Wednesday, September 2, 2015
1969 Ford Mustang Mach 40
უცნობი მუსტანგების ვარსკვლავი!!!
"არ აქვს მნიშვნელობა ძრავი სად იქნება. "მკვლელი კომპოზიტორი" ყოველთვის შექმნის ისეთ მუსიკას, რომ ყველასთვის დასამახსოვრებელი იყოს." ასე განაცხადა პროექტის ავტორმა ტერი ლიპსკომმა, როდესაც 2009 წლის აპრილში ამ პოექტზე მუშაობა დაიწყო. 1969 წლის მუსტანგის სული და GT40-ის მრბოლელის გამძლეობა. აი რატომ არის ეს მუსტანგი უნიკალური და მისი სახელიც აქედან გამომდინარეობს, Mach 40. გამოცდილი დიზაინერებისა და მექანიკოსების დახმარებით ლიპსკომმა შექმნა მუსტანგი უკანა ძრავით, ალუმინისა და სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შექმნილი თითოეული დეტალით განსხვავებული სხვებისგან.
ძრავი: Ford GT 5.4-ლიტრიანი DOHC V-8. Whipple-ის 4 ლიტრიანი Supercharger.
უჟანგავი ფოლადის გამოსაბოლქვი მილები. (მაყუჩები)
Ford Ricardo-ს 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი.
Baer-ის 14 ინჩიანი მუხრუჭები.
Schott-ის ალუმინის თვლები (დისკები) წინა: 18X10 უკანა: 19X11
Michelin Pilot Sport-ის საბურავები.
ინტერიერი ტყავითა და ნახშირბადბოჭკოვანი ელემენტებით დატვირთული სადაც ასევე New Vintage gauges-სა და Pioneer-ის ბრენდებს შეხვდებით.
მოკლედ კი გეტყვით იმას, რომ მუსტანგი ყოველთვის ახერხებს ადამიანებში ისეთი იდეების და ფანტაზიების გაღვიძებას, რომელიც მას კიდევ უფრო მეტად განსხვავებულს და უნიკალურს ხდის.
წყარო: MUSTANG TEAM OF GEORGIA