“1902 წელი.
გარეთ წვიმს.
ფეხით არაკომფორტულია მოძრაობა, დავსველდები.
ავტომობილებსაც უჭირთ მოძრაობა.
ადგილზე მისვლაც მაგვიანდება.
რა უნდა ვქნა?” – ფიქრობდა მერი ანდერსონი.
ქალბატონო, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ გაწეული წვლილისთვის, რითაც დღეს “BMW”–ს ან “Mercedes”–ის მგზავრები უსაფრთხოდ მგზავრობენ.
საუბარია წინა საქარე მინის საწმენდ ხელსაწყოზე.
საზოგადოებაზე ზრუნვამ განაპირობა ამ ქალბატონის თავში იმ ატრიბუტის დაბადება, რომელიც დღეს ჩვეულებრივი ამბავია ავტომობილისთვის.
ანდერსონის საწმენდი ხელსაწყო (დიახ, სწორედ ამ სახელით იყო) დაპატენტდა 1903 წელს. ამავე წელს, მერიმ კანადის ერთ–ერთ მსხვილ კომპანიას მისწერა ამ გამოგონების შესახებ; თუმცა ჩათვალეს, რომ ამ გამოგონებას მომავალი არ ექნებოდა. ჩათვალეს, რომ კომერციულად კომპანიისთვის ამ ხელსაწყოს მასიური გამოშვება არ იქნებოდა მომგებიანი. მათ არ იცოდნენ ამ გამოგონებას რა ელოდა წინ. როგორც ჩანს, ამ კომპანიის მეწარმე არ იყო მეწარმეობირივი უნარით დაჯილდოებული, თუმცა ამ დროს ხომ წარმოების ფაქტორები მეწარმოეიბრივ უნარს არ მოიცავდა?
განვაგრძოთ ისტორია..
“ფორდი, ჰენრი ფორდი, ქალბატონო” – ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს ჰენრიმ და მერიმ.
ამ არაჩვეულებრივმა გამომგონებელ–მეწარმემ მიიღო მერის იდეა და მასიურ წარმოებაში “ჩაუშვა”. საქარე მინის საწმენდი ხელსაწყო პირველად “ford model T”–ზე გამოჩნდა, რომლის გამოშვების რაოდენობაც 15 მილიონს შეადგენს. ამ გამოგონებით ავტომობილით მოძრაობა უფრო საიმედო გახდა.
ქალბატონმა, რომელსაც საკუთარი ავტომობილიც კი არ გააჩნდა, საჭირო დროს, საჭირო ადგილას გაჩენილი იდეით და ენთუზიაზმით ავტომობილი უფრო კომფორტულად წარმოგვიდგინა.