• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Saturday, September 5, 2015

100 კმ/სთ 1.779 წმ-ში


გერმანელმა სტუდენტებმა 0-100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების დროის რეკორდი მოხსნეს
ისინი საკუთარ თავს Green Team Formula Student -ს ეძახიან. ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ მათი სახელი, რადგან მათ 0-100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების დროის რეკორდი მოხსნეს – გერმანელი სტუდენტების მიერ შექმნილმა ელექტრონულმა ავტომობილმა 0-100 კმ/სთ სიჩქარე განავითარა 1,779 წმ -ში.

სიმართლე, რომ ვთქვათ შტუტგარდის უნივერსიტეტის სტუდენტების ეს მიღწევა ოფიციალურ ხასიათს არ ატარებს, იქიდან გამომდინარე, რომ ის ელოდება გინესის რეკორდების წიგნის კომისიის დასტურს. თვითონ სტუდენტები კი დარწმუნებულნი არიან გამარჯვებაში და ამტკიცებენ, რომ მათ წინა რეკორდი 0,006 წმ -ით გააუმჯობესეს.

სრულიად ელექტრონული ავტომობილი აღჭურვილია ოთხი ელექტროძრავით, თითო ძრავა ყველა ბორბალზე. ისინი საერთო ჯამში გამოიმუშავებენ 136 ცხენის ძალას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტომობილი იწონის 160 კგ -ს, ეს არც თუ ისე ცოტაა.


                                                                      წყარო: Driver.ge