Monday, September 7, 2015
Mercedess AMG SLS მიმოხილვა
კარგი, უკეთესი, საუკეთესო: ამ შემთხვევაში, საუკეთესოს ნაცვლად, შეგვიძლია, პირდაპირ SLS Roadster დავწეროთ. ყველაფერი საუკეთესო ძალიან ძვირიც ღირს - ამ შემთხვევაში მინიმუმ 195 160 ევრო
კარგი, უკეთესი, საუკეთესო: ამ შემთხვევაში, საუკეთესოს ნაცვლად, შეგვიძლია, პირდაპირ SLS Roadster დავწეროთ. ყველაფერი საუკეთესო ძალიან ძვირიც ღირს - ამ შემთხვევაში მინიმუმ 195 160 ევრო
ღრმად ჩაისუნთქეთ: უკიდეგანოდ გრძელი კაპოტი, მოკლე, მოხდენილი კიჩო და უამრავი რეტრო-ელემენტი - „მერსედესმა“ AMG SLS ღოადსტერ პირველად გვაჩვენა. ეს არის ფრთოსანი Mercedes SLS-ის კაბრიო ვერსია, ანუ, უფრთო ანგელოზი, საუკეთესო კაბრიოლეტი, რომელიც მხოლოდ მილიონრებისთვის და კიდევ უფრო მდიდრებისთვისაა განკუთვნილი.
ამოისუნთქეთ! ისევე, როგორ SLS კუპეს შემთხვევაში, „მერსედესმა“ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა: კუპეს კაბრიოც მოაყოლა და რაც ყველაზე მთავარია, ყოველგვარი სერიოზული სახეცვლილების გარეშე. თუკი 1954 წელს ვიზუალური ცვლილებები ფაქტობრივად აუცილებელი იყო, დღეს ასე აღარაა და შესაბამისად, სუპერსპორტული SLS კუპე, კაბრიოლეტად უმტკივნეულოდ გადაკეთდა და ერთადერთი, რაც დაკარგა, ფრთებია, ანუ, ვერტიკალურად გაღებადი კარები, რაც როდსტერს არც ჭირდება და ვერც ექნება. ამიტომაცაა, რომ ამჯერად კაბრიოლეტი კუპეს არა სამ წელიწადში, არამედ წელიწადზე ოდნავ მეტში მოყვა. კუპესთან განსხვავება კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ სავარძლების უკან მასიური ადგილი სახურავის სამალავმა დაიკავა. მიუხედავად ამისა, კაბრიოლეტი კუპეზე მხოლოდ 40 კილოგრამით მძიმეა, რასაც „მერსედესის“ შეფები ამაყად იმეორებენ, მაგრამ SLS Roadster მაინც თითქმის 1.7 ტონაა და ვერ ვიტყვით, რომ ავტომობილი მსუბუქია. თუმცა შტუტგარტელებს სიმსუბუქეზე პრეტენზია არც ქონიათ - რაც არ უნდა იყოს, „მერსედესი“ სპორტულობასთან ერთად ხომ ყოველდღიურ ლუქს-კომფორტზე აკეთებს აქცენტს, რაც ყოველთვის მანქანის წონაში მატებას მოასწავებს ხოლმე.
სამაგიეროდ, დიდი მიღწევაა ის, რომ SLS Roadster-ს როგორც დახურულ, ასევე ღია მდგომარეობაში 173-ლიტრიანი საბარგული აქვს, რითაც კუპეს მხოლოდ და მხოლოდ სამი ლიტრით ჩამორჩება. 571 ცხენის ძალა ფანტასტიკური მაჩვენებელია და 317 კმ/სთ-იანი მაქსიმალური სიჩქარის გარანტიას იძლევა. „მერსედესი“ გეგმავს, რომ აჩქარების თვალსაზრისით როდსტერი კუპერს არ ჩამორჩეს და 100 კმ/სთ-მდე 3.8 წამში აჩქარდეს. სახურავის ახდა და დაფარება ტრადიციულად, 50 კმ/სთ-მდე სისწრაფის დროსაა შესაძლებელი და SLS Roadster ერთ ან მეორე მანიპულაციას მხოლოდ და მხოლოდ 11 წამს ანდომებს. ამაზე სწრაფად ქუდს ამ კლასში მხოლოდ Audi A3 Cabrio იხდის - 9 წამი.
SLS ღოადსტერ თავის პატარა ძმისგან, SLK-სგან დამატებითი ოფციის სახით Airscarf-ს მიიღებს, რაც მძღოლსა თუ მის გვერდით მჯდომს ღია მდგომარეობაში მგზავრობისას ყელსა და კისერს გაუთბობს. სამაგიეროდ, „მერსედესმა“ ამ მოდელში უარი თქვა Aირცაპ ოფციაზე, რომელიც „E კლას კაბრიოში“ იყო გამოყენებული და რომელსაც ბევრი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს. ეს არის დამატებითი სპოილერი საქარე მინის თავზე. კიდევ კარგი, რომ ამაზე უარი თქვეს - ზედმეტად ხელოვნურია.
სიახლე არი AMG-ის აქტიური „რაიდ კონტროლი“, რაც SLS Roadster-ს სამი რეჟიმის (კომფორტი, სპორტი, სპორტ-პლუსი) სრულიად ახლებურ რეგულირებას ანიჭებს. მძღოლზე იზრუნებს ოფციონალური AMG Performance Media-ც. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი უკვე დიდი ხანია აქვს იაპონურ სუპერსპორტულ ავტომობილ Nissan GTR-ს და თანაც, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. SLS-ის შემთხვევაში კი (როგორც კუპესთვის, ისე კაბრიოლეტისთვის) მისი ფასი 8 330 ევროა. საერთო ჯამში კი ავტომობილი მინიმუმ 195 160 ევრო ეღირება.
რას ვიზამთ, „მერსედესი“ ტრადიციას არც ფასის ამბავში ღალატობს…
დასკვნა
ისტორია მეორდება: „მერსედესმა“ SLS კუპეს როდსტერიც მოაყოლა. ყველაზე მთავარი განსხვავება ახლანდელ და მაშინდელ დროს შორის ისაა, რომ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური წინსვლა იყო, ახლა კი, მარკეტინგული წინსვლაა. ფასზე ფიქრითა და კალკულაციებით ტვინი რომ არ ვიჭყლიტოთ, SLS, დახურულიცა და ღიაც, მაგარი რამ არის, რომელიც ძალიან მომწონს.
იორგ მალტცანი
ტექნიკური მონაცემები
Mercedes SLS AMG Roadster
V8 ძრავა; 4 სარქველი თითო ცილინდრზე; მოცულობა: 6208 სმ3; სიმძლავრე: 420 კვ (571 ცხ. ძ)/6800; ბრუნის მომენტი: 650 ნმ/4750; უკანა ამძრაობა; გადაცემათა კოლოფი: 6-საფეხურიანი DშG; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4638/1939/1262 მმ; წონა: 1660 კგ; საბარგულის მოცულობა: 173ლ; 0-100 კმ/სთ 3.8 წამში; საწვავის ხარჯი: 13.2ლ Super Plus; CO2: 308 გ/კმ
ფასი: 195 160 ევრო
წყარო: Auto Bild Georgia
პორშემ სპორტქარების მეფე განაახლა
”პორშემ” 911 განაახლა და ფრანკფურტის ავტოშოუზე წარმოგვიდგენს. მთავარი სიახლეს ის არის, რომ Carrera და Carrera S ტურბირებული ძრავებით აღიჭურვა. თუმცა გარკვეული ვიზუალური ცვლილებებიც სახეზეა. მოდერნიზებული 911-ის გაყიდვები 12 დეკემბერს იწყება, საწყისი ფასი კი 94 344 ევროა.
ფეისლიფტის შემდეგ სალონში გამოჩნდა ეკრანი Multitouch-ფუნქციით (7-დუიმიანი). სმარტფონების მულტიმედიურ სისტემასთან დაკავშირება WLAN-ითაა შესაძლებელი და სისტემას აქვს Apple CarPlay-ც. Carrera-ს განახლებულ მოდელებს სერიულად მოყვება სავალი ნაწილი PASM, რომელიც ასევე განახლებულია. დამატებით თანხის გადახდის შემთხვევაში Carrera S-ის (ასევე Turbo და GT3) უკანა ღერძიც მოუხვევს. ასევე სიახლეა ის, რომ შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ 911 წინა მხარეს 40 მილიმეტრით წევს.
