• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Thursday, March 17, 2016

ფორდი ავტომობილებს ორმოებზე გადახტომას ასწავლის


გზებზე არსებული ორმოები მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ბრიტანეთია, უხარისხო გზების გამო, შარშან 25 000-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა. სამეფოს საავტომობილო კლუბის ინფორმაციით, ეს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 25 პროცენტით მეტია. კვლევები აჩვენებს, რომ ცუდი საგზაო პირობები, ევროპის გზებზე შარშან მომხდარი საგზაო შემთხვევების დაახლოებით მესამედის მიზეზია.

 ამ პრობლემის მასშტაბურობის გათვალისწინებით, „ფორდ მოტორმა“ ბელგიის ლომელის პოლიგონზე, ააგო სპეციალური საგზაო მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 1.9 კილომეტრია და რომელზეც მსოფლიოში ყველაზე ცუდი საგზაო მონაკვეთებია დუბლირებული. „ავტომობილების საკიდარისთვის სასიკვდილო ბულვარზე“, ავტომობილები ტესტირებას გაივლიან და მიღებული ანათვლების ანალიზის საფუძველზე, ინჟინრები ისეთი სიახლეების შემუშავებას ეცდებიან, რომლებიც ცუდი გზებისგან ავტომობილების დაცვას შეუწყობენ ხელს.


გზის ახალი მონაკვეთი არის ნაწილი პოლიგონის 80-კილომეტრიანი გზისა, რომელზეც „ფორდ მოტორი“ საკუთარი ავტომობილების ტესტებს ატარებს. მასზე 25 ქვეყნის (მათ შორის, ევროპის ქვეყნების და აშშ-ის) 100 ყველაზე პრობლემური გზის მონაკვეთის თავისებურებებია იმიტირებული. გზებზე შესაბამისი ინფორმაციის შესაგროვებლად, „ფორდის“ ინჟინრებმა სამი წლის განმავლობაში, ევროპის, ჩრდლოეთ და სამხრეთ ამერიკის, აზიის ქვეყნების და ავსტრალიის გზები შემოიარეს, რათა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი მონაკვეთები ენახათ და მათი ვერსიები ლომელის ტრეკზე შეექმნათ.

„გზის ეს მონაკვეთი არის კრებული მსოფლოს ყველაზე პრობლემური საგზაო მონაკვეთებისა, რომლებზე გადაადგილებაც ჩვენს კლიენტებს შეიძლება უწევდეთ. მსოფლიოში რეალურად არსებული გზების ასლების ჩვენს პოლიგონზე გადმოტანა დაგვეხმარება ისეთი ავტომობილების შემუშავებაში, რომლებიც ცუდ საგზაო პირობებს უკეთ გაუმკლავდებიან“, - ამბობს ლომელის პოლიგონის თანმშრომელი ერიკ-ჟან შარლი, რომელიც ავტომობილების გამძლეობის ტესტებზე მუშაობს.


ინჟინრები ყოველთვის ცდილობენ პოლიგონზე საგზაო ორმოების და გადაბმის ადგილების შესაძლებლობის გათვალისწინებას. ამასთან, ისინი იყენებენ მოწყობილობებს, რომლებიც ჩვეულებრივ, სეისმოლოგებს სჭირდებათ ხოლმე, როცა მიწისძვრებს სწავლობენ. „ფორდის“ ინჟინერ-გამომცდელები ცუდ გზებზე 70 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებიან, რა დროსაც საკიდარზე და ავტომობილის სხვა ნაწილებზე დეფორმაციებს და დატვირთვებს სეციალური სენსორებით ზომავენ.

 პოლიგონის ახალ მონაკვეთში შესულია ბელგიის ცნობილი გრანიტის ბლოკები, რომელიც მრავალდღიანი ველორბოლებიდან ცნობილი, პარიზის ხიდების ქვაფენილები, ბრაზილიის უსწორმასწორო გზები, რუსეთის გაყინული გზები, რომლებიც ძლიერი ყინვებისგან ორმოებითაა დაფარული და ავტომობილებისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთს წარმოადგენს.


მალე „ფორდი“ თავის ევროპულ მოდელებს აღჭურვავს სისტემით, რომელიც ამოტრიზატორების დინამიკურ მართვას უზრუნველყოფს. მას აქვს ორმოებისგან დამცავი ფუნქცია. პირველად ასეთ სისტემას სედან „მონდეოზე“ დააყენებენ. შემდეგ კი ის „გალაქსისა“ და „S-მაქსზეც“ გამოჩნდება. სისტემა წინასწარ გრძნობს, როცა ბორბალმა ორმოზე უნდა გადაიაროს, საკიდარს მყისიერად შესაბამისად მომართავს და ამით მას დაზიანებისგან იცავს. მეორე სისტემა, ბორბლებში არსებულ წნევას აკონტროლებს და მძღოლს ბორბლის დაზიანების შესახებ ატყობინებს. საკურსო მდგრადობის სისტემა კი ავტომობილის კონტროლს უზრუნველყოფს სიტუაციაში, როცა მძღოლს წინაღობისთვის მანქანის არიდება უწევს.

 „ფორდის“ ყველა ევროპულ მოდელს ტესტირება ლომელის პოლიგონზე უტარდება, სადაც ინჟინრებს და გამომცდელებს წლიურად დაახლოებით 6 მილიონი კილომეტრის გავლა უწევთ. მაგალითად, ახალ „ტრანზიტზე“ მუშაობისას, ტესტ პილოტებმა პოლიგონზე დაახლოებით 5 000 წრე გაიარეს, რა დროსაც, ავტომობილის ათწლიანი ექსპლუატაციის იმიტირება შესრულდა. ამას კი „სულ რაღაც“ ექვსი თვე დასჭირდა. პოლიგონის ტრასა ცუდი გზების გარდა მოიცავს ჩქაროსნულ ტრეკს, ტალახიან გზებს, ასევე მაღალტენიან სეგმენტებს, სადაც ავტომობილებს კოროზიაზე უტარდებათ ტესტები. პოლიგონზე ტესტების გარდა, საცდელ ავტომობილებს მთელს მსოფლიოში, გამოცდები -40°С-დან +40°С ტემპერატურების დიაპაზონში უტარდება.

წყარო: Ford Georgia