სენსორების დანიშნულებაა დააფიქსირონ სამუშაო პარამეტრის შესაძლო ცვლილება და აღნიშნული ინფორმაცია შემდგომი გადამუშავებისთვის მიაწოდონ მართვის ბლოკს. რის საფუძველზეც, ძრავის მუშაობის ოპტიმალური რეჟიმი განისაზღვრება. ელექტრონული მართვის სისტემაში გამოყენებული სენსორები, შესაძლებლობების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ: განსხვავებებია სენსორის მიერ მართვის ბლოკისთვის მიწოდებული სიგნალის სახეობაში. არსებობს 2 ტიპის სიგნალი: ანალოგური და ციფრული. სენსორების განვითარებასთან ერთად გარდა ციფრული სიგნალის გამომუშავებისა, მათ გააჩნიათ თვითკალიბრების ფუნქცია, ასევე ზოგიერთი სენსორი თავისთავში მოიცავს მიკროკონტროლერებს, რომლებიც უკვე გადამუშავებულ ინფორმაციას გადასცემენ მართვის ბლოკს. სენსორების კონტრუქციული სრულყოფა საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გადამუშავების საშუალება მივცეთ მართვის ბლოკს. თვითონ სენსორები ურთიერთკავშირშია ერთიანი საინფორმაციო პროტოკოლით.
კონსტრუქციული მახასიათებლების მიხედვით განარჩევენ 4 ტიპის სენსორებს:
- SE > სენსორები, რომლებიც მოიპოვებენ მხოლოდ ინფორმაციას, ხოლო მის შემდგომ გადამუშავებას როგორც ანალოგური ისე ციფრული სიგნალის დონეზე უზრუნველყოფს მართვის ბლოკი.
- SE | SA > სენსორები, რომლებიც გამოიმუშავებენ ანალოგურ სიგნალს. ხოლო, შემდგომ დამუშვებას მართვის ბლოკი უზრუნველყოფს...
- SE | SA | AD > სენსორები, რომლებიც მართვის ბლოკს ინფორმაციას აწვდიან ციფრული სიგნალის სახით.
- SE | SA | AD | MC > სენსორები, რომლებიც უკვე დამუშავებულ ინფორმაციას უგზავნიან მართვის ბლოკს. ისინი აღჭურვილნი არიან როგორც ანალოგური და ციფრული სიგნალის წარმომქმნელი კონსტრუქციით, ისე ინფორმაციის დამუშავების მიკროკონტროლერით.