პირველად: Turbo-ძრავები Carrera-მოდელებში
911-ის ისტორიაში პირველად ხდება ისე, რომ Carrera და Carrera S ტურბირებული ძრავებით აღიჭურვა. ორივე ვერსიაში წარმოდგენილია 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავები. Carrera-ში ტურბოაგრეგატის სიმძლავრე 370 ცხენის ძალა, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 450 ნიუტონმეტრია, ხოლო Carrera S-ის შემთხვევაში კი - 420 ცხენის ძალა და 500 ნმ.
ამრიგად, ორივე ვერსიის შემთხვევაში მივიღეთ 20 ცხენისძალითა და 60 ნმ-ით მეტი, ვიდრე Carrera-ს წინამორბედ მოდელებში, ატმოსფერული ძრავების შემთხვევაში გვქონდა. ”პორშეს” სახელგანთქმული PDK დამატებითი ოფციის სახითაა ხელმისაწვდომი, რომელიც Sport Chrono-პაკეტთან ერთად ავტომობილს 100 კმ/სთ სისწრაფეს 4 წამზე ნაკლებ დროში ავითარებინებს.
GT3-ში ატმოსფერული ძრავა დარჩება
კლასიკური, ატმოსფერული ძრავის ფანებისთვის რჩება მხოლოდ GT3-ვარიანტები. ამ მოდელებში თავიდან ტურბო-ტექნიკა არ გამოჩნდება. ”პორშეში” აცხადებენ, რომ ატმოსფერული ძრავების ”დაჩაგვრის” ძირითადი მიზეზი გამონაბოლქვის მუდმივად გამკაცრებადი ევროპული მოთხოვნებია. ძრავის ნაკლები მოცულობითა და ნაკლები ბრუნებით (”Downsizing”, ”Downspeeding”) , ტურბოაგრეგარები ნაკლებ საწვავსაც მოიხმარენ და გარემოსაც ნაკლებად აბინძურებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, კლასიკურ ატმოსფერულ ძრავებს დღემზე უამრავი ავტომოყვარული ეტრფის.
რობინ ჰორნიგი
ტექნიკური მონაცემები Porsche 991 Facelift
| ||||||
მოდელი
|
ძრავა
|
მოცულობა
|
სიმძლავრე
|
ბრუნის მომენტი
|
0-100 კმ/სთ
|
მაქს. სიჩქარე
|
911 Carrera
|
6-ცილ.-Boxer
|
2981 სმ3
|
370 ცხ. ძ.
|
450 ნმ
|
4,6(4,4/4,2) წმ
|
295 (293) კმ/სთ
|
911 Carrera S
|
6-ცილ.-Boxer
|
2981 სმ3
|
420 ცხ. ძ.
|
500 ნმ
|
4,3(4,1/3,9) წმ
|
308 (306) კმ/სთ
|
911 Carrera Cabriolet
|
6-ცილ.-Boxer
|
2981 სმ3
|
370 ცხ. ძ.
|
450 ნმ
|
4,8(4,6/4,4) წმ
|
292 (290) კმ/სთ
|
911 Carrera S Cabriolet
|
6-ცილ.-Boxer
|
2981 სმ3
|
420 ცხ. ძ.
|
500 ნმ
|
4,5(4,3/4,1) წმ
|
306 (304) კმ/სთ
|
წყარო: Auto Bild Georgia
ვიღაცამ Mercedes-ს, BMW-ს და Audi-ის გადაუფრინა...
Opel-მა ახალი სარეკლამო კლიპისთვის ახალი Opel Astra გააფრინა - ყოველგვარი ტრიუკების გარეშე.
Opel-ის ახალ სარეკლამო კლიპში ახალმა Astra-მ მაღალი კლასის ავტომობილებს გადაუფრინა. რიუსელსჰაიმელთა ამ რეკლამის სლოგანი ასეთია: ”ახალი Opel Astra მაღალ კლასს აბრაზებს!” რატომ ასეთი სლოგანი? საქმე ისაა, რომ კომპაქტური კლასის წარმომადგენელი Astra ისეთი ტექნიკითაა აღჭურვილი, როგორსაც აქამდე სწორედ მაღალ კლასში ვხედავთ, კომპაქტ-კლასში კი პირველად სწორედ Astra-ში გამოჩნდა.
ვიდეოში ნახავთ, რომ Astra-მ 15 მეტრი იფრინა და ზემოთ ჩამოთვლილი მარკების ავტომობილებს გადაუფრინა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გადაღებისას არანაირი ტრიუკები არ ყოფილა. აქვე ვთქვათ, რომ ეს პირველი ვიდეოა. მოგვიანებით Opel-ი შემოგვთავაზებს სარეკლამო კლიპებს ცნობილ საფეხბურთო მწვრთნელ იურგენ კლოპთან ერთადაც (სლოგანით: Astra-ს განათება ისეთი ბრწყინვალეა, როგორც სტადიონის განათება.”)
Opel-ი ახალი Astra-ს ოფიციალურ პრეზენტაციას 15 სექტემბერს, ფრანკფურტის ავტოშოუზე გამართავს..
წყარო: Auto Bild Georgia
Sunday, September 6, 2015
Lamborghini Huracan Spyder To Debut At Frankfurt?
Lamborghini have released a teaser video named "The Sky Will Never Be The Same". The video ends with a date of a live press conference that will take place on 15th September at 12:20CET. This date is one of the press days for the Frankfurt IAA due to take place later this month
With the Aventador SV Roadster already unveiled, and the next Lamborghini hypercar, the LP770-4 Centenario due to be unveiled in Geneva, the only other models fans believe could be revealed is the HUracan Spider. It is also a logical model to release, with Ferrari recently announcing their 488 Spiderm amd Mclaren's 650S already on the market, Lamborghini require a convertible to complete in this luxury market.
The folding Roof is expected to be fabric, unlike thee metal roofs on it's competitors vehicles. This will however have much smaller effect on the Huracan's performance, which is expected to be powered by the same 5.2L V10, producting 601 BHP. Only time will tell if the Spider will be Lamborghini's next release!
Source: The Supercarkids
Lamborghini Huracan-ის დებიუტი ფრანკფურტში?
"ლამბორგინიმ" გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებთ "ცა არასდროს იქნება იგივე". ვიდეო მთავრდება პრეს კონფერენციის თარიღით რომელიც გაიმართება 15 სექტემბერს. ეს თარიღი არის ერთ-ერთი პრესის დღე ფრანკფურტისთვის, რომელიც გეზს მომდევნო თვეს იღებს.
"Aventador SV Roadsterის" უკვე საზეიმოდ წარდგენა, ასევე ახალი ჰიპერქარ "LP 770-4 Centenarioს" რომელიც იქნება წარმოდგენილი ჟენევაში, ამის გათვალისწინებით ფანები ფიქრობენ რომ ისინი წარმოადგენენ "Huracan Spider" ვერსიას. და ეს ლოგიკურიცაა, რადგან "ფერარიმ" ესესაა დაანონსა თავისი "488 spider-ი" და "Mclaren-ის 650S" უკვე მაღაზიებშია, "ლამბორგინს" ესაჭიროებოდა Convertible რომ ყოფილიყო ამ მდიდარ მაღაზიაში.
დასაკეცი ჭერი სავარაუდოდ ქსოვილის იქნება, განსხვავებით მეტალის ჭერისგან რომელიც მის კონკურენტებს გააჩნია. ამას მცირე ეფექტი ექნება "Huracan-ის" წარმოდგენაზე, რომელიც მოსალოდნელია აღჭურვილი იყოს იგივე 5.2 ლიტრი მოცულობის V10 ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 601 ცხენის ძალას. მხოლოდ დრო გვეტყვის თუ "Spider-ი" იქნება "ლამბორგინის" შემდეგი გამოშვება.
