• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Thursday, March 17, 2016

ეს მაიბახი თითქმის ტანკია


ეს მანქანა ფაქტობრივად ტანკია ავტომობილებს შორის! გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard , რომელიც ყველაზე საიმედოა შეჯავშნულ ავტომობილებს შორის.


Maybach-ი ძალიან მდიდრულ ავტომობილს ნიშნავს, თუმცა ეს ისედაც იცით. კონკრეტულად ეს ვერსია კი არა მარტო უკიდურესად კომფორტულია, არამედ დაუჯერებლად უსაფრთხოცაა! Mercedes-Maybach S 600 Guard პირველი ცივილური ავტომობილია, რომელიც ბალისტიკურ კლას VR10-ს აკმაყოფილებს, რაც აქამდე მხოლოდ ნამდვილ ტანკებს შეეძლოთ!


თუმცა ეს Maybach-ი სხვა დაუჯერებელი შესაძლებლობებითაც გამოირჩევა. მაგალითად, თუ ეს მანქანა ცეცხლში გაივლის, ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული სპეციალური სისტემა ცეცხლს ჩააქრობს. გაზის შემოტევას კი მანქანა ასე პასუხობს: რამდენიმე წამში ავტომობილის ყველა საჰაერო იკეტება და გაზი ინტერიერში არავითარ შემთხვევაში არ შეაღწევს!


ზოგადად, S600 Guard შესაძლოა, ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი Maybach-ი, მაგრამ სერიულ ვერსიასთან ტექნიკურად თითქმის არაფერი აქვს საერთო. სერიულ მოდელთან ის მხოლოდ ექსტერიერის დიზაინსა და ინტერიერის რამდენიმე ელემენტს ინაწილებს. მისი წონა 4,5 ტონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ვერსიაზე ორჯერ მძიმეა!

”უსაფრთხო ავტომობილებზე იმაზე დიდი მოთხოვნაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომაც ვქმნით საუკეთესოს!” - აცხადებს მარკუს ნასტი, რომელიც Daimler-ში შეჯავშნული ავტომობილების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

 ეს ავტომობილები ზინდელფინგენის Daimler-ის ქარხანაში მზადდება და იქ ამაზე დაახლოებით 600 ადამიანია დასაქმებული. ასეთი მაქსიმალურად უსაფრთხო Maybach-ი მინიმუმ 470 000 ევრო ღირს და ამ ფასში ზონდერ-კომპლექტაცია არ შედის. ასეთი ვერსიები მეტწილად ნახევარ მილიონზე ძვირად იყიდება. ”დაიმლერი”, რა თქმა უნდა, არაფერს გვეუბნება ასეთი ”მაიბახების” მფლობელების შესახებ - მათი ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ვიცით მხოლოდ ის, რომ Mercedes-Maybach S 600 Guard-ის გასაღების ბაზარი მეტწილად აღმოსავლეთ ევროპა, აზია და სამხრეთი ამერიკაა.

წყარო: AutoBild

Wednesday, March 16, 2016

U.S. Army Begins Testing Tech to Enable Self-Driving Convoys This Summer

Beginning in June, the Army will road-test communications technology that could lead the way to autonomous big-rig convoys.​

Beginning this June, the U.S. Army will conduct road tests of technology that promises to enable self-driving heavy truck convoys—though this summer's experiments will still put drivers behind the wheel.

Trucks.com reports that the Army will send at least four experimental vehicles out for testing along Interstate 69 in Michigan. The trucks will be equipped with advanced vehicle-to-vehicle and vehicle-to-infrastructure communications devices, meant to examine how future autonomous big-rigs in a convoy could communicate with one another, with other traffic, and with high-tech infrastructure equipment to sense traffic patterns, speed limits, road construction, and more.

Army spokesman Douglas Halleaux told Trucks.com that interstate testing of fully driverless, robotically controlled vehicles isn't far off. "It won't be in June, but it won't be long," he said.

The armed forces have a particular interest in developing autonomous heavy-duty trucks. "Army line-haul convoys currently require at least two personnel in each vehicle, not including escort or protection vehicles," Paul Rogers, director of the Army's Tank Automotive Research, Development and Engineering Center in Warren, MI, told Trucks.com. Removing soldiers from convoy duties could reduce the potential for battlefield casualties as well as those incurred in accidents outside of battle zones.

