ბუგატიმ დუბაის სასტუმრო რეჯისში სპეციალური წვეულება მოაწყო, რომელზეც ვეირონის შემცვლელი მოდელის შესახებ მცირე ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა გამოცემა აუტოგესპოტთან საუბრისას განაცხადეს, რომ ახალი ავტომობილი, რომელსაც ამ ეტაპზე სხვადასხვა წყარო Chiron-ის სახელით მოიხსენიებს, ახლანდლი 8.0-ლიტრიანი, ოთხ ტურბოკომპრესორიანი W16 ძრავის ევოლუციური ვერსიით აღიჭურვება. ძრავის სიმძლავრე 1500 ცხენის ძალას, მაქსიმალური მომენტი კი 1500 ნიუტონმეტრს მიაღწევს.
ამ მონსტრის დახმარებით, ავტომობილის ადგილიდან ასამდე აჩქარება სულ რაღაც, 2.3 წამში მოესწრება. ადგილიდან 300 კმ/სთ სიჩქარემდე ავტომობილს 15.0 წამი ეყოფა. ჯერჯერობით არაფერს ამბობენ ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეზე, თუმცა „ანონიმური წყარო“ იტყობინება, რომ სპიდომეტრზე დანაყოფების ზღვარი 500 კმ/სთ-ზეა (311 მლ/სთ).
გარდა ამისა, ავტომობილს 15(!) რადიატორი დასჭირდება, რაც ვეირონის რადიატორების რიცხვზე 5-ით მეტია. ძრავთან 7-საფეხურიანი DSG ტრანსმისია იმუშავებს. ავტომობილის შენელება/გაჩერებას, წინ 420-მილიმეტრიანი, უკან კი 400-მილიმეტრიანი სამუხრუჭე დისკოები მოემსახურება. ავტომობილის წინა ნაწილი 20-დუიმიან, უკანა კი 21-დუიმიან ბორბლებზე დადგება, რომლებიც მიშლენის სერია Pilot Sport PAX-ის საბურავებით შეიმოსება.