Wednesday, September 2, 2015
UBB RS 1000
ერთ-ერთმა ტუნინგ ატელიე UBB Super Cars-მა, რომელიც 2007 წელს დაარსდა და მის შემდგომ მოჰყვება მანქანების ტუნინგს, (ძირითადად Mustang-ებს) შექმნა ახალი მონსტრი Mustangის სახით. ასევე ცნობილია რომ მისი პირველი პროექტი 2007 წლის Mustang-ი იყო, რომელიც აღჭურვილი იყო Ford GT-ის სუპერ დამჭირხნიანი ძრავით და ერქვა UBB 1000. ახლა კი წარმგვიდგენს მის ახალ პროექტს, 2015 წლის Mustang-ს (კოდური სახელით S550) რომელსაც UBB 900-ის სახელით მოიხსენიებენ.
ძრავა დარჩა იგივე, ბაზირებული Coyote 5.0 ლიტრი მოცულობით, რომელიც დაჭირხნული იქნება ჰელიონის სისტემით, გამომგდები ტყუპი ტურბოთი და ბურთულიანი საკისარი ტურბოთი. მაბრუნი მომენტით 8.000. ჩაბერვის შემდეგ კუბატურობა ისევ 5.0 ლიტრი იქნება. საერთო ჯამში 1.000 ცხენის ძალით. ეს ყველაფერი შეწყვილებული 6 სიჩქარიან სექვენტალურ გადაცემათა კოლოფთან, 60/40 ძალით. ასევე იქნება ორი ვარიანტი UBB 900 და RS 1000. განსხვავება კი ექსტერიერი იქნება კერძოთ ბამპერები. (RS 1000 იქნება განიერი ბამპერებით) დაემატა სრული ამძრაობა. როგორც ამბობენ, რეჟიმების გადართვის უნიკალური სისტემით იქნება აღჭურვილი, რაც "ქუჩის" და "ტრეკის" სახელით იქნება ცნობილი, რომელსაც 5 წუთი სჭირდება გადასაწყობად. რაც ყველაზე მთავარია, განსაზღვრული იქნება ყველანაირი გემოვნებისთვის. აქედან გამომდინარე ზემოთხსენებულს დაემატება არჩევანი მარცხენა და მარჯვენა საჭის არჩევანთან დაკავშირებით, რაც ძირითადად გაერთიაებულ სამეფოში, სამხრეთ აფრიკაში და ავსტრალიაში იქნება ხელმისაწვდომი. საწყისი ფასი: 115.000$ (UBB 900)
ასევე კომპანია აპირებს Focus RS-ის დატუნინგებას. მისი 2.3 ეკობუსტი ძრავიდან 500 ცხენის ამოღებას RS-ის გადაცემათა კოლოფით, რაც საკმაოდ კარგია.