And autonomous convoy technology could have great benefits for the civilian trucking industry. Experts envision a future where a series of semi-autonomous smaller cargo trucks follows a lead truck (piloted either by a human or autonomously), able to handle bridge weight limits, tight turns, or narrow streets more nimbly than a single large truck. This could also alleviate the growing shortage of truck drivers, with as many as 48,000 unfilled openings for drivers as of the end of 2015.

The Army has been testing self-driving tech on military bases for several years: The photo above shows a convoy of driverless Army trucks navigating the Department of Energy's Savannah River Site in South Carolina in May of 2014. But with its first public-road tests set for this coming summer, the Army is ready to make its next advance on the self-driving future.

Source: Road and Track

აშშ-ს არმია იწყებს ფუნქციურად დამოუკიდებელი მართვის სისტემის ტესტირებას


ივნისის დასაწყისში აშშ-ს არმია იწყებს "თვით-მმართავი კონვოის" პროექტის ხელმძღვანელობას, რომელიც მოიცავს: მძიმე სამხედრო სატვირთო მანქანების ფუნქციიურად დამოუკიდებელი მართვის ტესტირებას. როგორც აღნიშნეს ტესტირება ჯერ ისევ ექსპერიმენტის სტატუსშია რაც ნიშნავს რომ მანქანაში ადამიანს მაინც უწევს ყოფნა.

 Trucks.com-ის განცხადებით არმიას დაგეგმილი აქვს გააგზავნოს მინიმუმ 4 ექსპერიმენტული მანქანა, რომლებიც იქნება აღჭურვილი შემდეგი სისტემებით: "მანქანა-მანქანა", "მანქანა - ინფრასტრუქტული კომუნიკაციის" სისტემებით. რაც გულისხმობს თუ როგორი იქნება სამომავლოდ კონვოის მსვლელობის დროს კომუნიკაცია ეკიპაჟებს შორის, სხვა (თუნდაც სამოქალაქო მანქანებთან), ტექნოლოგიურად მაღალ ინფრასტრუქტურულ აღჭურვილობასთან, სიჩქარის ლიმიტთან, გზის მშენებლობის, ავარიის დროს მოქცევას და ა.შ.

 არმიის წარმომადგენლის თქმით ტესტირება სრული დატვირთვით მუშაობს და ფუნქციურად დამოუკიდებელი მანქანების წარმოებაში ჩაშვება არც ისე შორსაა. "მართალია ეს ივნისში არ მოხდება, მაგრამ არც დიდი დრო დარჩა" - დასძენს იგი.

 ასევე შეიარაღებული ძალები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, რადგან მათი თქმით ეს სისტემა არამარტო კონვოის დროს არამედ ბრძოლის დროსაც შეამცირებს სამხედროთა დაშავებას და ა.შ.
კონვოის ამ მომენტში საჭიროებს 2 კაციანი ეკიპაჟი, ესკორტის და დამცავი მანქანების გარეშე.

 თუკი სისტემამ გაამართლა ექსპერტების თქმით მას სამოქალაქო ინდუსტრიაშიც გამოიყენებენ. კერძოთ: კონვოის დროს "დიდ" სატვირთო მანქანას (რომელსაც ადამიანი მართავს) გაჰყვება შედარებით "მომცრო" სატვირთო მანქანები (მძღოლის გარეშე).

Saturday, March 12, 2016

ინფინიტი მერსედესის ტექნიკით


Mercedes A-კლასიც მოგწონთ და GLA-ც, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი შეიძინოთ? არსებობს საინტერესო ალტერნატივა: Infiniti Q30, რომელიც ”ნისანისა” და ”დაიმლერის” თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა, აქვს იგივე ტექნიკა, რაც ”ბენცს” - ოღონდ, სხვანაირად შეფუთული.


