”პორშემ” 911 განაახლა და ფრანკფურტის ავტოშოუზე წარმოგვიდგენს. მთავარი სიახლეს ის არის, რომ Carrera და Carrera S ტურბირებული ძრავებით აღიჭურვა. თუმცა გარკვეული ვიზუალური ცვლილებებიც სახეზეა. მოდერნიზებული 911-ის გაყიდვები 12 დეკემბერს იწყება, საწყისი ფასი კი 94 344 ევროა.
ფეისლიფტის შემდეგ სალონში გამოჩნდა ეკრანი Multitouch-ფუნქციით (7-დუიმიანი). სმარტფონების მულტიმედიურ სისტემასთან დაკავშირება WLAN-ითაა შესაძლებელი და სისტემას აქვს Apple CarPlay-ც. Carrera-ს განახლებულ მოდელებს სერიულად მოყვება სავალი ნაწილი PASM, რომელიც ასევე განახლებულია. დამატებით თანხის გადახდის შემთხვევაში Carrera S-ის (ასევე Turbo და GT3) უკანა ღერძიც მოუხვევს. ასევე სიახლეა ის, რომ შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ 911 წინა მხარეს 40 მილიმეტრით წევს.
911-ის ისტორიაში პირველად ხდება ისე, რომ Carrera და Carrera S ტურბირებული ძრავებით აღიჭურვა. ორივე ვერსიაში წარმოდგენილია 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავები. Carrera-ში ტურბოაგრეგატის სიმძლავრე 370 ცხენის ძალა, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 450 ნიუტონმეტრია, ხოლო Carrera S-ის შემთხვევაში კი - 420 ცხენის ძალა და 500 ნმ.
ამრიგად, ორივე ვერსიის შემთხვევაში მივიღეთ 20 ცხენისძალითა და 60 ნმ-ით მეტი, ვიდრე Carrera-ს წინამორბედ მოდელებში, ატმოსფერული ძრავების შემთხვევაში გვქონდა. ”პორშეს” სახელგანთქმული PDK დამატებითი ოფციის სახითაა ხელმისაწვდომი, რომელიც Sport Chrono-პაკეტთან ერთად ავტომობილს 100 კმ/სთ სისწრაფეს 4 წამზე ნაკლებ დროში ავითარებინებს.
კლასიკური, ატმოსფერული ძრავის ფანებისთვის რჩება მხოლოდ GT3-ვარიანტები. ამ მოდელებში თავიდან ტურბო-ტექნიკა არ გამოჩნდება. ”პორშეში” აცხადებენ, რომ ატმოსფერული ძრავების ”დაჩაგვრის” ძირითადი მიზეზი გამონაბოლქვის მუდმივად გამკაცრებადი ევროპული მოთხოვნებია. ძრავის ნაკლები მოცულობითა და ნაკლები ბრუნებით (”Downsizing”, ”Downspeeding”) , ტურბოაგრეგარები ნაკლებ საწვავსაც მოიხმარენ და გარემოსაც ნაკლებად აბინძურებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, კლასიკურ ატმოსფერულ ძრავებს დღემზე უამრავი ავტომოყვარული ეტრფის.
რობინ ჰორნიგი
ტექნიკური მონაცემები Porsche 991 Facelift
| ||||||
მოდელი
|
ძრავა
|
მოცულობა
|
სიმძლავრე
|
ბრუნის მომენტი
|
0-100 კმ/სთ
|
მაქს. სიჩქარე
|
911 Carrera
|
6-ცილ.-Boxer
|
2981 სმ3
|
370 ცხ. ძ.
|
450 ნმ
|
4,6(4,4/4,2) წმ
|
295 (293) კმ/სთ
|
911 Carrera S
|
6-ცილ.-Boxer
|
2981 სმ3
|
420 ცხ. ძ.
|
500 ნმ
|
4,3(4,1/3,9) წმ
|
308 (306) კმ/სთ
|
911 Carrera Cabriolet
|
6-ცილ.-Boxer
|
2981 სმ3
|
370 ცხ. ძ.
|
450 ნმ
|
4,8(4,6/4,4) წმ
|
292 (290) კმ/სთ
|
911 Carrera S Cabriolet
|
6-ცილ.-Boxer
|
2981 სმ3
|
420 ცხ. ძ.
|
500 ნმ
|
4,5(4,3/4,1) წმ
|
306 (304) კმ/სთ
|