Wednesday, September 2, 2015
Ford-ის კოსმიური Mustang-ი
Ford -მა გამოუშვა სპეციალური მოდიფიკაციის მუსტანგის ერთ ეგზემპლარი, რომელიც ეძღვნება ამერიკულ კოსმოსურ პროგრამა “აპოლონს”.
ავტომობილი აღჭურვილია GT მოდიფიკაციის V ტიპის 8 ცილინდრიანი 5.0 ლიტრი მოცულობის მქონე ძრავით, რომელიც 435 -ის ნაცვლად გამოიმუშავებს 627 ცხენის ძალას. ავტომობილის დინამიკის მახასიათებლები სამწუხაროდ უცნობია.
რაც შეეხება ინტერიერს, სავარძლებზე გამოჩნდა “აპოლონის” ამოქარგული ლოგოტიპები. ასევე გაუმჯობესებულია ხელსაწყოთა პანელი, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი და სხვა დეტალები.
Ford Mustang Apollo Edition -ი გაიყიდება აუქციონზე, რომელიც ჩატარდება ვისკონსიის შტატში, ქალაქ ოშკოშში ავიაციის მოყვარულთა ყოველწლიურ ღონისძიება – EAA AirVenture -ზე. აუქციონიდან მიღებული თანხა წავა ახალგაზრდა პილოტების გადამზადების პროგრამა Young Eagles -ზე.