დიზაინი თვალშიმოსახვედრია, ”ინფინიტის” აქცენტებიც იგრძნობა, ინტერიერი ხარისხიანადაა შესრულებული, სავარძლები ოდნავ ამაღლებული და ზოგიერთ ჩამრთველსა თუ გადამრთველსაც ”მერსედესიდან” იცნობთ. სრულიად ტყავში გადაწყვეტილი კოკპიტი კი ”ინფინიტის” ექსკლუზივია. უკანა სავარძელზე, რა თქმა უნდა, სივიწროვეა, უკან ხილვადობა კი - შეზღუდული


მოხვევა და გადართვები პირდაპირია, სავალი ნაწილი კი უფრო ხისტი, ვიდრე რბილი და მანქანა თავისი 17-დუიმიანი დისკებით უსწორმასწორობებს კარგად აუთოვებს. როგორც კი 109-ცხენისძალიანი საბაზო მოდელი ტურბო-ხვრელს გადალახავს, 1,4-ტონიანი Q30 წინ ჯანსაღად მიიწევს და მაქსიმუმ 190 კმ/სთ-ს ავითარებს.


გარდა ამისა, ”ინფინიტი” გვთავაზობს 2,2-ლიტრიან ტურბოდიზელს (170 ცხ. ძ.) სრული ამძრაობის ოფციით და ბენზინის კიდევ სამ ვარიანტს 122-დან 211 ცხენის ძალამდე. ორდისკინია ავტომატიკა ახლებურადაა ფორმირებული და რბილი გადართვებით გამოირჩევა. საწყისი ფასი დაახლოებით 22 000 ევროა და ფასები ზოგადად A-კლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე GLA-სთან. მთავარი მაინც ისაა, რომ ”მერსედესის” ტექნიკით აღჭურვილი ”ინფინიტი”, რა თქმა უნდა, თავად ”ბენცზე” იაფია. აქვე შეგახსენებთ, რომ გამოვიდა QX30-იც.


ტექ. მახასიათებლები
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1461 სმ3; სიმძლავრე: 80 კვტ (109 ცხ. ძ.)/4000; ბრუნის მომენტი: 260 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 190 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 12,0 წამში; ამძრაობა: წინა/6-საფეხურიანი გად. კოლოფი; ავზი: 50 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4425/1805/1495 მმ; საბარგულის მოცულობა: 368 ლიტრი; წონა: 1434 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 3,9 ლიტრი დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 103 გ/კმ

წყარო: AutoBild

Ford’s Police Interceptors Get Serious Ballistic Body Armor


Strong words against crime, and good news for law enforcement came out of Ford World Headquarters in Dearborn, Michigan.

Ford police interceptors, such as the Explorer, Taurus and Fusion, are now available with U.S. Department of Justice standard Type IV protection against armor-piercing .30 caliber rifle ammunition. Which also makes them the only pursuit-rated police vehicles to offer such type of armor.

In case you’re wondering what the US Department of Justice standard is, here’s their very own description: “Type IV hard armor or plate inserts tested in a conditioned state with .30 caliber armor piercing (AP) bullets (U.S. Military designation M2 AP) with a specified mass of 10.8 g (166 gr) and a velocity of 878 m/s ± 9.1 m/s (2880 ft/s ± 30 ft/s).” Got that?

According to Ford, this solidifies the commitment that the American auto manufacturer has with law enforcement, and represents results of years of testing with the sole purpose of improving a type of vehicle that has been stagnant for decades (referring to police interceptors).



Besides the protection to common areas like doors, etc. Additional body panels with ballistic protection can be added if desired by the purchasing entity, which could cover the majority of the vehicle with the hopes of keeping its occupants safer.

Source: Ford-Trucks

Ford-ის საპოლიციო ავტომობილები სერიოზულ ბალისტიკურ დაცვას მიიღებენ.


"ძლიერი სიტყვები კრიმინალის წინააღმდეგ, და კარგი ამბავი სამართალდამცავებს". - ასე გაიჟღერა ახალმა ამბავმა დეტროიტიდან - Ford-ის შტაბიდან.

Ford-ის საპოლიციო მანქანები როგორებიცაა: Explorer, Taurus, Fusion, ახლა უკვე ხელმისაწვდომია აშშ-ს სამართლებრივი დეპარტამენტის 4 დონის ტიპის დაცვით, რომლის ჯავშანიც უძლებს .30 კალიბრიან ვაზნებს. ასეთმა განახლებამ ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილები აქცია "ერთადერთ" მდევნელ - საპოლიციო ავტომობილებად რომლებსაც ასეთი სერიოზული დაცვა აქვს.

