Wednesday, April 27, 2016
ისრაელის ჯავშან მანქანა ვულფი
Wolf - ისრაელის მიერ წარმოებული დაჯავშნული ტიპის ავტომობილი, რისი შექმნის მთავარი მიზანიც იყო შეექმნათ უკეთესი განმავლობის და უკეთესად დაჯავშნული ავტომობილი, რომელიც შეცვლიდა მოძველებულ M113 (ბარდელას). მისი წონიდან გამომდინარე იგი მძიმედ დაჯავშნულ კლასში გადის და აერთიანებს სატვირთოს სიჩქარეს, მანევრულობას და "პერსონალური დაჯავშნული მზიდავის" სტილის ჯავშანს. ასე ვთქვათ, დახარისხებულია მცირე ჯგუფების საჭიროებისადმი გამოსაყენებლად. იგი ისევე როგორც ჩვენი სამამულო DIDGORI დამზადებულია F550-ის ბაზაზე და აქვს V ტიპის 8 ცილინდრიანი 6 ლიტრი მოცულობის ძრავა. ძრავა დაკავშირებულია 5 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე რომელიც მართავს ოთხივე თვალს. (4x4)
როგორც მაღლა ითქვა. მისი შექმნის უმთავრესი მიზანი იყო სამხედროების უფრო უსაფრთხო ტრანსპორტირება საქალაქო სიტუაციაში, სამშვიდობი მისიებში და ა.შ. მისი პირველად გამოყენება დაფიქსირდა 2006 წლის 14 მარტს ოპერაცია - Bringing home the goods ისრაელის მიერ.
Wolf შედგება ტექ. ენით "კომერციული შელფის" მიერ, რაც ნიშნავს, რომ იგი გამოდის სტანდარტულად, ყველანაირი გაძლიერების, მოდერნიზაციის და ა.შ გარეშე. მართალია, მისი ბაზა სამოქალაქო ვერსიის ავტომობილიდანაა გადმოტანილი მაგრამ მისი ცოტაოდენი მოდერნიზაცია მაინც მოხდა. (მთლიანი მოდერნიზაცია მანევრულობას წაართმევდა პირველ რიგში). როგორც მაღლა ითქვა მის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს დიზელის 6 ლიტრიანი ძრავი 325 ცხენის ძალით რომელიც დაკავშირებულია 5 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე. მისი წონა შეადგენს 8 ტონას. როდესაც ჯავშანი დამონტაჟებულია, მას არანაირი სისტემის შეცვლას არ საჭიროებს (რა თქმა უნდა ავტომობილის). ჯავშანი ისეა დამზადებული, რომ იცავს სამხედროებს, ავტომობილის სხვადასხვა ელემენტებს და საბურავებს. ჯავშნის გარსი დამოუკიდებლადაა შექმნილი და განცალკევებულია შასისგან, რაც შესაძლებლობას იძლევა იგივე ჯავშანი სხვა შასზე (სხვა ავტომობილზე) გადავიტანოთ. რა თქმა უნდა იგივე მოდელზე.
იგი სრულიადაა დაცული, ასევე საბურავებიც, რომელიც აღჭურვილია Run flat tires სისტემით. ჯავშნის წონა 3 ტონაა (3.048 კგ). მისთვის ჯავშნის ამხელა წონა პრობლემა არაა რადგან მთლიანად 8 ტონას იწონის (8.128 კგ). ყოველი კარი ტყვიაგაუმტარია, ასევე ძრავი და გადაცემათა კოლოფი. მთლიანობაში მას აქვს 6 კარი: 4 გვერდზე და 2 წინ რაც საშუალებას იძლევა სამხედროები ადვილად ჩასხდნენ აღჭურვილობასთან ერთად. ასევე ავარიული (გაქცევის) რეჟიმიც. ამ ყველაფერთან ერთად ექსტერიერი V-სებრი ფორმისაა რაც საშუალებას იძლევა რპგ, სმოვი და ა.შ "აისხლიტოს". ინტერიერი აღჭურვილია ორმაგი საჰაერო გაგრილების სისტემით და ყველა აუცილებელი ატრიბუტით.. რადგანაც შასზე არ ჩატარებულა ღრმა მოდერნიზაცია არ გააჩნია პრობლემა ძრავის გადახურებასთან ან მანევრთან. (საუბარია 50+ გრადუსზე). შედეგად მისი გამოყენება ყველგანაა შესაძლებელი უპრობლემოდ, პლიუს დიდი ხნით. ასეთი წონის გამო, შეუძლია 10 კაცის გადაყვანა და პლიუს 2ის ოფციის დამატების შემთხვევაში. ტექნიკურად ავტომობილი მაინც ორიგინალ ნაწილებზეა მაგრამ თვალსაჩინოდ აქვს შეცვლილი საბურავები და სამანევრო ღერძი. მოდერნიზაციის გამო მისი მწყობრიდან გამოყვანა არც თუ ისე ადვილია.
• საქართველოს არმიას დაახლოებით 13+ ყავს.
• იყენებენ როგორც სპეცდანიშნულება და ა.შ ისევე მედევაკის სახით.
•სისტემა Run flat tires - როდესაც მანქანის საბურავი მწყობრიდან გამოდის, სისტემა იწყებს მოქმედებას რაც ნიშნავს რომ "დაფუშული" საბურავებით მიაღწევს დანიშნულების ადგილას. მაგალითად დაზიანების შემთხვევაში შეუძლია განავითაროს 50 კმ/სთ და ამ სიჩქარით გაიაროს 50 კილომეტრი, რის შემდეგადაც უკვე მისი გამოცვლა იქნება საჭირო. სისტემას დღითიდღე ხვეწავენ და ცდილობენ სიჩქარე და კილომეტრაჟი გაზარდონ.
•ასევე არსებობს მისი ჩინური ასლი, რომელიც "ვულფის" და "კობრას" ნაჯვარია.
რა თქმა უნდა პლიუსებთან ერთად მინუსებიც აქვს.
1. ცხაური (ცხვირი) არის სწორი და არა დაქანებული, რის გამოც მისი მწყობრიდან გამოსვლა ადვილია. ნაგულისხმევია ძრავის მწყობრიდან გამოყვანა და ა.შ
2. საბურავები კი არის დაცული მაგრამ ასე ვთქვათ მაინც შიშველია. რის გამოც მისი მოწყვეტა შესაძლებელია ღერძიდან.
სხვა ისეთი ვერაფერი მოვნახე ცნობილი რადგან მანქანას ჯერ კიდევ იყენებენ. მაშასადამე მისი მონაცემებიც გასაიდუმლოებულია.