თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).
არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.
საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.
თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად.
პირველი: გავზარდოთ ტაქტი.
მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი.
მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით.
ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.
Followers
Thursday, November 16, 2017
Home »
CarLab
,
სტატიები
» შიგაწვის ძრავის გადამუშავებული აირების გამომშვები სისტემა
წვის შედეგად მიღებული პროდუქტების გამოშვება ძრავის ცილინდრიდან წარმოებს გამომშვები სარქველის ან სარქველების დახმარებით, საიდანაც მაღალი ტემპერატურის მქონე ნამწვი აირები გამომშვები კოლექტორის გავლით ხვდება მაყუჩის მფილტრავ განყოფილებაში და გამოდის ატმოსფეროში. გადამუშავებულიაირების გამომშვებ სისტემას წაეყენება 2 ძირითადი მოთხოვნა:
1. უზრუნველყოს ნამწვი აირების ფილტრაცია ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ნახშირორჟანგის და აზოტის ჟანგეულების შემცველობა, რაც მიიღწევა გამომშვებ სისტემაში კატალიზატორის გამოყენებით, აგრეთვე აირების შემცველობის მუდმივი მონიტორინგით.
2. ნამწვი აირები რაც შეიძლება დაბალი დონის ხმაურით გამოვიდნენ ატმოსფეროში. აღნიშნული მიიღზევა გადამუშავებული აირების გამომშვები სისტემის სპეციალური კონსტრუქციის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს აირების სიჩქარის შემცირებას და შესაბამისად აირების გამოშვების ხმაურის დონის სიმცირეს.
გადამუშავებული აირების გამომშვები ზოგადი სისტემა შედგება: A - მაყუჩი, B - პირველი ლამბდა სენსორი (იგივე Co) B (2) - მეორე ლამბდა სენსორი (იგივე ფართოზოლიანი ), C - კატალიზატორი, D - გამომშვები მილაკი, E - მილაკის კუდი.
გადამუშვებული აირების სისუფთავე დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალებაში გამოყენებული საწვავის ხარისხზე, ასევე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობაზე. კერძოდ: ძრავის მუშაობის პროცესის ელექტრონული მართვის სისტემაზე, რაც მოიცავს ისეთ ძირითად კვანძებს როგორიცაა: ანთების სისტემა, კვების სისტემა, აირ-გამანაწილებელი ფასების ელექტრონული მართვა, გაგრილების სისტემა და გადამუშავებული აირების გამომშვები სისტემა. აღნიშნული სისტემებიდან, ჩვენ განსახილველი გვაქვს მხოლოდ გადამუშავებული აირების მართვის სისტემა. გადამუშვებული აირების სისუფთავის კონტროლი ხორციელდება ელექტრონული მართვის სისტემის შესაბამისი სენსორებისა და შემსრულებელი ელემენტების გამოყენებით. კერძოდ: ინფორმაციის მომძიებელ ელემენტებად ანუ სენსორებად გამოყენებული გვაქვს ფართოზოლიანი და Co-ს შემცველობის განსაზღვრის ლამბდა სენსორები. ხოლო შემსრულებელ ელემენტად EGR (ნამწვი აირების რეცირკულაციის) სარქველი. ჩაბერვის სისტემის გამოყენების შემთხვევაში ე.წ wastegate ანუ წნევის სარეგულირებელი სარქველი, რომლის მოქმედებაში მოყვანაც ჩაბერვის სისტემაში არსებული წნევის ინფორმაციის საფუძველზე ხდება.
EGR სარქველი Wastegate სარქველი ორივე მათგანის ვიზუალი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია
ლამბდა სენსორების დანიშნულებაა უზრუნველყონ მართვის ბლოკისთვის ინფორმაციის მიწოდება ნამწვ აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობის შესახებ. ამათგან Co-ს შემხველობის განმსაზღვრელი ლამბდა ზონდი და ფართოზილიანი ლამბდა ზონდი მუშაობს პრინციპითა და დანიშნულებით განსხვავებულია. კერძოდ: Co-ს მონიტორინგის ლამბდა სენსორი დგას გამომშვებ კოლექტორზე კატალიზატორამდე, ხოლო ფართოზოლიანი ლამბდა სენსორი კატალიზატორის შემდეგ. ანუ ფართოზოლიანი ლამბდა სენსორის დანიშნულებაა განსაზღვროს კატალიზატორის გავლის შემდეგ მავნე ნივთიერებების შემცველობა ნამწვ აირებში, რის საფუძველზეც ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ კატალიზატორის ვარგისიანობაზე.
ლამბდა სენსორი
Co-ს განმსაზღვრელი ლამბდა სენსორის მიერ დაფიქსირებული მავნე ნივთიერებების სიჭარბე ნამწვ აირებში ელექტრონული მართვის ბლოკს აიძულებს მოქმედებაში მოიყვანოს ნამწვი აირების რეცირკულაციის სარქველი (NARS, იგივე EGR), რომლის დახმარებით ნამწვი აირების განსაზღვრული ოდენობა ბრუნდება წვის კამერაში განმეორებითი დაწვისთვის. აღნიშნული საშუალებას გვაძლევს გამონაბოლქვის განსაზღვრულ მოცულობაში შევამციროთ მავნე ნივთიერებების რაოდენობა. ჩაბერვის სისტემაში არსებული წნევის სარეგულირებო სარქველი (wastegate) უზრუნველყოფს ჩაბერვის სისტემაში არსებული წნევის რეგულირებას ნამწვი აირების ტურბინის გვერდის ავლით გაშვების გზით.