარებას, ამიტომ, საწარმო ისევ მოტოციკლეტების შექმნაზე გადავიდა. ომიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ შეძლო BMW-მ ახალი ავტო–მანქანის – BMW 501-ის გამოშვება.
1958 წელს, ლიმუზინის ტიპის ავტომანქანებზე მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია ფინანსური კრიზისი. კომპანიის მესვეურებს უნდა გადაეწყვიტათ ავტო–სახლის ბედი. განიხილებოდა მისი ლიკვიდაციის ვარიანტიც, Deimler-Benz–ს სურდა BMW-ს აქციების შესყიდვა, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყდა, რომ კომპანია კიდევ ერთხელ გარისკავდა და ახალ მოდელს გამოუშვებდა.
izo1





BMW–მ მცირე ზომის იტალიური ავტომობილის, იზო ისეტას წარმოების უფლება შეისყიდა და მასში საკუთარი მოტოციკლეტის მოდიფიცირებული ძრავი ჩადგა. რისკმა გაამართლა და ბმვ კრიზისიდან გამოვიდა.
BMW 1966 2000 fram














1966 წელს, კომპანიამ ახალი მოდელი – BMW 2000 წარადგინა, რამაც ხელი შეუწყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი BMW–ს მე–3 სერიის ჩამოყალიბებას, მას მოჰყვა მე–5 და მე–7 სერიის პირველი ავტომობილები.
საქართველოში, BMW-ს ისტორია პირველი “ხულიგანკა” – E30–ით იწყება, რომელსაც მოჰყვა “ტროიკა”. დღეს, BMW ყველაზე სასურველ ბრენდად ითვლება, რასაც, Car Book–ის მიერ, ზაფხულში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს. 2012 წელს, ბრენდი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ავტო მწარმოებლად დასახელდა.
90იანი წლებიდან, კომპანია მუდმივად აფართოებს საკუთარ საზღვრებს და შესაძლებლობებს. 1994 წელს BMW–მ ბრიტანული როვერ ჯგუფი შეიძნა, რომელიც აერთიანებდა ბრენდებს – ROVER, Land Rover და MG, მაგრამ 2000 წელს, ROVER-მა დიდი ფინანსური დანაკარგები ნახა, რის გამოც, კომანიამ გადაწყვიტა, ეს კომბაინი კვლავ გაესხვისებინა. ROVER და MG ძველ მფლობელს, ფენიქს კონსორციუმს, ხოლო Land Rover ფორდს მიჰყიდა. BMW–მ მხოლოდ ახალი Mini–ს შექმნის უფლება დაიტოვა, რომლის პირველი მოდელიც 2001 წელს გამოუშვა და ის დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
1998 წელს BMW–მ შეიძინა Rolls Royce–ის სახელი და დღეს უკვე ის აწარმოებს ავტომობილებს ამ ბრენდის ქვეშ, თუმცა ამ გარიგებას საინტერესო ისტორია აქვს. საქმე იმაშია, რომ 1998 წელს, Rolls Royce შეიძინა VolksWagen–მა და არა BMW-მ. კომპანია Rolls Royce–ის შეძენას 380 მილიონ ფუნტ სტერლინგად გეგმავდა და თითქოს შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ VolksWagen–მა Rolls Royce–ის მფლობელებს 430 მილიონი ფუნტი შესთავაზა და ავტო საწარმოც მათ დარჩათ, მაგრამ მხოლოდ საწარმო და არა ბრენდის სახელი. ის ეკუთვნოდა არა Rolls Royce Motors-ს, არამედ აერო–ძრავების მწარმოებელ კომპანია Rolls Royce pls–ს, რომელსაც უკვე ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა BMW-სთან და ბრენდის სახელიც და ლოგოც “RR” ამ უკანასკნელს მიჰყიდა 40 მილიონ ფუნტ სტერლინგად. შესაბამისად, VolksWagen–ი ფლობდა Rolls Royce–ის ყველა საწარმოს და ამ ავტომობილების წარმოების სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა ამის უფლება. BMW-ს ჰქონდა სახელი და ლოგო, რომელშიც 40 მილიონი ფუნქტი გადაიხადა, მაგრამ არაფერი, ამის გარდა. საბოლოოდ, კომპანიებს შორის შეთანხმება შედგა და VolksWagen–ს მიეცა უფლება, 1998–2002 წლებში გამოეყენებინა Rolls Royce–ის სახელი და ლოგო, ამ დროის განმავლობაში კი BMW იმუშავებდა RR-ის მომავალი ძრავის შექმნაზე. 2003 წლიდან კი Rolls Royce–ს მხოლოდ BMW აწარმოებს და VolksWagen–ს დარჩა Rolls Royce–ის საწარმო და ბენტლი, რომელიც  430 მილიონიანი გარიგების პირობებში შედიოდა.
BMW-ს მორიგი დიდი შენაძენი, 2007 წელს, სპორტული მოტოციკლეტების ბრენდი Husqvarna იყო, რის სანაცვლოდაც, კომპანიამ 94 მილიონი ევრო გადაიხადა.
ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან, უზომოდ დიდი კონკურენციის პირობებში, დაიწყო ავტო სეგმენტის გაფართოება და დანაწევრება. შეიქმნა და გაიზარდა მოთხოვნა suv, hatchback და wagon-ის თუ სხვა ტიპის ავტომობილებზე. შესაბამისად, დღეს BMW, კლასების მიხედვით, 28 განსხვავებულ მოდელს გვთავაზობს. ამას ემატება M მოდიფიკაციის 10 მოდელი. ყოველ წელს იზრდება კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი. 2012 – 1,540,085; 2013 – 1,655,138; 2014 – 1,811,719 ავტომობილი. 2014 წლის მაჩვენებელს ემატება 302 000 Mini, 4 000Rolls Royce და 123 000 გაყიდული მოტოციკლეტი.