Wednesday, September 2, 2015
Maserati Boomerang
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და გადასარევი ავტომობილი მათ შორის, რაც კი ოდესმე შექმნილა- Maserati Boomerang, რომელიც სექტემბერში აუქციონზე უნდა გაიყიდოს.
Maserati-მ ეს ავტომობილი საზოგადოებას პირველად1972 წელს, ტურინში, მერე კი, 1973 წლის დასაწყისში, ჟენევის ავტოშოუზე წარუდგინა და რა გასაკვირია, რომ მას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე იმაშია, რომ ასეთი რადიკალური დიზაინის მქონე ავტომობილი მსოფლიოს მანამდე არასდროს ენახა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო ალბათ საბურავებსაც ოთხუთხედს დაუყენებდნენ... თუმცა ისიც საკმარისი, რომ მანქანას უფრო მეტი მინა ჰქონდა, ვიდრე აკვარიუმს და საზოგადოების წინაშე ისეთი ინტერიერით წარსდგა, ხალხს თმები ყალყზე უდგებოდა. აქვე ვთქვათ, რომ ეს მანქანა შექმნა ჯორჯეტო ჯუჯარომ, რომელმაც ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ მსოფლიოს პირველი Volkswagen Golf-იც აჩუქა.
პირველი ეგზემპლარი მხოლოდ საჩვენებელი მოდელი იყო და არ დადიოდა, მერე კი სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს და ერთადერთ ეგზემპლარს, რომელიც 5 სექტემბერს აუქციონზე გაიყიდება, 310 ცხენის ძალა აქვს და მაქსიმუმ 300 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. აუქციონზე ამ ავტომობილის სანაცვლოდ ექსპერტები 3-დან 4 მილიონამდე ევროს ელოდებიან...
წყარო: Auto Bild Georgia