დგება მომენტები როდესაც მანქანას უწევს განახლება, ზუსტად ამ სიტუაციაშია დღევანდელი ჩვენი გმირი - Toyota GT86.
როგორც ცნობილია მის განახლებაში შევა: წინა ბამპერი ახალი შემწოვით, LED განათება და "შერეული" დიზაინის დისკები.
რაც შეეხება შასის, მისი წონა შემცირებულია "დატუნინგებული" ამორტიზაციის და "პრუჟინის" დამსახურებით. ასევე ინტერიერმაც მიიღო რიგი განახლება: სალონი გადაიკვრება ტყავით ან ალკანტარით, ასევე კარები ზამშით ან ნაჭერით. ეს ყველაფერი კი თქვენზეა დამოკიდებული.
სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ინტერიერის სურათები არაა გამოქვეყნებული.
რაც შეეხება ძრავს: ისევ და ისევ ატმოსფერული 2.0-ით აღიჭურვება, რომელიც გამოიმუშავებს 197 ცხენის ძალას და 151 ნიუმეტრს.