• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Sunday, November 12, 2017

შიგაწვის ძრავის შეზეთვის სისტემა


ძრავის მუშაობის თავისებურებიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ უმეტესად შეუღლებული დეტალები სრიალის ხახუნით მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ, აუცილებელია მიიღოთ სრიალის ხახუნის ის სახეობა, რომელიც მიკროდონეზე შემოწმებისას გორვის ხახუნის მახასიათებელს შეიცავს. აღნიშნულის მიზანია შემცირდეს მოხახუნე ელემენტების ცვეთის ინტენსიურობა, რომელიც ყველაზე მაღალია დეტალების მისახმარისების  პერიოდში და მისახმარისების პერიოდის გავლის შემდეგ აღნიშნული სიდიდე მუდმივია. ცვეთის ინტენსიურობის მუდმივობის შესაბარჩუნებლად, აუცილებელია ვუზრუნველყოთ ე.წ სველი (ან თხევადი) ხახუნი, ნაცვლად მშრალი ან ნახევრადმშრალის. სველი ხახუნი მიიღწევა მოხახუნე დეტალების ზედაპირზე ზეთის ინტენსიური მიწოდების შედეგად, რაშიც ძრავის შეზეთვის სისტემა გვეხმარება. მოხახუნე დეტალებისთვის მიწოდებული ზეთის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მუშაობის და სადატვირთო პირობებს ისე, რომ მოხახუნე ზედაპირზე მუდმივად იყოს ზეთის თხელი ფენა.

(სურათი: champion777.ucoz .com)

შეზეთვის სისტემის მთავარი ამოცანაა მუდმივად იყოს ზეთის თხელი ფენა მოხახუნე დეტალების ზედაპირზე.  ყველაზე დატვირთულ დეტალებს იგი წნევით მიეწოდება, ხოლო ნაკლებად დატვირთულს–გაშხეფვით და თვითდინებით.  ასევე, აგრილებს მოხახუნე ზედაპირებს და იცავს მათ კოროზიისაგან. შეზეთვის სისტემის მთავარი კონსტრუქციული ელემენტებია: ზეთის ტუმბო, ზეთის ფილტრი, შეზეთვის სისტემის სადინარები, (რიგ შემთხვევაში გამოიყენება ზეთის გაგრილების რადიატორი), შეზეთვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ზეთის კარტერი ე.წ რეზერვუარი.

როგორ მუშაობს ზეთი ძრავში

თანამედროვე ავტომობილებში შეზეთვის სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის დამატებულია ელექტრონული მართვის ელემენტები. ესენია: ზეთის ტემპერატურის და სიბლანტის განმსაზღვრელი სენსორები.


 ზეთის ტემპერატურის სენსორი
სიბლანტის განმსაზღვრელი სენსორი 

ხოლო რაც შეეხება პროპილაქტიკურ მხარეს..


შეზეთვის სისტემის ტექნიკური მომსახურების ძირითადი სამუშაო და ზეთის შეცვლის სამუშო, რომელიც განეკუთვნება პროფილაქტიკურ სამუშაოების ჯგუფს. ზეთის შეცვლის პერიოდულობა დამოკიდებულია ავტომწარმოებელზე და კონკრეტულ საექსპულატაციო გარემოზე. ზეთის შეცვლის სამუშაო მოითხოვს შეირჩეს შესაბამისი მარკის ზეთი ჩამოვუშვათ კარტერიდან ნამუშავები ზეთი, დავხუროთ კარტერი, ჩავასხათ შედარებით დაბალი სიბლანტის ზეთი, (მაგალითისთვის სატრანსმისიო) ვამუშაოთ მაქსიმუმ 3 წუთის განმავლობაში და ჩამოვუშვათ აღნიშნული ზეთი. ამის შემდეგ, ძრავის მოხახუნე დეტალების ნამწვისგან გასაწმენდად გამოიყენება სპეციალური დანამატი. ზეთვისთვის აღნიშნულ დანამატს ვასხამთ ზეთის სასხმელი არხიდან, ვიდრე ზეთს შევცვლით. ვამუშავებთ მხოლოდ უქმსვლაზე 3-5 წუთის განმავლობაში, ჩამოვუშვებთ ნამუშევარ ზეთს, ვცვლით ნამუშევარ ფილტრს და ვაკეთებთ შეზეთვის სისტემის ახალი ზეთით შევსებას.