"მეოთხე ტიპის მძიმე ჯავშანი ან მეტალის ფირფიტების ჩანართებით გატესტილია .30 კალიბრის ჯავშანგამტანი ვაზნებით სპეციფიური 10.8 გ(166 გრინიანი) მასით და ტყვიის სიჩქარით 878 მ/წ+-9.1მ/წ(2880 ფუტი/წმ+-30 ფუტი/წმ" - ასე აღწერს დეპარტამენტი 4 ტიპის დაცვის დონეს.

სამართლებრივი დეპარტამენტის განხცადებით, 4 დონე შესაძლებელია როგორც მთლიან ჯავშნად, ასევე ფირფიტებათ რომელიც წლების მანძილზე გადიოდა ტესტირებას და როგორც ავღნიშნეთ უძლებს .30 კალიბრიან ვაზნებს.


გვერდითა დაცვა, როგორიცაა: კარები და ა.შ. შესაძლოა ჯავშნის დამატება ბალისტიკურ დაცვასთან ერთად, რომელიც დამატებით ოფციაში შედის.

Monday, March 7, 2016

მფრინავმა დრონმა “McLaren 650s”-ს გაუსწრო

პირველი დრონების ჩემპიონატის “World Drone Prix 2016“-ის ორგანიზატორებმა დუბაიში დრონის და დუბაის პოლიციის 4 მილიონად შეფასებული ავტომობილის “McLaren 650s”-ის შეჯიბრება მოაწყვეს.

 შეჯიბრების დროს გადაღებული ვიდეორგოლი “WDP – 2016”-ის რეკლამის სახითაა წარმოდგენილი. ავტომობილის და დრონის მარშრუტი ცოტა განსხვავებული იყო. დრონმა, რომელსაც პატარა ბავშვი მართავდა, მოძრაობა ცათამბრჯენიდან ბურჯ-ჰალიფადან დაიწყო, ხოლო “McLaren 650s”-მა მოძრაობა გზიდან დაიწყო. შეჯიბრის გამარჯვებული დრონი გახდა

 რაც შეეხება თვითონ ჩემპიონატს, ის 11-12 მარტს დუბაიში გაიმართება და მასში 100-მდე ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეები დრონების სიძლიერის მიხედვით შეირჩა და ყველა თავის მსგავს დრონს შეეჯიბრება. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 1 000 000 დოლარია. პირველ ადგილზე გასული 250 000 დოლარს მიიღებს.


Lamborghini-ს ახალი ექსკლუზიური სუპერ ავტომობილი


Centenario – ასე ჰქვია Lamborghini-ს კიდევ ერთ საოცარ ავტომობილს, რომელიც იტალიურმა კომპანიამ თავისი დამაარსებლის, ფერუჩო ლამბორგინის დაბადებიდან ასი წლის იუბილეს მიუძღვნა. სანტ’აგატა ბოლონეზელები ამ ავტომობილს მხოლოდ 40 ცალს დაამზადებენ, რომელთაგან ნახევარი კუპე იქნება და ნახევარიც – როდსტერი. თითოეულის ფასი 1.75 მილიონი ევროა და ისინი უკვე გაყიდულია!


Centenario კარბონის კომპოზიტის მონოკოკური სტრუქტურის ბაზაზე დამზადდა, რომელიც Aventador-ის შესაბამისი სტრუქტურის მოდიფიცირებული ვერსიაა. მას ძარაც კარბონის აქვს. იმის მიუხედავად, რომ უზარმაზარი V12 ძრავითაა აღჭურვილი, ავტომობილი მაინც „მხოლოდ“ 1520 კილოგრამს იწონის. ეს კი 55 კილოგრამით ნაკლებია Aventador-ის წონაზე.

 Centenario-ს სიგრძე 4 924 მილიმეტრია, სიმაღლე კი – 1 143 მილიმეტრი. ანუ, Aventador-ზე 144 მილიმეტრით გრძელი და 7 მილიმეტრით მაღალია. ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებითაა აღჭურვილი, რომლებიც მის გარსშემოდენილ ფორმას უზრუნველყოფენ. მათ შორისაა წინა და უკანა დიფუზორები, წინა და გვერდითა სპლიტერები, ორივე კარის უკან მოთავსებული ჰაერის ამღები, რომლებითაც, ახალ Ford GT-ს ჰგავს, ასევე სახურავზე მოთავსებული ჰაერის ამღები და დასაკეცი უკანა ფრთა, რომელიც 150 მილიმეტრის სიმაღლეზე ამოდის და დახრის კუთხეს 15 გრადუსით იცვლის.