Saturday, September 5, 2015
ახალი Camaro რომელიც ვერ უტოლდება Mustang-ს
ახალი Camaro, რომელიც გამოიყურება საკმაოდ მიმზიდველად მისი განახლებებით, აპირებს დაიპყროს კუნთ მაგარი მანქანების მაღაზია.
სანამ იგი ამ გეგმას ასრულებს, მისი პირდაპირი მოწინააღმდეგე - Mustang-ი მიიწევს წინ მისივე გაყიდვების ჯამით. ამის მიზეზი კი არის ის, რომ Camaro იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ მარცხენა საჭის სისტემით, როდესაც Mustang-ი მარჯვენა საჭითაც გამოდის.
ეს ნიშნავს, რომ იგი მოაკლდება ისეთ გადამწყვეტ მაღაზიებს როგორებიცაა: ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, იაპონია, ჰონგ კონგი და სხვა.
სანამ იგი მთელი უნარით ცდილობს მისი პირდაპირი მოწინააღმდეგის დაჯაბვნას, მანამდე Mustang-ი დაბრუნდება სახლში გვირგვინით და უფრო მეტი გაყიდვებით მსოფლიოში.
2016 Chevrolet Camaro Can’t Compete With Ford Mustangs
From what we know about the upcoming Chevrolet Camaro, it definitely has what it takes to take on the Ford Mustang. The Chevrolet Camaro is looking great and with all the new upgrades, the Chevrolet Camaro is looking ready to take over the muscle car market.
tough time taking on the Ford Mustang globally in terms of sales number. That is because it is believed that the Chevrolet Camaro will only be coming in with a left-hand drive system while the Ford Mustang will come in with both.
That means the Chevrolet Camaro will be missing out on a few crucial markets like Australia, UK, India, Japan, Hong Kong and more.
While the Camaro is fully capable of taking down the Ford Mustang, we think that at the end of the day, the Ford Mustang will take home the crown with more sales numbers globally.
Source: Webogi
მიესალმეთ სწრაფ, მტკიცე საბრძოლო მანქანას რომელიც ცვლის "ჰამვის"
3 ათწლეულის განმავლობაში, არმიისთვის და საზღვაო ქვეითებისთვის "ჰამვი" იყო ამერიკის სამხედრო ძალა ყველგან სადაც აშშს ფეხი დაუდგამს. პირველი პროდუქცია შეიქმნა 1985 წელს "AM GENERALის" მიერ. მას არამარტო გადაყავდა ათასობით ამერიკელი ბრძოლის ველზე, არამედ იგი იქცა საკულტურო გამოსახულებად. როგორც ლეგენდარული ვილისის ჯიპი.
პენტაგონის JLTV( Joint Light tactical Vehicle) პროგრამა ითხოვდა მანქანას რომელიც იქნებოდა ბალანსირებული მარგ დატვირთვაზე, სიმძლავრეზე და დაცვაზე კრიტიკულ სიტუაციებში როგორც დღეს ისევე ხვალ. პროგრამამ გადაწყვეტილება მიიღო" "Oshkosh Defenceს" L-ATV (Light Combat All-Terrain Vehicle) სასარგებლოდ.
რატომ ოშკოში? გადავინაცვლოთ 2006-2007 წლებში სადაც სამხედროები და საზღვაო ქვეითები ფეთქდებოდნენ IEDზე ერაყში. ფაქტიურად IEDმა 60% ცოცხალი ძალის დანაკარგი გამოიწვია. სიტუაცია ისეთი საშინელი იყო რომ ჯგუფები იძულებულნი იყვნენ გამოეყენებინათ დასამაგრებელი მეტალი დაცვის მხრივ თავიან ჰამერებზე. ამის შემდგომ დაიწყო ე.წ MRAPის შექმნა რომელიც საკმაოდ ეფექტური იყო, მაგრამ ავღანეთის მაღალმთიანი ტერიტორიებისათვის მიუდგომელი. ეს პრობლემა კი "ოშკოშმა" გადაჭრა მისი M-ATVთი.
მაგრამ სამხედროებს და საზღვაო ქვეითებს სჭირდებოდათ უფრო მსუბუქი მანქანა - რაღაც რომელსაც შეეძლო წასულიყო იქ სადაც ჰამერს შეეძლო, მაგრამ დაცვის მხრივ ისეთივე ძლიერი ყოფილიყო როგორც MRAP ან M-ATV. ეს იყო JLRV პროგრამის მოთხოვნები რომელიც ზემოთხენებულმა შეძლო დაეკმაყოფილებინა.
L-ATV ჰამერთან შედარებით დიდია და იგი 2 სახით იქნება ხელმისაწვდომი. 4 კარიანი საბრძოლო შეჯავშნული მანქანა და 2 კარიანი შეჯავშნული მხარდამჭერი/სადაზვერვო. მისი მაქსიმალური წონა 7.1 ტონა. ამ წონის გამო მისი ტრანსპორტირება შესაძლოა შვეულმფრენით. ასევე მას აქვს შესაძლებლობა ოფროუდის მობილურობის და "Baja racerის". იგი პირველი მანქანაა რომელმაც დაამთავრა "Baja 1000ის" უდაბნოს რბოლა 2010 წელს. L-ATV შეუძლია გადალახოს ყველაზე მკაცრი პირობების მქონე გზები. ასევე იგი 70%ით უფრო სწრაფია ვიდრე M-ATV, სიჩქარით 160კმ/სთ.
"ოშკოშის" თავდაცვის პრეზიდენტის თქმით მას ისეთივე ჯავშანი აქვს გარედან როგორც MRAPს.იგი ამსგავსებს მის ჯავშანს 1080 დაცვის ჯგუფის სისტემას რომელიც მძღოლს თავიდან ააცილებს საშინელ ავარიას.
მანქანა აღჭურვილია GM Duramaxის 6.6 ლიტრი მოცულობის V8 ტურბო-დიზელი ძრავით და TAK 4i დამოუკიდებელი ამორტიზაციით. ასევე მისი სათადარიგო ელექტრო-დიზელი ძრავი უზრუნველყოფს 70კილოვატის ენერგიას. დამოუკიდებელი ამორტიზაციის სისტემას გააჩნია არათანაბარი-სიგრძე შეთავსებით ხვეულ წკირთან. ამის გამო იგი ადვილად ერგება 20 ინჩის მქონე საბურავებს. (Ford F-150 "მტაცებელი" "Baja racerისგან" განსხვავებით რომელსაც 15 ინჩი აქვს) ამის ფონზე იგი დადის როგორც დიდი "პიკაპი".
პირველი პარტიას არმია მიიღებს 2018 წელს და დამთავრდება 2040 წელს. ხოლო საზღვაო კორპუსი გამოსვლისთანავე, რომელიც 2022 წელს დამთავრდება.
P.S ჰამერი მაინც ჩემი ფავორიტია.
ახალი Lamborghini Centenario LP 770-4
ახალი Lamborghini-ი რომელიც იყო წარდგენილი მონტერეიში გასულ თვეს მცირე წრისთვის, არ ერქმევა SuperVeloce როგორც ამას ფრანგული მედია ავრცელებდა.
მას იგივე დამთხვევა ექნება როგორც Veneno-ს და მხოლოდ 20 ერთეული იქნება დამზადებული, ასევე 10 Spyder ვერსია იქნება ხელმისაწვდომი მაღაზიაში. მანქანა წარდგენილი იქნება ჟენევის ავტო შოუზე მომავალ წელს, ღირებულებით 1.000.000 ევრო.
ფრანგულმა მედიამ ასევე თქვა: "TF1" ადასტურებს რომ "ლამბორგინიმ" გადაწყვიტა სახელის შეცვლა რადგან ამ დროს დაემთხვა კომპანიის დამაარსებლის, ფერუციო ლამბორგინის ასი წლისთავი. გეგმაშია V12 ტიპის ძრავი, 770 ცხენის ძალით.
წესები, რომლებიც საწვავის დაზოგვაში დაგეხმარებათ
ყველამ ვიცით, რომ ავტომობილის შენახვის ხარჯებიდან დიდი წილი საწვავზე მოდის. იმისათვის, რომ ცოტათი მაინც შემცირდეს საწვავის მოხმარება, საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები:
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ძრავის მდგომარეობაზე დაკვირვება . საწვავის დიდი რაოდენობა იხარჯება საჰაერო ფილტრის დაბინძურების შედეგად. მისი შემოწმება მარტივია, თუ მასში სინათლის სხივებმა გაიარა ესეიგი ყველაფერი წესრიგშია, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა მისი გამოცვლა.
