Saturday, September 5, 2015
წესები, რომლებიც საწვავის დაზოგვაში დაგეხმარებათ
ყველამ ვიცით, რომ ავტომობილის შენახვის ხარჯებიდან დიდი წილი საწვავზე მოდის. იმისათვის, რომ ცოტათი მაინც შემცირდეს საწვავის მოხმარება, საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები:
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ძრავის მდგომარეობაზე დაკვირვება . საწვავის დიდი რაოდენობა იხარჯება საჰაერო ფილტრის დაბინძურების შედეგად. მისი შემოწმება მარტივია, თუ მასში სინათლის სხივებმა გაიარა ესეიგი ყველაფერი წესრიგშია, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა მისი გამოცვლა.
ზეთის ხარისხი. საჭიროა მაღალი ხარისხის ზეთის შეძენა, რადგან უკეთ გაწმინდოს ძრავის დეტალები. მაგრამ აქ ცოტათი დახარჯვა მოგიწევთ, რადგან კარგი ზეთი შედარებით ძვირი ღირს.
ჰაერის წნევა საბურავებში. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტია ზედაპირის ფართობი, მით მეტია ხახუნის ძალა. აქედან გამომდინარე, საჭიროა საბურავებში ჰაერის წნევის რეგულარურად შემოწმება, თუ დაბალია საჭიროა მისი გაზრდა.
სიჩქარე. ავტომობილი მოწყობილია ისე, რომ რაც უფრო ჩქარად მიდიხართ მით მეტია მის მიერ საწვავის მოხმარება. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ არსად გეჩქარებათ რეკომენდირებულია მოძრაობის წესების შესაბამისად იაროთ. ეს დაგეხმარებათ არა მარტო საწვავის ეკონომიაში, არამეტ ასევე ტარების უსაფრთხოების გაზრდაშიც.
დამატებითი აღჭურვილობა. დამატებით აღჭურვილობას განეკუთნებიან: კონდიციონერი, გათბობა, ფარები, აუდიო სისტემა და სხვა ელექტრო ხელსაწყოები, რომლებიც დაკავშირებული არიან თქვენი ავტომობილის ელექტრონულ სისტემასთან. მათ მუშაობაზე დახარჯული საწვავის 5-20% იხარჯება. განსაკუთრებით ბევრ საწვავს მოიხმარს კონდიციონერი. ასე, რომ საწვავის დაზოგვის მიზნით უმჯობესი იქნება ცოტათი ჩაუწიოთ ფანჯარას, ვიდრე ჩართოთ კონდიციონერი.
ტარების მანერა. შეეცადეთ გაზის პედალი გამოიყენოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ მკვეთრ სტარტებსა და დამუხრუჭებას, რადგან ამ დროს ცილინდრებში საწვავის მიწოდება საგრძნობლად იზრდება. რეკომენდირებულია თქვენი ავტომობილის ტაქომეტრზე დაკვირვება – არ უნდა ცდებოდეს 2500 – 3000 ბრუნს. ასევე თუ თქვენ გაიგეთ წინ არსებულ საცობის შესახებ, ჯობია შედარებით გრძელი გზით შემოუაროთ მას, ვიდრე საცობში იდგეთ.
თუ თქვენ გინდათ საწვავის ეკონომია, გირჩევთ აკონტროლოთ თქვენი ავტომობილის წონა. ამისათვის საჭირო მისი საბარგულიდან მოაშოროთ ზედმეტი ნივთები, რომელთაც დიდი წონა აქვთ.
გადაცემათა კოლოფი. ავტომობილის მიერ საწვავის მოხმარება ასევე დამოკიდებულია გადაცემათა კოლოფის ტიპზეც. ავტომატური გადაცემათა კოლოფი მექანიკურისგან შედარებით 15 – 20% -ით მეტ საწვავს მოიხმარს.
ასევე ეკონომიის მიზნით კარგი ვარიანტია გაზზე გადასვლა. იგი საგრძნობლად იაფია, თუმცა ავტომობილის მიერ მისი მოხმარება ბენზინთან შედარებით 10 – 15% -ით მეტია.
წყარო: Driver.ge