უკანა ზორბა დიფუზორის სტრუქტურაში მოთავსდა სამმაგი გამოსაბოლქვი, უკანა ფარებს კი დაწოლილი Y-ის ფომა აქვს. „ჩენტენარიოს“ წინა ბორბლები 20-დუიმიანია, უკანები კი – 21-დუიმიანი. ისინი ალუმინისგან არის ჩამოსხმული და გაჩარხული და Pirelli-ს მარკა Pzero რეზინითაა შემოსილი, რომელბიც სპეციალურად ამ ავტომობილისთვის არის შემუშავებული.

 ავტომობილს მამოძრავებელი ძალით 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 770 ცხენის ძალაა. ამგვარად, ეს არის „ლამბორგინის“ მიერ სერიული ავტომობილებისთვის შემუშავებული ყველაზე მძლავრი აგრეგატი. მისი დახმარებით, „ჩენტენარიოს“ ადგილიდან ასის ასაკრეფად 2.8 წამი ჰყოფნის, სამასს კი 23.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე საათში 350 კილომეტრია. გარდა ამისა, 100 კმ/სთ სიჩქარიდან სრულ გაჩერებამდე მხოლოდ 30 მეტრი ჰყოფნის, 300 კმ/სთ-დან გაჩერებამდე კი – 290 მეტრი.


და ბოლოს, Centenario-ს ოთხივე ბორბალი მართვადია. დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, უკანა ბორბლები საპირისპირო მიმართულებით მოტრიალდება, რაც ვიწრო ადგილზე მოხვევას აადვილებს. მაღალ სიჩქარეზე კი უკანა ბორბლებიც წინების მიმართულებით (ოღონდ არა ისეთივე კუთხით) ტრიალდება, რაც მოსახვევების უკეთ გავლის საშუალებას იძლევა.
წყარო:Smartbox

Saturday, March 5, 2016

მართვის მოწმობის აღება სხვადასხვა ქვეყანაში


ყველა ქვეყანაში მართვის მოწმობის გამოცდებს განსხვავებულად აბარებენ. ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებულ რამდენიმე უცნაურობაზე გვინდა, გიამბოთ:

მექსიკაში მართვის მოწმობის არანაირი გამოცდა არ არსებობს. უბრალოდ მიდიხართ და ყიდულობთ მას სულ რაღაც 677 პესოდ (რაც, დაახლოებით, 30 ევროს უდრის).

იაპონიაში თავისუფლად შეიძლება, ჩაიჭრათ გამოცდაში, თუ ავტომობილის დაძვრამდე არ შეამოწმებთ, მის ქვეშ კატებს ხომ არ სძინავთ ტკბილად.

ჩინეთში გამოცდაზე აუცილებლად შეგხვდებათ შეკითხვა: - რას იზამთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ავტომობილით წყალში გადავარდებით?

ბრაზილიაში ჯერ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს აბარებთ, შემდეგ კი ავტომობილის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას. აქაურ მძღოლებს გზაზე სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებთან გასამკლავებლად ამზადებენ და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც ასწავლიან.

Thursday, March 3, 2016

Pagani-Huayra-BC Pagani Huayra BC – უფრო მსუბუქი და მძლავრი


სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია Pagani-მ, თავის მოდელ Huayra-ს ბაზაზე, მისი კიდევ უფრო მსუბუქი და მძლავრი ვერსია, Huayra BC შეიმუშავა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ ავტომობილად. ამას კი მისი მონაცემები განაპირობებს.


ადრე გავრცელებული ინფორმაცია იტყობინებოდა, რომ Huayra BC-ს ძრავი, სტანდარტულ ვერსიაზე 100 ცხენის ძალით მძლავრი იქნებოდა. თუმცა, რეალობაში, სიმძლავრის მატება მხოლოდ 60-ცხენისძალიანია. ამ ავტომობილის პატრონის განკარგულებაში 789 ცხენის ძალა და 1100 ნიუტონმეტრია. ამ ძალას 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V12 აგრეგატი გამოიმუშავებს. მასთან კი Xtrac-ის წარმოების სრულიად ახალი, 7-საფეხურიანი ავტომატიზებული მექანიკური ტრანსმისიაა შეწყვილებული.