ზეთის ხარისხი. საჭიროა მაღალი ხარისხის ზეთის შეძენა, რადგან უკეთ გაწმინდოს ძრავის დეტალები. მაგრამ აქ ცოტათი დახარჯვა მოგიწევთ, რადგან კარგი ზეთი შედარებით ძვირი ღირს.
ჰაერის წნევა საბურავებში. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტია ზედაპირის ფართობი, მით მეტია ხახუნის ძალა. აქედან გამომდინარე, საჭიროა საბურავებში ჰაერის წნევის რეგულარურად შემოწმება, თუ დაბალია საჭიროა მისი გაზრდა.
სიჩქარე. ავტომობილი მოწყობილია ისე, რომ რაც უფრო ჩქარად მიდიხართ მით მეტია მის მიერ საწვავის მოხმარება. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ არსად გეჩქარებათ რეკომენდირებულია მოძრაობის წესების შესაბამისად იაროთ. ეს დაგეხმარებათ არა მარტო საწვავის ეკონომიაში, არამეტ ასევე ტარების უსაფრთხოების გაზრდაშიც.
დამატებითი აღჭურვილობა. დამატებით აღჭურვილობას განეკუთნებიან: კონდიციონერი, გათბობა, ფარები, აუდიო სისტემა და სხვა ელექტრო ხელსაწყოები, რომლებიც დაკავშირებული არიან თქვენი ავტომობილის ელექტრონულ სისტემასთან. მათ მუშაობაზე დახარჯული საწვავის 5-20% იხარჯება. განსაკუთრებით ბევრ საწვავს მოიხმარს კონდიციონერი. ასე, რომ საწვავის დაზოგვის მიზნით უმჯობესი იქნება ცოტათი ჩაუწიოთ ფანჯარას, ვიდრე ჩართოთ კონდიციონერი.
ტარების მანერა. შეეცადეთ გაზის პედალი გამოიყენოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ მკვეთრ სტარტებსა და დამუხრუჭებას, რადგან ამ დროს ცილინდრებში საწვავის მიწოდება საგრძნობლად იზრდება. რეკომენდირებულია თქვენი ავტომობილის ტაქომეტრზე დაკვირვება – არ უნდა ცდებოდეს 2500 – 3000 ბრუნს. ასევე თუ თქვენ გაიგეთ წინ არსებულ საცობის შესახებ, ჯობია შედარებით გრძელი გზით შემოუაროთ მას, ვიდრე საცობში იდგეთ.
თუ თქვენ გინდათ საწვავის ეკონომია, გირჩევთ აკონტროლოთ თქვენი ავტომობილის წონა. ამისათვის საჭირო მისი საბარგულიდან მოაშოროთ ზედმეტი ნივთები, რომელთაც დიდი წონა აქვთ.
გადაცემათა კოლოფი. ავტომობილის მიერ საწვავის მოხმარება ასევე დამოკიდებულია გადაცემათა კოლოფის ტიპზეც. ავტომატური გადაცემათა კოლოფი მექანიკურისგან შედარებით 15 – 20% -ით მეტ საწვავს მოიხმარს.
ასევე ეკონომიის მიზნით კარგი ვარიანტია გაზზე გადასვლა. იგი საგრძნობლად იაფია, თუმცა ავტომობილის მიერ მისი მოხმარება ბენზინთან შედარებით 10 – 15% -ით მეტია.
წყარო: Driver.ge
ახალი Ford F-150 "მტაცებლის" ტესტირება ოფიციალურად დაიწყო
2017 წლის Ford F-150 "მტაცებელმა" ესესაა დაიწყო ფარტომაშტაბიანი ტესტირება ყველაზე საშინელ ადგილებში. მანქანამ საკმაო სიმძლავრე აჩვენა რაც მისი ძრავის და 4 თვლის დამსახურებაა. ასევე ზემოთ ხსენებული გაიტესტა მაქიმალურად. იგი გაატარეს გადაუმუშავებელ სატყეო მასალებზე, ტალახში, წყალში, ქვიშაში, მოკლედ ყველგან სადაც შესაძლებელი იყო.
საერთო ჯამში "მტაცებელმა" საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.
დღევანდელი ჩვენი გმირი: Falcon F7
დღევანდელი ჩვენი გმირი: Falcon F7
F7ის ექსტერიერზე მუშაობა ჯერ კიდევ 80იან წლებიდან იწყებს სათავეს, მანამ სანამ ის მოირგებდა ალუმინის ძარას ინტეგრირებული კარბონით, ისევე როგორც გამაგრებულ კარბონის ძირს და სხვადასხვა ძარის პანელებს.
ექსტერიერის შიგნით იმალება 7.0 ლიტრი მოცულობის V8 აგრეგატი კოდური სახელით "LS7", რომელიც 620 პონის და 585 ტორქვეს გამოიმუშავებს. ამას დავუმატოთ ისიც რომ ძრავი "ნატურალია" ანუ ყველანაირი გამაძლიერებელის გარეშე.
ძრავის, ასევე ამორტიზაციის უდიდესი ნაწილი აღებულია "კორვეტიდან"
მახასიათებლის თქმით "შევარდენს" 0-დან 100 კმ/სთ-მდე სჭირდება 3.3-3.6 წამამდე, მაქსიმალური სიჩქარე კი 305-321 კმ/სთ.
პროდუქცია საკმაოდ შეზღუდულია და მხოლოდ 10 "შევარდენი" იქნება ხელმისაწვდომი.
Ford-ის ახალი V8 ატმოსფერული ძრავი
Ford-მა თავისი სრულიად ახალი, ატმოსფერული V8 ძრავის მახასიათებლები გამოაქვეყნა. ამ აგრეგატით Mustang-ის ორი ვერსია – Shelby GT350 და Shelby GT350R აღიჭურვება. 5.2-ლიტრიანი ძრავი 526 ცხენის ძალას (7 500 ბრ/წთ-ზე) და 581 ნიუტონმეტრს (4 750 ბრ/წთ-ზე) გამოუმშავებს. მისი მუშა მოცულობის ყოველი პირობითი ლიტრი 102 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ მაჩვენებლით და საერთო სიმძლავრით, ცისფერი ოვალის ისტორიაში,ყველაზე მძლავრი ატმოსფერული ძრავია, რომელიც საგზაო ავტომობილისთვისაა განკუთვნილი.
გარდა ამისა, Ford-ის ისტორიაში, მის სერიულ აგრეგატებს შორის, ყველაზე მაღალი მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი (8 250 ბრ/წთ) აქვს. უფრო მეტიც, მაქსიმალური მომენტის დაახლოებით 90 პროცენტს, ბრუნთა რიცხვების ფართო დიაპაზონში (3 450-7 000 ბრ/წთ) იძლევა. და მაბრუნი მომენტის და სიმძლავრის პიკების ბრუნთა რიცხვებს შორის სხვაობა 3 000 ბრუნია წუთში, რაც მას სარბოლო ძრავისთვის შესაფერის თვისებებს სძენს.
ახალ ძრავთან წყვილში, ორივე ვერსიაზე (Shelby GT350 და Shelby GT350R) მხოლოდ 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს. კოლოფის სახელია Tremec TR-3160 და ის მცირე წონითაც გამოირჩევა და მაღალ ბრუნვებზე მუშაობის უნარითაც. მისი კორპუსი და გადაბმულობის სეგმენტიც ალუმინისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, წონის შემცირების გარდა, გაზრდილია ძრავისა და კოლოფის კვანძის საერთო სიმტკიცე.
ახალი V8 ძრავის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ მუხლა ლილვის მრუდმხარას ყელებს შორის გაშლის კუთხე 180 გრადუსია. ესეც სარბოლო ძრავებისთვისაა დამახასიათებელი. ცისფერი ოვალის განმარტებით, ასეთი კონსტრუქცია, ცილინდრიდან ნამწვი აირის გამოშვების და წვის ფაზებს შორის იდეალური დაშორების საშუალებას იძლევა, რაც ძრავს უკეთ „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს, რის პასუხადაც ის მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს.
