ეს მანქანა ფაქტობრივად ტანკია ავტომობილებს შორის! გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard , რომელიც ყველაზე საიმედოა შეჯავშნულ ავტომობილებს შორის.
Maybach-ი ძალიან მდიდრულ ავტომობილს ნიშნავს, თუმცა ეს ისედაც იცით. კონკრეტულად ეს ვერსია კი არა მარტო უკიდურესად კომფორტულია, არამედ დაუჯერებლად უსაფრთხოცაა! Mercedes-Maybach S 600 Guard პირველი ცივილური ავტომობილია, რომელიც ბალისტიკურ კლას VR10-ს აკმაყოფილებს, რაც აქამდე მხოლოდ ნამდვილ ტანკებს შეეძლოთ!
თუმცა ეს Maybach-ი სხვა დაუჯერებელი შესაძლებლობებითაც გამოირჩევა. მაგალითად, თუ ეს მანქანა ცეცხლში გაივლის, ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული სპეციალური სისტემა ცეცხლს ჩააქრობს. გაზის შემოტევას კი მანქანა ასე პასუხობს: რამდენიმე წამში ავტომობილის ყველა საჰაერო იკეტება და გაზი ინტერიერში არავითარ შემთხვევაში არ შეაღწევს!
ზოგადად, S600 Guard შესაძლოა, ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი Maybach-ი, მაგრამ სერიულ ვერსიასთან ტექნიკურად თითქმის არაფერი აქვს საერთო. სერიულ მოდელთან ის მხოლოდ ექსტერიერის დიზაინსა და ინტერიერის რამდენიმე ელემენტს ინაწილებს. მისი წონა 4,5 ტონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ვერსიაზე ორჯერ მძიმეა!
”უსაფრთხო ავტომობილებზე იმაზე დიდი მოთხოვნაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომაც ვქმნით საუკეთესოს!” - აცხადებს მარკუს ნასტი, რომელიც Daimler-ში შეჯავშნული ავტომობილების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
ეს ავტომობილები ზინდელფინგენის Daimler-ის ქარხანაში მზადდება და იქ ამაზე დაახლოებით 600 ადამიანია დასაქმებული. ასეთი მაქსიმალურად უსაფრთხო Maybach-ი მინიმუმ 470 000 ევრო ღირს და ამ ფასში ზონდერ-კომპლექტაცია არ შედის. ასეთი ვერსიები მეტწილად ნახევარ მილიონზე ძვირად იყიდება. ”დაიმლერი”, რა თქმა უნდა, არაფერს გვეუბნება ასეთი ”მაიბახების” მფლობელების შესახებ - მათი ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ვიცით მხოლოდ ის, რომ Mercedes-Maybach S 600 Guard-ის გასაღების ბაზარი მეტწილად აღმოსავლეთ ევროპა, აზია და სამხრეთი ამერიკაა.
წყარო: AutoBild