ამ ახალ კოლოფში ბევრი სიახლეა გამოყენებული. მათ შორისაა მოდიფიცირებული ელექტრო-ჰიდრავლიკური ჩამრთველი და კარბონის ბოჭკოსგან დამზადებული სინქრონიზატორები. ტრანსმისიის მოდიფიცირების მთავარ მიზანს, საფეხურების გადართვის დროის განახევრება (150-დან 75 მილიწამამდე) და შემსუბუქება წარმოადგენდა. ასეც მოხდა, ახალი კოლოფი, წინამორბედზე 40 პროცენტით ნაკლებს იწონის.


სტანდარტული „ჰუაირა“ 1350 კილოგრამს იწონის, რაც უზარმაზარი V12 ძრავის გათვალისწინებით, ნამდვილი მიღწევაა. მაგრამ ვერსია BC ამაზე 132 კილოგრამით ნაკლებს იწონის! ამას ინჟინრებმა სხვადასხვა დეტალების შემსუბუქებით მიაღწიეს. მაგალითად, გამოსაბოლქვი სისტემა ტიტატსგან დამზადდა და მხოლოდ 2.9 კილოგრამს იწონის. ის ამავე სისტემის სტანდარტულ ვერსიაზე 7.1 კილოგრამით ნაკლებს იწონის. შემსუბუქებას ხელი Brembo-ს ახალმა მუხრუჭებმაც შეუწყო, რომლებიც სტანდარტულზე დაახლოებით 6 პროცენტით მსუბუქია. 9 კილოგრამი დაიკლო ბორბლებმა, რომლებიც ნაჭედი ალუმინისგან დამზადდა.

და ესეც არაა ყველაფერი – Pagani-მ სრულიად ახალი კომპოზიციური მასალა შეიმუშავა, რომელიც პირველად სწორედ Huayra BC-ზე გამოიყენა. როგორც იტალიური კომპანია ირწმუნება, ეს მასალა კარბონის კომპოზიტზე 50 პროცენტით მსუბუქი და 20 პროცენტით მტკიცეა. მის შესახებ „პაგანი“ დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მასში კარბონის ბოჭკოსთან ერთად, ტიტანიცაა გამოყენებული.


ამ ყველაფრის გარდა, Huayra BC ახალი აეროდინამიკური ელემენტებითაც აღიჭურვა. როგორც კომპანიის დამაარსებელი და მფლობელი ჰორაციო პაგანი ამბობს, ეს ელემენტები, სარბოლო ავტომობილების მწარმოებელ Dallara-ში მუშაობისას დაგროვილი გამოცდილებით შეიმუშავა. მათ შორისაა უფრო წაგრძელებული წინა სპლიტერი, ჰაერის მასიური წინა არხები, გვერდითა კალთები, მასიური უკანა ანტი ფრთა და აგრესიული უკანა დიფუზორი.

ავტომობილის შიგნითაც კარბონი უხვადაა გამოყენებული, რომელთანაც ალკანტარა შეახამეს. კოკპიტი სისადავით არ გამოირჩევა, თუმცა არც ზედმეტად გადატვირთულია. ასევე ახალია სავარძლები, რომლებიც ოთხწერტილოვანი ღვედებითაა აღჭურვილი.

რაც შეეხება სახელში დამატებულ ინიციალებს, BC ჰორაციო პაგანის მეგობრისა და მისი კომპანიის პირველი მომხმარებლის, ბენი კაიოლას აღნიშნავს.

Pagani მხოლოდ 20 ცალი Huayra BC-ს გამოშვებას გეგმავს. თითოეულის ფასი 2.3 მილიონი ევროა. და როგორც კომპანია აცხადებს, ყველა მათგანზე შეკვეთები უკვე მიღებული აქვს.
წყარო: Smartbox

MTM S8 Talladega R – ოთხბორბლიანი რაკეტა


მონაცემები, როგორებიცაა სიმძლავრე 802 ცხენის ძალა, სიჩქარე 350 კმ/სთ, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდ 3 წამში აჩქარება, ეგზოტიკურ სუპერ ავტომობილებს ახასიათებს და არა ხუთადგილიან ლუქს სედანებს, როგორიცაა მაგალითად, Audi S8. მაგრამ სატუნინგო ატელიე MTM-მა ეს წესი დაარღვია.


