კომპანია Bentley ირწმუნება, რომ მათი ახალი ყველგანმავალი Bentayga, რომელიც გაყიდვებში 2016 წელს გამოჩნდება, იქნება ყველაზე სწრაფი SUV -ი მსოფლიოში. ვიდე რგოლში ნაჩვენებია თუ როგორ შეძლო ავტომობილმა 301 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. სავარაუდოდ ეს საბოლოო მაჩვენებელი არ არის, რადგან ბრიტანელებს Bentayga -ზე სამუშაოდ კიდევ ბევრი დრო აქვთ. შედარებისთვის 575 ცხენის ძალის მქონე BMW x6 M -ს შეუძლია განავითაროს მაქსიმუმ 280 კმ/სთ სიჩქარე, ხოლო Porsche Cayenne Turbo S -ს (570 ცხ.ძ.) 284 კმ/სთ.
სავარაუდოდ Bentley თავის ახალ ავტომობილს აღჭურვავს 6,0 ლიტრი მოცულობის V12 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 608 ცხენის ძალასა და 900 ნმ ბრუნვით მომენტს. შესაძლოა უფრო ხელმისაწვდომი ვერსიის გამოჩენაც v8 -ს სახით, ხოლო 2017 წლისთვის მოსალოდნელია ჰიბრიდული ვერსიაც. ზოგიერთი ექსპერტის თქმით სწორედ ბოლოხსენებული მოდელი გახდება ყველაზე პოპულალური, რადგან იგი იქნება არა მარტო პრესტიჟული,მდიდრული და მძლავი, ასევე მაღალტექნოლოგიურიც. ამასთან ასეთი Bentley -ების მფლობელებს შეუძლიათ თავისუფლად თქვან, რომ ისინი უფრთხილდებიან გარემოს.