წყარო: SmartBox
Shelby "Daytona" Cobra
გამძლეობაზე რბოლების მსოლიო ჩემპიონატში თავისი გუნდის 1965 წლის ტრიუმფის 50 წლის იუბილეს აღსანიშნად, „შელბი ამერიკენმა“ ტრიუმფატორ ავტომობილ „დეიტონა კობრას“ რეპლიკა მოამზადა, რომელსაც მხოლოდ 50 ცალს გამოუშვებს. ავტომობილის პრემიერა 12 აგვისტოს გაიმართება ლაგუნა სეკას (შეერთებული შტატები) ტრეკზე.
„შელბი ამერიკენი“ მყიდველს რეპლიკას ორი მოდიფიკაციის სახით შესთავაზებს. ერთის ძარა ალუმინისგან დამზადდება, მეორისა კი – შუშაბოჭკოვანი კომპოზიტისგან. „დეიტონა კობრა“ რეპლიკები ფოლადის მილებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოზე აიგება. ისევე როგორც ორიგინალურ ავტომობილზე, ამ შემთხვევაშიც ალუმინსძარიანი ვერსიის უკანა საკიდარი რესორულია. კოკპიტი შავი ტყავით გაიწყობა, საჭე კი ხისა იქნება. მუხრუჭები თანამედროვეა, დისკური, „უილვუდის“ წარმოების.
კომპოზიტის ძარის მქონე ვერსიაზე, ავტომობილს ზამბაროვანი საკიდარი და უფრო თანამედროვე ეკიპირება ექნება. მათ შორისაა საჭის გამაძლიერებელი, შუშების ელექტრო ამწევები და კონდიციონერი. გარდა ამისა, ოპციის სახით, მყიდველს სალონის გამათბობელს და ხმის დამატებით იზოლაციას შესთავაზებენ. სხვა მხრივ, ორივე ავტომობილი გარეგნულად იდენტურია და რაც მთავარია, ორივე ეგრეთ წოდებული მგორავი შასის (ძრავის გარეშე) სახით გაიყიდება.
რაც შეეხება ძრავს, ესაა „შელბის“ ძრავების მწარმოებელი შტოს მიერ შემუშავებული, 4.7-ლიტრიანი V8, რომელსაც ალუმინის ბლოკი აქვს. სამწუხაროდ, მისი ტექნიკური მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა. ძრავს კუპეს სერიული ნომერი ექნება.
ალუმინის ძარიანი ავტომობილის ფასი 349 900 დოლარია, კომპოზიტის ძარიანისა კი – 179 900 დოლარი. მყიდველს ცალკე ძრავი 25 500 დოლარი დაუჯდება.
წყარო: SmartBox
Honda-მ Accord-ი განაახლა
Honda -მ ამერიკული Accord -ის განახლებული ვერსია გამოიყვანა, რომელიც 2016 წლის მოდელი იქნება. Accord -მა გადაიტანა სერიოზული ცვლილებები და მიიღო რამოდენიმე სასარგებლო პარმეტრი.
მოდელს ახლანდელ ევროპულ ვერსიას თუ შევადარებთ არც თუ ისე დიდ განსხვავებას დავინახავთ. ერთი შეხედვით Accord -ი ძალიან გავს Acura -ს, რასაც ფოტოებიდან შეამჩნევთ. ავტომობილი აღჭურვილია სრულიად შუქდიოდური ოპტიკითა და გაგრძელებული ჩარჩოთი, რომელიც დაფარულია ქრომით – Honda -ს ემბლემა კი აქ ცოტა უჩვეულოდ გამოიყურება.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, არჩევანში დარჩა 2,4 და 3,5 ლიტრი მოცულობის ძავების ვარიანტები, რომლებიც მუშაობენ 6 საფეხურიან მექანიკურ კოლოფთან.
წყარო: Driver.ge
2015 MMD by Foose Ford Mustang
Modern Muscle Design-ის ლეგენდარული დიზაინერის Chip Foose-ის მუსტანგი. დოჯის ჯოჯოხეთის კატის კონკურენტად ჩაფიქრებული ეს პროექტი 810 ცხენის ძალას გვთავაზობს. სხვადასხვა მოდიფიკაციების შემდეგ ეს Mustang GT გლუვი სპოილერით, გამოკვეთილი წინა ბამპერით, გვერდითი ფრთებითა ორმაგი Hood-ით უფრო მეტ აგრესიულობას მატებს მის იერს. ამ მუსტანგის გულმკერდში კი 5.0 ლიტრიანი "კოიოტის" (Coyote) V8 გული ძგერს, რომელიც Bama Performance-ის 2.9 ლიტრიანი Twin-Scroll Whipple სუპერჩარჯერით არის გაძლიერებული. 60 მილს ის 3.4 წამში ანვითარებს, მაქს. სიჩქარე კი ამ ეტაპზე უცნობია, ფასი კი 130 000$
წყარო: MUSTANG TEAM OF GEORGIA
100 კმ/სთ 1.779 წმ-ში
გერმანელმა სტუდენტებმა 0-100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების დროის რეკორდი მოხსნეს
ისინი საკუთარ თავს Green Team Formula Student -ს ეძახიან. ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ მათი სახელი, რადგან მათ 0-100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების დროის რეკორდი მოხსნეს – გერმანელი სტუდენტების მიერ შექმნილმა ელექტრონულმა ავტომობილმა 0-100 კმ/სთ სიჩქარე განავითარა 1,779 წმ -ში.
სიმართლე, რომ ვთქვათ შტუტგარდის უნივერსიტეტის სტუდენტების ეს მიღწევა ოფიციალურ ხასიათს არ ატარებს, იქიდან გამომდინარე, რომ ის ელოდება გინესის რეკორდების წიგნის კომისიის დასტურს. თვითონ სტუდენტები კი დარწმუნებულნი არიან გამარჯვებაში და ამტკიცებენ, რომ მათ წინა რეკორდი 0,006 წმ -ით გააუმჯობესეს.
სრულიად ელექტრონული ავტომობილი აღჭურვილია ოთხი ელექტროძრავით, თითო ძრავა ყველა ბორბალზე. ისინი საერთო ჯამში გამოიმუშავებენ 136 ცხენის ძალას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტომობილი იწონის 160 კგ -ს, ეს არც თუ ისე ცოტაა.
წყარო: Driver.ge
Mercedes-Benz -ში C-Class -ი ცოტათი განაახლეს
Mercedes -ი და AMG -ის სპეციალისტები წარმოგვიდგენენ განახლებებს C-Class -ის ზოგიერთ მოდელებში. საუბარი მიდის სრულამძრავიან 367 ცხენის ძალის მქონე C 450 -სა და AMG Line სერიის მოდელებზე – ოთხკარებისთვის მომზადებულია განსაკუთრებული კოსმეტიკა.
შემოთავაზებულია C-Class -ისთვის უფრო სიუხეშის მიცემა, ისე როგორც ეს ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზეა. სრულ ექსტერიულ განახლებების ნაკრებში Mercedes-Benz -ის სტილისტები სულ რაღაც 2,5 ათას ევროს ითხოვენ.
წყარო: Driver.ge
ჰიბრიდული ავტომობილი რომელიც ვერტიკალურად აფრენას შეძლებს
ამერიკულმა Terrafugia -მ, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ გამოუშვა მფრინავი ავტომობილი, დაანონსა ახალი პროექტი – საუბარი მიდის ჰიბრიდულ აერომობილზე, რომელიც შეძლებს ვერტიკალურად აფრენას.
უფრო სწორად, რომ ვთქვათ ამ მოდელზე მშაობა უკვე რამოდენიმე წელია მიდის, ამასთან კომპანიაში გადაწყვიტეს TF-X გამოშვებამდე გაეახლებინათ. უბრალო სიტყვებით, რომ ვთქვათ Terrafugia ამზადებს ოთხადგილიან აერომობილს, რომელიც აღჭურვილია დასაკეცი ფრთებით და ავტოპილოტის სისტემით, რომელსაც შეუძლია როგორც მართოს TF-X ჰაერში, ასევე განახორციელოს მისი დაჯდომა/აფრენა.
