Saturday, September 5, 2015
Honda-მ Accord-ი განაახლა
Honda -მ ამერიკული Accord -ის განახლებული ვერსია გამოიყვანა, რომელიც 2016 წლის მოდელი იქნება. Accord -მა გადაიტანა სერიოზული ცვლილებები და მიიღო რამოდენიმე სასარგებლო პარმეტრი.
მოდელს ახლანდელ ევროპულ ვერსიას თუ შევადარებთ არც თუ ისე დიდ განსხვავებას დავინახავთ. ერთი შეხედვით Accord -ი ძალიან გავს Acura -ს, რასაც ფოტოებიდან შეამჩნევთ. ავტომობილი აღჭურვილია სრულიად შუქდიოდური ოპტიკითა და გაგრძელებული ჩარჩოთი, რომელიც დაფარულია ქრომით – Honda -ს ემბლემა კი აქ ცოტა უჩვეულოდ გამოიყურება.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, არჩევანში დარჩა 2,4 და 3,5 ლიტრი მოცულობის ძავების ვარიანტები, რომლებიც მუშაობენ 6 საფეხურიან მექანიკურ კოლოფთან.
წყარო: Driver.ge