Saturday, September 5, 2015
მიესალმეთ სწრაფ, მტკიცე საბრძოლო მანქანას რომელიც ცვლის "ჰამვის"
3 ათწლეულის განმავლობაში, არმიისთვის და საზღვაო ქვეითებისთვის "ჰამვი" იყო ამერიკის სამხედრო ძალა ყველგან სადაც აშშს ფეხი დაუდგამს. პირველი პროდუქცია შეიქმნა 1985 წელს "AM GENERALის" მიერ. მას არამარტო გადაყავდა ათასობით ამერიკელი ბრძოლის ველზე, არამედ იგი იქცა საკულტურო გამოსახულებად. როგორც ლეგენდარული ვილისის ჯიპი.
პენტაგონის JLTV( Joint Light tactical Vehicle) პროგრამა ითხოვდა მანქანას რომელიც იქნებოდა ბალანსირებული მარგ დატვირთვაზე, სიმძლავრეზე და დაცვაზე კრიტიკულ სიტუაციებში როგორც დღეს ისევე ხვალ. პროგრამამ გადაწყვეტილება მიიღო" "Oshkosh Defenceს" L-ATV (Light Combat All-Terrain Vehicle) სასარგებლოდ.
რატომ ოშკოში? გადავინაცვლოთ 2006-2007 წლებში სადაც სამხედროები და საზღვაო ქვეითები ფეთქდებოდნენ IEDზე ერაყში. ფაქტიურად IEDმა 60% ცოცხალი ძალის დანაკარგი გამოიწვია. სიტუაცია ისეთი საშინელი იყო რომ ჯგუფები იძულებულნი იყვნენ გამოეყენებინათ დასამაგრებელი მეტალი დაცვის მხრივ თავიან ჰამერებზე. ამის შემდგომ დაიწყო ე.წ MRAPის შექმნა რომელიც საკმაოდ ეფექტური იყო, მაგრამ ავღანეთის მაღალმთიანი ტერიტორიებისათვის მიუდგომელი. ეს პრობლემა კი "ოშკოშმა" გადაჭრა მისი M-ATVთი.
მაგრამ სამხედროებს და საზღვაო ქვეითებს სჭირდებოდათ უფრო მსუბუქი მანქანა - რაღაც რომელსაც შეეძლო წასულიყო იქ სადაც ჰამერს შეეძლო, მაგრამ დაცვის მხრივ ისეთივე ძლიერი ყოფილიყო როგორც MRAP ან M-ATV. ეს იყო JLRV პროგრამის მოთხოვნები რომელიც ზემოთხენებულმა შეძლო დაეკმაყოფილებინა.
L-ATV ჰამერთან შედარებით დიდია და იგი 2 სახით იქნება ხელმისაწვდომი. 4 კარიანი საბრძოლო შეჯავშნული მანქანა და 2 კარიანი შეჯავშნული მხარდამჭერი/სადაზვერვო. მისი მაქსიმალური წონა 7.1 ტონა. ამ წონის გამო მისი ტრანსპორტირება შესაძლოა შვეულმფრენით. ასევე მას აქვს შესაძლებლობა ოფროუდის მობილურობის და "Baja racerის". იგი პირველი მანქანაა რომელმაც დაამთავრა "Baja 1000ის" უდაბნოს რბოლა 2010 წელს. L-ATV შეუძლია გადალახოს ყველაზე მკაცრი პირობების მქონე გზები. ასევე იგი 70%ით უფრო სწრაფია ვიდრე M-ATV, სიჩქარით 160კმ/სთ.
"ოშკოშის" თავდაცვის პრეზიდენტის თქმით მას ისეთივე ჯავშანი აქვს გარედან როგორც MRAPს.იგი ამსგავსებს მის ჯავშანს 1080 დაცვის ჯგუფის სისტემას რომელიც მძღოლს თავიდან ააცილებს საშინელ ავარიას.
მანქანა აღჭურვილია GM Duramaxის 6.6 ლიტრი მოცულობის V8 ტურბო-დიზელი ძრავით და TAK 4i დამოუკიდებელი ამორტიზაციით. ასევე მისი სათადარიგო ელექტრო-დიზელი ძრავი უზრუნველყოფს 70კილოვატის ენერგიას. დამოუკიდებელი ამორტიზაციის სისტემას გააჩნია არათანაბარი-სიგრძე შეთავსებით ხვეულ წკირთან. ამის გამო იგი ადვილად ერგება 20 ინჩის მქონე საბურავებს. (Ford F-150 "მტაცებელი" "Baja racerისგან" განსხვავებით რომელსაც 15 ინჩი აქვს) ამის ფონზე იგი დადის როგორც დიდი "პიკაპი".
პირველი პარტიას არმია მიიღებს 2018 წელს და დამთავრდება 2040 წელს. ხოლო საზღვაო კორპუსი გამოსვლისთანავე, რომელიც 2022 წელს დამთავრდება.
P.S ჰამერი მაინც ჩემი ფავორიტია.