აერომობილს ხმელეთზე გადაადგილებაში დაეხმარება 300 ცხენის ძალის მქონე ძრავა. ხოლო ფრენაში ორი 600 ცხენის ძალის მქონე ელექტრო ძრავა. ჰაერში მას შეეძლება განავითაროს 322 კმ/სთ სიჩქარე და დაფაროს 800 კმ -მდე მანძილი.
წყარო: Driver.ge
ჰაკერებმა Jeep Cherokee გატეხეს
ამერიკულმა გამომცემლობა Wired -მა Uconnect -ის მულტიმედიური სისტემის არა უსაფრთხოებაზე მიღებული რამოდენიმე შეტყობიმების შემდეგ გადაწყიტა ჩაატაროს ექსპერიმენტი.
გამომცემლობის სპეციალისტებმა მოიწვიეს ორი ჰაკერი, რომელთაც უნდა გაეტეხათ Jeep Cherokee. რის შედეგადაც კომპიუტერულმა გენიოსებმა შეძლეს ავტომობილის ელექტრონიკაში სრულიად შეღწევა, ანუ მაგალითისთვის ნებისმიერ მომენტში მათ შეუძლიათ ავტომობილს გაუთიშონ მუხრუჭები.
ზემოთ ხსენებული ჰაკერები არიან ჩარლი მილერი და კრის ვალეისიკი.
ისინი ირწმუნებიან, რომ ერთადერთი აუცილებელი პირობა ამის გასაკეთებლად არის ინტერნეტთან კავშირი. ჩარლი და კრისი აღნიშნავენ, რომ თითქმის ყველა Fiat Chrysler Automobiles -ის მოდელებზე, რომლებიც აღჭურვილია Uconnect -ის მულტიმედიური სისტემით, შესაძლებელია მსგავსი რაღაცეების გაკეთება.
იძახიან, რომ FCA -ში იციან Uconnect -ის სუსტი მხარის შესახებ, საიდანაც შესაძლებელია ავტომობილში შეღწევა და ისინი მთელი ძალებით მუშაობენ პრობლემის მოგვარებაზე. მანამდე კი, როგორც ჩანს Uconnect -ის სისტემის მფლობელებს მოუწევთ მასზე ფალგის შემოხვევა და ანტენების დაძრობა…
წყარო: Driver.ge
Nisan-ის შვილობილი მდიდრული მარკა Infiniti-ი ფრანკფურტის ავტოშოუზე (17-27 სექტემბერი) ახალ კომპაქტს, Infiniti Q30-ს წარმოგვიდგენს.
Nisan-ის შვილობილი მდიდრული მარკა Infiniti-ი ფრანკფურტის ავტოშოუზე (17-27 სექტემბერი) ახალ კომპაქტს, Infiniti Q30-ს წარმოგვიდგენს. სერიულთან მაქსიმალურად მიახლოვებული ვერსია სტუდიური მოდელის, Q30 Concept-ის მიხედვით შეიქმნა, ეს უკანასკნელი კი, გეხსომებათ, ფრანკფურტის ავტოშოუზე ორი წლის წინათ ვიხილეთ.
Infiniti-ის ახალი კომპაქტი Mercedes A-კლასის ბაზას იყენებს - როგორც იცით, Nisan-ი და Mercedes-ი თანამშრომლობენ. ახალი Infiniti Q30-ის წარმოება ინგლისში, სანდერლენდის ქარხანაში დაიწყება. ”ინფინიტის” ხელმძღვანელების განცხადებით, ეს იქნება ავტომობილი მათთვის, ვინც ”ურბანულ ინდივიდუალურობას” ეძებს. იაპონელები უმაღლესი ხარისხის შესრულებას და კარგ მართვადობას გვპირდებიან. აქვე ვთქვათ, რომ Q30 ბენზინის ძრავებს ”რენოსგან” მიიღებს, დიზელის აგრეგატები კი Mercedes-ის ექნება. ახალი Infiniti Q30-ის ოფიციალური პრეზენტაცია ფრანკფურტის ავტოშოუზე 15 სექტემბერსაა დაგეგმილი.
Ferrari GTO 250 ერთ-ერთი უძვირფასესი ავტომობილი
Ferrari GTO 250 – გრან ტურიზმოს კლასის ავტომობილი, რომელსაც აწარმოებდა კომპანია “Ferrari”, 1962 – 64 წლებში, GT3 – ი კატეგორიის FIA – ს რბოლებში მონაწილეობის მისაღებად. დასახელების პირველი ნაწილი გამოსახავს თითოეული ცილინდრის მოცულობას კუბურ სანტიმეტრში, მეორე ნაწილი კი “Gran Turismo Omologata” – ს აბრივიატურაა, რაც იტალიურად ნიშნავს “რბოლაზე დაშვებულ ავტომობილს”.
1962 – 63 წლების პერიოდში, მხოლოდ 33 ავტომობილი იყო ნაწარმოები. 1964 წლებში, იქნა გამოშვებული ავტომობილის მეორე სერია, ოდნავ შეცვლილი ვიზაულით, რის შედეგად Ferrari GTO 250 – ს რაოდენობა 36 – მდე გაიზარდა. ალბათ სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ შეძლეს ნამდვილი Ferrari GTO 250 – ს გამოიყენება ფილმში “Vanilla Sky” და სპეციალურად ფილმისთვის შექმენს მისი პროტოტიპი.
ავტომობილის შეძენისას, თვით ენცო ფერარის თანხმობა იყო საჭირო
“Motor Trend Classic” – “საუკეთესო ფერარი, რაც კი ოდესმა შექმნილა”
Ferrari GTO 250 – მფლობელთა კლუბის ერთ ერთი წევრია – Tommy Filfiger, Ralph Lauren
ავტომობილის თავდაპირველი ღირებულება 1962 წელს – 18000$ იყო
ამის შემდეგ:
•1962 – $18,500
• 1965 – $4,000
• 1965 – $10,500
• 1968 – $6,000
• 1969 – $2,500
• 1971 – $9,500
• 1971 – $12,000
• 1973 – $17,500
• 1975 – $48,000
• 1978 – $85,000
• 1980 – $180,000-200,000
• 1983 – $300,000
• 1984 – $500,000
• 1985 – $650,000
• 1986 – $1,000,000
• 1987 – $1,600,000
• 1988 – $4,200,000
• 1989 – $10,000,000
• 1990 – $13,000,000
• 1993 – $3,000,000-3,500,000
• 1998 – $6,000,000
• 2000 – $7,000,000
• 2004 – $10,600,000
• 2010 – $26,000,000
• 2012 – $35,000,000
• 2013 – $52,000,000
• 2014 – $38,115,000
ბოლო რეკორდი – $52 000 000
Thursday, September 3, 2015
Honda Civic Type-R
ეს Civic-ი ძალიან მაგარი ტიპია. ამაზე მეტი რადიკალურობა თითქმის წარმოუდგენელია
სიმძაფრე და განსაკუთრებული ხასიათი არც წინამორბედ მოდელს აკლდა. პირიქით, ველური Civic-ი თავისი 8500-ბრუნიანი VTEC-ით თავის კატეგორიაში ნაღდი ჩემპიონი იყო. ერთი ეგ იყო, რომ შიშველი ციფრები ამ მანქანის Performance-დაპირებებს ისე ვეღარ შეესაბამებოდა, როგორც საჭირო გახლდათ. მიუხედავად შედარებით რბილი შესრულებისა, ველური «სივიკის» კონკურენტები ბოლო დროს უფრო სწრაფები გახდნენ, რაც «ჰონდასთვის» ახალ გამოწვევად იქცა - გამოწვევად, რომელსაც იაპონელებმა ახალი Civic Type-R-ით უპასუხეს. თავად ამ ახალი მოდელის გამოწვევა კი ის არის, რომ ეს მანქანა, არც მეტი და, ეშმაკმა დალახვროს, არც ნაკლები, ყველაზე სწრაფი წინაამძრავიანი კომპაქტი უნდა იყოს!
