• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Wednesday, September 16, 2015

ნახეთ, რას გეგმავს ოპელი


ინფორმაციამ, რომელიც გერმანულმა AUTO BILD-მა ექსკლუზიურად გაავრცელა, მთელი საავტომობილო სამყარო დააინტრიგა: ”ოპელმა” ლეგენდარული Opel GT-ს ახალი ვერსიის გამოშვება გადაწყვიტა! ამ სიახლის პირველ სტუდიურ ვერსიას 2016 წელს, ჟენევის ავტოშოუზე ვიხილავთ, მანამდე კი თქვენ წინაშეა AUTO BILD-ის ექსკლუზიური ილუსტრაცია, რომელზეც ხედავთ, თუ როგორი იქნება ”ოპელის” ახალი გმირი.

ავტომობილი ახალი Astra-ს ბაზაზე აეწყობა, წინა მხარე კი სტუდიური მოდელის, Opel Monza-ს სტილში გადაწყდება. ახალ ვერსიაში კლასიკური Opel GT-ს დიზაინსაც ამოიცნობთ. ახალი GT-ს სერიული წარმოება, სავარაუდოდ, 2018 წელს დაიწყება და ამ ავტომობილის საწყისი ფასი მაქსიმუმ 25 000 ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ხუთი წლის წინათ ”ოპელს” სერიოზული კრიზისი ჰქონდა და მარკის გაყიდვაც კი იგეგმებოდა. არადა, ეს ბრენდი საავტომობილო გერმანიის ერთ-ერთი სიამაყეა. თუმცა მერე, ”ოპელის” მფლობელმა ამერიკულმა კონცერნმა General Motors-მა შეიგნო, რომ ”ოპელი” მისთვისაც უმნიშვნელოვანესი ბრენდია, ევროპაში ამ ბრენდის პოზიციონირება გააძლიერა და გერმანულ მარკაში მილიარდობით ახალი ინვესტიციაც ჩაიდო.

მას მერე ”ოპელის” საქმეები წინ წავიდა. რიუსელსჰაიმელებმა Insignia-ს და წინა თაობის Astra-ს წარმატებების შემდეგ კიდევ გამოუშვეს წარმატებული მოდელები - ამ ბრენდის ბოლოდროინდელი პროგრესი პირველ რიგში კომპაქტური ქროსოვერის, Opel Mokka-ს და ქალაქის სახალისო ავტომობილის, Opel Adam-ის დამსახურებაა. ახლა კი გერმანელები ამ ტენდენციის გასაგრძელებლად მორიგ სიახლეებს გეგმავენ და სწორედ ამ გეგმის ნაწილია ახალი Opel GT. გარდა ამისა, ახლახან გამოვიდა ახალი Opel Astra, მალე გამოდის მეორე თაობის Insignia. გეგმაშია უდიდესი ტრადიციების სახელის მქონე მოდელის, Opel Monza-ს გამოშვებაც.

                                                             წყარო: Auto Bild Georgia