• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Monday, September 14, 2015

შუმახერის ავტოგრაფიანი ფერარი იყიდება!


Ferrari FXX-ის სულ 30 ეგზემპლარი გამოვიდა და ეს, რიგით 29-ე, მიხაელ შუმახერის ავტოგრაფით, ბერლინში, აუქციონზე იყიდება. სავარაუდო ფასი 2,2 მილიონი ევროა.


2005/2006 წლებში ”ფერარიმ” Enzo-ს ბაზაზე სუპერსპორტული FXX გამოუშვა - 800 ცხენის ძალით, 6,3-ლიტრიანი, 12-ცილინდრიანი ძრავით და ფორმულა 1-ის ტრანსმისიით. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ მოდელის შექმნაში თვით მიხაელ შუმახერმაც მიიღო მონაწილეობა.

შესაბამისად, ეს მართლაც სუპერექსკლუზიური მოდელი ლიმიტირებული ტირაჟით გამოვიდა და მისი შეძენის უფლება მხოლოდ VIP-კლიენტებს მიეცათ, ფასი კი 1,5 მილიონი ევრო იყო. და ”იმ ბედნიერებს” ამ ექსტრემალური ბოლიდით გართობა მხოლოდ ტრეკზე შეეძლოთ.


ახლა კი, ერთ-ერთი ეგზემპლარი, 30-დან რიგით 29-ე მოდელი ბერლინში, Auctionata-ს აუქციონზე იყიდება. აუქციონზე განაცხადის შეტანა 26 სექტემბრის 18 საათამდეა შესაძლებელი - წერილობით, ტელეფონით ან ინტერნეტით. თუ, რა თქმა უნდა, ბევრი ფული გაქვთ. მინიმალური შეთავაზება ამ დროისთვის 1 მილიონი ევროა, სავარაუდო საბოლოო ფასი კი - 2,2 მილიონი ევრო.

თუმცა თუ ფული გაქვთ, ეს სუპერქარი ამად ნამდვილად ღირს, რადგან მართლაც განსაკუთრებული ეგზემპლარია. არა მარტო იმიტომ, რომ განუმეორებელი მონაცემებით გამოირჩევა და, მაგალითად, 100 კმ/სთ-მდე 2,9 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 345 კმ/სთ-ია, არამედ იმის გამოც, რომ რიგით 29-ე ეგზემპლარი ბოლოა მათ შორის, რაც გაიყიდა. საქმე ისაა, რომ 30-ე მოდელი სპეციალურად მიხაელ შუმახერისთვის შეიქმნა! ამიტომაცაა, რომ ამ, 29-ე ეგზემპლარს კაპოტზე თავად შუმის ხელმოწერა ამშვენებს.


მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი თითქმის 10 წლისაა, მხოლოდ 2400 კილომეტრი აქვს გავლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ახალია! Auctionata-ს ინფორმაციით, Ferrari FXX 29/30 მხოლოდ მონცაზე, ფიორანოსა და ნიურბურგრინგზე დადიოდა, ყველაზე ხშირად კი მას DTM-ის პილოტი მაქსიმილიან გიოტცი მართავდა. ეს მოდელი 2007 წელს ერთ-ერთმა კოლექციონერმა იყიდა და ახლა ისევ ყიდის.


წყარო: Auto Bild Georgia