შესაბამისია ის რადიკალურობა, რომელიც იაპონელებმა ახალ მოდელს მიანიჭეს. რადიკალურობაში ვგულისხმობთ როგორც ვიზუალურ (სპოილერები, ცოტა არ იყოს ზედმეტი დაპირების მომცემი 4 მაყუჩი და ა.შ.), ისე ტექნიკურ მხარესაც, რაც ამ მანქანის ტესტირებისას, პირველივე მეტრებზე ვიგრძენით.
მართვით მიღებული ახალი შეგრძნებებიდან, ყველაზე მძაფრი ემოცია წესით სრულიად ახალ, პერსონალურად Type-R-ისთვის შექმნი 4-ცილინდრიან Turbo-ძრავას უნდა გამოეწვია, რომელიც 2500 ბრუნიდან 400-ნიუტონმეტრიან ბრუნის მომენტს ავითარებს, მაგრამ არა - მართალია, ეს ცხადად მაგარი ძრავაა, მაგრამ პირადად მე ყველაზე მეტად სულ სხვა რამ, კერძოდ კი Honda-ს უკომპრომისოდ შესრულებული წინა დაკიდება მომეწონა. ეს გახლავთ ორად გაყოფილი და ამით კიდევ უფრო დაჭიმული და ხისტი დაკიდება წინ - თავისი მექანიკური დიფერენციალით და უახლესი საბურავებით, რომლებიც «ჰონდას» პარტნიორმა Continental-მა შეუქმნა. აქვე უნდა ვახსენოთ ასევე ახალი, ადაპტირებადი სავალი ნაწილიც, რომელიც საბურავებს ცალკეულად მართავს, რათა ზედმეტი მოძრაობები მინიმუმამდე შემცირდეს. და უნდა ვთქვა, რომ ეს სისტემა ძალიან კარგად ფუნქციონირებს!
თუმცა მეორე სიჩქარეში გარკვეული უკმარისობები მაინც იგრძნობა, რაც წინაამძრავიანი სპორტული კოპაქტისთვის დამახასიათებელია, აი, მესამე საფეხურიდან კი «ჰონდა» თავის სიმძლავრეს სრულად აკონტროლებს. გადაცემები ექსტრემალურად მოკლეა, ძრავა ბრუნების ჰორიზონტისკენ (7000) ყოველთვის ბეჯითად მიიწევს და საერთო ჯამში მართლაც თითქმის ისე იქცევა, როგორც ატმოსფერული აგრეგატი. თამამად ვიტყვი, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ტურბირებული ძრავა, რომელიც ოდესმე გამიტესტავს და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით, არავინ ზღუდავს - არაფერი ზღუდავს 270 კმ/სთ-მდე! დაუჯერებელია!
ასე რომ, მაღალი ბრუნების მოყვარულ ყველა ენთუზიასტს შეუძლია მშვიდად იყოს: ახალმა Type-R-მა თავისი უმთავრესი ღირებულებებიდან მცირეოდენიც კი არ დაკარგა! პირიქით, უფრო რადიკალური და ველური გახდა. შესაბამისია შედეგიც, რომელიც ამ ავტომობილმა ნიურბურგრინგის ნორდშლაიფეზე აჩვენა - შედეგი, რომელიც წინაამძრავიანებში ახალ რეკორდს ნიშნავს: 7:50,63 წუთი! ცნობისათვის, რეკორდი ბოლოს Renault Mégane R.S. Trophy-R-ს ეკუთვნოდა, რომელმაც «ნორდშლაიფე» ამ «ჰონდაზე» თითქმის 4 წამით გვიან გაიარა.
► Honda Civic Type-R
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1996 სმ3; სიმძლავრე: 228 კვტ (310 ცხ. ძ.) 6500 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 400 ნმ/2500-4500; მაქს. სიჩქარე: 270 კმ/სთ; აჩქარება: 0-100 კმ/სთ: 5,7 წამში; ამძრაობა: წინა/6-საფ. გად. კოლოფი; ავზი: 50 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4390/1878-2065*/1466 მმ; ბაზა: 2590 მმ; საბარგული: 498-1214 ლ; წონა: 1382 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 7,3 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 170 გ/კმ; ფასი: 34 000 ევრო
წყარო: Auto Bild Georgia
2015 Maserati Tipo 975 Ernesto Concept
ეს კონცეფცია ეფუძნება მაზერატის მომავალ გეგმებს მსუბუქ და "მწვანე" მანქანების შესახებ. ეს ჰიბრიდული ჰიპერ ავტომობილი Ernesto Maserati-ის საპატივსაცემოდ შეიქმნება, რომელიც 1975 წელს გარდაიცვალა. მის სახელში Maserati 975 კი ასე ვთქვათ სპეციალური კოდი დევს. ის 975 კილოგრამს იწონის, 975 ცხენი ძალა ექნება და მხოლოდ 975 ეგზემპლარი დამზადდება. ეს 5 ძრავიანი ჰიბრიდი მართალია ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, მაგრამ მას უკვე უწინასწარმეტყველებენ წარმატებას არა მხოლოდ როგორც ბრენდის მხრივ, არამედ როგორც ერთ-ერთ უნიკალურ ჰიბრიდულ ავტომობილს Super Car-ების რიგებში.
Wednesday, September 2, 2015
Jaguar E-Type Lightweight
1963 წელს ეს ავტომობილი 12 ეგზემპლარად შეიქმნა. 2015 წელს კი კიდევრ ერთი დაამზადეს, მაგრამ მისი შასის ნომერი 1963 წლით თარიღდება. ასევე ქოვენთრიში ააწყვეს და ზუსტად ისე, როგორც მაშინ. 340 ცხენის ძალა 1040 კილოგრამზე გამოდის, რომ ერთი ცხენის ძალაზე 3.1 კილოგრამი მოდის, რაც, არც მეტი, არც ნაკლები 911 Turbo-ს დონეა. ასეთი მაჩვენებლით არცერთი E-Type არ მისულა ახლოს 911-თან. ავტომობილის სრული დახასიათება კი ასეთია:
6-ცილინდრიანი ძრავა მექანიკური შეფრქვევით,
მოცულობა: 3868 სმ/3,
სიმძლავრე: 340 ცხ. ძ.
ბრუნის მომენტი: 380ნმ/4500,
მაქს. სიჩქარე: 270 კმ/სთ,
აჩქარება 0-100 კმ/სთ 4.1 წამში,
4-საფ. გადაცემათა კოლოფი,
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4453/1700/1181 მმ,
წონა: 1040 კგ,
ფასი: 1.4 მილიონი ევრო.
წყარო: Auto Bild Georgia
1969 Ford Mustang Mach 40
უცნობი მუსტანგების ვარსკვლავი!!!
"არ აქვს მნიშვნელობა ძრავი სად იქნება. "მკვლელი კომპოზიტორი" ყოველთვის შექმნის ისეთ მუსიკას, რომ ყველასთვის დასამახსოვრებელი იყოს." ასე განაცხადა პროექტის ავტორმა ტერი ლიპსკომმა, როდესაც 2009 წლის აპრილში ამ პოექტზე მუშაობა დაიწყო. 1969 წლის მუსტანგის სული და GT40-ის მრბოლელის გამძლეობა. აი რატომ არის ეს მუსტანგი უნიკალური და მისი სახელიც აქედან გამომდინარეობს, Mach 40. გამოცდილი დიზაინერებისა და მექანიკოსების დახმარებით ლიპსკომმა შექმნა მუსტანგი უკანა ძრავით, ალუმინისა და სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შექმნილი თითოეული დეტალით განსხვავებული სხვებისგან.
ძრავი: Ford GT 5.4-ლიტრიანი DOHC V-8. Whipple-ის 4 ლიტრიანი Supercharger.
უჟანგავი ფოლადის გამოსაბოლქვი მილები. (მაყუჩები)
Ford Ricardo-ს 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი.
Baer-ის 14 ინჩიანი მუხრუჭები.
Schott-ის ალუმინის თვლები (დისკები) წინა: 18X10 უკანა: 19X11
Michelin Pilot Sport-ის საბურავები.
ინტერიერი ტყავითა და ნახშირბადბოჭკოვანი ელემენტებით დატვირთული სადაც ასევე New Vintage gauges-სა და Pioneer-ის ბრენდებს შეხვდებით.
