1931 წლამდე, სანამPorsche GMBH–ს დააარსებდა, ფერდინანდ პორშემ 1898 წელს შექმნა პირველი ელექტრო ავტომობილი – P1. 1905 წელს ის დასახელდა ავსტრიის ყველაზე გამორჩეულ ავტო-ინჟინერად. 1906 წელს დანიშნეს Austro-Daimler–ის მთავარ დიზაინერად, 1916 წელს მმართველ დირექტორად. 1924–1929 წლებში ის Daimler Motoren Gesellschaft–ის ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. კომპანიის დატოვების შემდეგ, 1931 წელს, პორშე შტუტგარტში დაბრუნდა და მისი ადვოკატის – ანტონ ფიხის ფინანსური მხარდაჭერით, საბოლოოდ შექმნა საკუთარი კომპანია, (პროცენტულად, კომპანიის ყველზე დიდ წილს დღესაც ეს 2 ოჯახი ფლობს), დაიქირავა ძველი მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა საწარმოში მუშაობისას შეიძინა. თავდაპირველად, კომპანია სხვა ავტო ბრენდებისთვის ქმნიდა დიზაინს. შემოსავლების ზრდასთან ერთად, ფერდინანდ პორშემ საკუთარ დიზაინზე დაიწყო მუშაობა, რომელიც მან დაიმლერ–ბენც–ში მუშაობისას შექმნა. 1932 წელს გერმანიაში, AUDI-ს, DKW-ს, Horch–ის Wanderer–ის ბრენდების მონაწილეობით შეიქმნა ავტო გაერთიანება, რომელმაც პორშეს უხმო ახალი ავტომობილის დიზაინის შესაქმნელად.
1935 წელმა ფერდინანდ პორშეს და მის კომპანიას უდიდესი აღიარება მოუტანა. ამ წელს ჰიტლერმა პორშეს „ხალხის ავტომობილის“ (Volks-Wagen–ის) შექმნა დაავალა. შედეგად მივიღეთ პირველიVolkswagen Beetle.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, საფრანგეთის მთავრობამ პორშე და ფიხი დააპატიმრა, როგორც ომის დამნაშავეები. 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ,
პორშემ და მისმა ვაჟიშვილმა პატარა ქალაქ გმუნდში, ძველ საწყობში, ხელით ააწყვეს 49 ცალი „Porsche 356“, პირველი მოდელი ამ ბრენდის ქვეშ, თუმცა მისი სერიული წარმოება იმ დროისთვის შეუძლებელი იყო, რადგან კომპანიას ამერიკული ემბარგო ედო. ფერი (ფერდინანდ პორშე უმცროსი), ერთ–ერთი “356“–ით “Volkswagen”–ის დილერებს ესტუმრა და ამ მოდელის შეკვეთების მიღება შესთავაზა. ნელ–ნელა, წარმოების პროცესში უმცროსმა პორშემ მოახერხა კომპანიის აღდგენა და ემბარგოსგან დახსნა, რის შემდეგაც, 1500 ეგზემპლარი პორშე „356“ დაამზადა. მომდევნო 17 წლის განმავლობაში, პორშემ 78 000 „356“ გაყიდა… 1951 წელს უფროსი ფერდინანდ პორშე გარდაიცვალა და მართვის სფერო მისმა ვაჟიშვილმა გადაიბარა.
1963 წელს, კომპანიამ მუშაობა ლეგენდარულ მოდელზე,Porsche 911–ზე დაიწყო. თავდაპირველად, ავტომობილს 901 ერქვა, თუმცა ეს პეჟოს ნუმერაციას წააგავდა და მისი სახელწოდება მალევე 911–ად გადაკეთდა. ეს სპორტ–კუპე სამოციანი წლების ავტო სიმბოლოდ იქცა, რამაც კომპანიას კოლოსალური შემოსავლები მოუტანა. კლასიკური მოდელი, 1963დან 1998მდე– 35 წლის განმავლობაში გამოდიოდა და 2013 წლისთვის, მის 50 წლის იუბილეზე 820 000 „911“ იყო გაყიდული. 1989 წლამდე გამოსული 150 000 ერთეული პორშე 911 დღესაც მოძრაობს მსოფლიოს გზებზე. თავად მოდელი კი უკვდავია (1963–present)!
პორშემ მრავალი მმართველი გამოიცვალა და წარუმატებელი მოდელებიც ჰქონდა, როგორიცაა მაგალითად 928, (1978–1995წ) რომელსაც ბევრი თქვენგანი სავარაუდოდ პირველად ხედავს, მაგრამ კომპანია სიმძლავრის, სტაბილურობის და საიმედოობის იმიჯს არ კარგავდა.
1996 წელს პორშემ გაყიდვაში ახალი მოდელი – Boxter ჩაუშვა, რომლის 1–ლი ვერსიაც 2004 წლამდე გამოდიოდა. დღეს ბოქსტერის უკვე მე–3 თაობის მოდელი სიმძლავრის და აგრესიულობის მხრივ, საკუთარ კლასში კვლავ ნოვატორია.
2002 წელს, კომპანიამ წარადგინა Porsche Cayenne რამდენიმე ვერსიით (S), (Turbo), (Turbo S). ეს იყო პორშეს პირველი და წარმატებული მცდელობა მაღალი გამავლობის საავტომობილო კლასში. დღეს Cayenne–ის მეორე თაობის მოდელს აწარმოებს. 2004 წლიდან Toyota-სთან თანამშრომლობის შედეგად, უკვე Cayenne S E-Hybrid–იც გამოდის.
2010 – 97,273
2011 – 116,978
2012 – 143,096
2013 – 162,145
2014 – 189,849