მოკლედ კი გეტყვით იმას, რომ მუსტანგი ყოველთვის ახერხებს ადამიანებში ისეთი იდეების და ფანტაზიების გაღვიძებას, რომელიც მას კიდევ უფრო მეტად განსხვავებულს და უნიკალურს ხდის.
წყარო: MUSTANG TEAM OF GEORGIA
Citroen -ი ოთხადგილიან ელექტრონულ კაბრიოლეტს გამოუშვებს
PSA Peugeot Citroen -მა და ფრანგულმა კორპორაცია Bollore Group -მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც Citroen -ი დაკავდება სრულიად ელექტრონული კაბრიოლეტის აწყობითა და გაყიდვით.
თვითონ მოდელი შემუშავებულია Bollore Group -ის სპეციალისტების მიერ, თუმცა მისი წარმოება დაეკისრება რენნეში არსებულ PSA -ს ქარხანას, ხოლო რეალიზაცია Citroen -ის სადილერო ქსელს. მოდელმა მიიღო სახელი Bluesummer -ი. როგორც სახელიდან ჩანს ავტომობილი გათვლილია ზაფხულისთვის და იტევს ოთხ ადამიანს. დამუხტულს შეუძლია 200 კილომეტრის დაფარვა. ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე არის 110 კმ/სთ.
წყარო: Driver.ge
Maserati Boomerang
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და გადასარევი ავტომობილი მათ შორის, რაც კი ოდესმე შექმნილა- Maserati Boomerang, რომელიც სექტემბერში აუქციონზე უნდა გაიყიდოს.
Maserati-მ ეს ავტომობილი საზოგადოებას პირველად1972 წელს, ტურინში, მერე კი, 1973 წლის დასაწყისში, ჟენევის ავტოშოუზე წარუდგინა და რა გასაკვირია, რომ მას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე იმაშია, რომ ასეთი რადიკალური დიზაინის მქონე ავტომობილი მსოფლიოს მანამდე არასდროს ენახა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო ალბათ საბურავებსაც ოთხუთხედს დაუყენებდნენ... თუმცა ისიც საკმარისი, რომ მანქანას უფრო მეტი მინა ჰქონდა, ვიდრე აკვარიუმს და საზოგადოების წინაშე ისეთი ინტერიერით წარსდგა, ხალხს თმები ყალყზე უდგებოდა. აქვე ვთქვათ, რომ ეს მანქანა შექმნა ჯორჯეტო ჯუჯარომ, რომელმაც ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ მსოფლიოს პირველი Volkswagen Golf-იც აჩუქა.
პირველი ეგზემპლარი მხოლოდ საჩვენებელი მოდელი იყო და არ დადიოდა, მერე კი სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს და ერთადერთ ეგზემპლარს, რომელიც 5 სექტემბერს აუქციონზე გაიყიდება, 310 ცხენის ძალა აქვს და მაქსიმუმ 300 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. აუქციონზე ამ ავტომობილის სანაცვლოდ ექსპერტები 3-დან 4 მილიონამდე ევროს ელოდებიან...
წყარო: Auto Bild Georgia
იშვიათი ASTON MARTIN V12 ZAGATO
Aston Martin V12 Zagato გამოშვების დროს ღირდა 330 ფუნტი სტერლინგი. ერთი ასეთი ავტომობილის აწყობას უნდებოდნენ 2000 საათი. სწორედ აწყობის სირთულემა და ბრიტანელი მყიდველის ნაკლებმა ინტერესმა გამოიწვია წარმოების 101 ერთეულამდე დაყვანა.
ავტომობილი აღჭურვილია 6,0 ლიტრი მოცულობის მქონე v12 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 510 ცხენის ძალასა და 570 ნმ ბრუნვით მომენტს. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი ანვითარებს 4,2 წმ -ში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე კი შეადგენს 305 კმ/სთ -ს.
Ford-ის კოსმიური Mustang-ი
Ford -მა გამოუშვა სპეციალური მოდიფიკაციის მუსტანგის ერთ ეგზემპლარი, რომელიც ეძღვნება ამერიკულ კოსმოსურ პროგრამა “აპოლონს”.
ავტომობილი აღჭურვილია GT მოდიფიკაციის V ტიპის 8 ცილინდრიანი 5.0 ლიტრი მოცულობის მქონე ძრავით, რომელიც 435 -ის ნაცვლად გამოიმუშავებს 627 ცხენის ძალას. ავტომობილის დინამიკის მახასიათებლები სამწუხაროდ უცნობია.
რაც შეეხება ინტერიერს, სავარძლებზე გამოჩნდა “აპოლონის” ამოქარგული ლოგოტიპები. ასევე გაუმჯობესებულია ხელსაწყოთა პანელი, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი და სხვა დეტალები.
Ford Mustang Apollo Edition -ი გაიყიდება აუქციონზე, რომელიც ჩატარდება ვისკონსიის შტატში, ქალაქ ოშკოშში ავიაციის მოყვარულთა ყოველწლიურ ღონისძიება – EAA AirVenture -ზე. აუქციონიდან მიღებული თანხა წავა ახალგაზრდა პილოტების გადამზადების პროგრამა Young Eagles -ზე.
Dodge Charger concept
წარმოგიდგენთ Dodge Charger concept-ს, რომელიც ტრადიციულ რეტრო სტილშია შექმნილი.
• აღჭურვილიa 5.7 ლიტრი მოცულობის V8 HEMI ძრავით. თუ თქვენ ასევე დაამატებთ დამატებით 3,600$-ს თქვენი RT ვერსია მიიღებს SXT-ის სტანდარტულ მახასიათებლებს. ასევე იგივე 5.7 ლიტრი მოცულობის HEMI ძრავს, 370 ცხენის ძალით და 395 ტორქვეთი.
•პლიუს ამას TorqueFlite-ს 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
•რაც შეეხება ექსტერიერს - ბამპერები და სპოილერი გაძლიერებული იქნება, ასევე ექნება ალუმინის 20 დიუმიანი დისკები, ორმაგი გამოსაბოლქვი სისტემა, გაძიერებული ამორტიზაცია და მანქანის ფერი სპოილერი.
Ford-ის კარბოვან-ბოჩკოვანი დისკები GT350Rისთვის
Ford-ის ინოვაციები გრძელდება, რასაც ახალი GT350R-ით გვაჩვენებს. ყველაფერს იმას რაც კი ვნახეთ, დავუმატოთ ახალი - კარბონის დისკები, რომელიც თვით NASA - National Aeronautics and Space Administration-ის ტექნოლოგიითაა შექმნილი.
Ford-ი პირველი კომპანიაა რომელმაც მასიურ წარმოებაში ჩაუშვა კარბონის დისკები, რამაც მანქანის წონაზე იმაზე მეტად იმოქმედა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.
ცნობისთვის, პირველი ამ იდეის განმახორციელებელი იყო Koenigsegg-ი, რომელიც სპეც-შეკვეთებით უყენებდა თავის ჰიპერქარებს.
Shelby-ის საჩუქარი იუტას პოლიციას
Shelby-მ საჩუქარი გაუკეთა იუტას პოლიციას და მათ დაქვემდებარებაში მყოფი F-150 მტაცებელი გადააქცია ზემტაცებელად.
•აღიჭურვა 6.2 ლიტრი მოცულობის სუპერჩარჯირებული ძრავით.
•ახალი კომპიუტერის დენისწყაროთი
•ბამპერებით
•საბურავებით
•სარბოლო "ხაზებით"
Dodge Dakota-ს აცოცხლებს
Dodge წინ მიიწევს და ახალი მოდელით წარმოგვიდგება. Dodge dakota რომელიც პირველად 1987 წელს მოევლინა, განაგრძობს განვითარებას.
•როგორც გეგმავენ ძრავის ტიპი იქნება V6 სხვა დანარჩენი უცნობია.
•ასევე განაცხადეს რომ წვა იქნება 30 ლიტრზე ნაკლები.
•სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერ-ჯერობით უცნობია.
•გაყიდვები დაიწყება 2016 წლის დასაწყისში.














