MTM-ი Audi S8-ს ბაზაზე საკუთარ მოდელ Talladega S-ს ადრეც აწარმოებდა. ამჯერად კი ამ ავტომობილის კიდევ უფრო მძლავრი და ტემპერამენტიანი ვერსია, Talladega R შეიმუშავა. ზემოთ მოყვანილი ტექნიკური მახასიათებლები სწორედ ამ ავტომობლს ეკუთვნის. უფრო მეტიც, Talladega R-ს ადგილიდან ორასის ასაკრეფად 9.9 წამი ჰყოფნის, სამასს კი 29 წამში აღწევს. ასეთ ავტომობილებს ხშრად სუპერ ავტომობილების მკვლელებსაც უწოდებენ.

 802 ცხენის ძალის მოთვინიერებაში, Talladega R-ს Bimoto-ს წარმოების 22-დუიმიანი ბორბლები ეხმარება, რომლებიც 265/30 ზომის საბურავებით არის შემოსილი. სამუხრუჭე სისტემაში კი კარბონ-კერამიკული დისკოებია გამოყენებული, რომლებიც ეფექტურად ახერხებენ ასეთი დინამიკის მქონე, საკმაოდ მძიმე ავტომობილის შენელებას და გაჩერებას.


სხვათა შორის, ავტომობილი რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, გერმანელმა ვალტერ რიორლმა გატესტა, რომელმაც ის ძალიან მოიწონა. „მართვა შესანიშნავია“, „გაზის პედლის უკუქმედება ფანტასტიური“, – ასე შეაფასა ლეგენდარულმა მრბოლმა Talladega R-ი. ის კი ასეთ ეპითეტებს ტყუილად არ იმეტებს

 MTM-ი თავის ოთხბორბლიან რაკეტას ძვირად – 222 000 ევროდ აფასებს. თუმცა, ამ ფასში დონორი ავტომობილის, Audi S8-ს ღირებულებაც შედის. თან, ასე „იაფად“ 800-ცხენისძალიანი ავტომობილის შოვნაც შეუძლებელია.

წყარო: Smartbox

Monday, February 29, 2016

Ford-ი ოთხ წელიწადში ოთხ ახალ ქროსოვერს გამოუშვებს


Ford-ს უახლოეს ოთხ წელიწადში ოთხი ახალი უგზობის მოდელის გამოშვება აქვს დაგეგმილი. ამასთან, ოთხივე ავტომობილი იმ სეგმენტისა იქნება, რომლებშიც ამერიკული კომპანია ჯერჯერობით არაა წარმოდგენილი. ამის შესახებ, ჩიკაგოს ავტო შოუს დროს, ცისფერი ოვალის მარკეტინგის, გაყიდვების და სერვისის ვიცე პრეზიდენტმა მარკ ლანევემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ავტომობილები, ძირითადად ათასწლეულების მიჯნის თაობის (1980-იანი წლების შემდეგ დაბადებულების) მყიდველის მოთხოვნების გათვალისწინებით მუშავდება. როგორც კვლევები უჩვენებს, ამ ეპოქის მყიდველს არ სურს დიდგაბარიტიან სედანებით მგზავრობა და მათი უმეტესობა, სატრანსპორტო საშუალებად უგზობის მოდელებს არჩევს.

ასეთი ავტომობილების პოპულარობას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა საწვავის გაიაფება, ახალი, ეკონომიური და მძლავრი ძრავები, ასევე ბაზარზე სულ უფრო მეტი ისეთი ავტომობილის გამოჩენა, რომლების ძალურ სისტემაშიც, ელექტრო ძრავებია ჩართული. ამ ფაქტორების გამო, უგზობის მოდელები აღარ მიიჩნევა შთანმთქმელ ავტომობილებად. უფრო მეტიც, „ფორდის“ მარკეტოლოგები ირწმუნებიან, რომ საწვავის გაძვირების შემთხვევაშიც კი, უგზობის მოდელებზე მოთხოვნილება არ შემცირდება. უბრალოდ, მყიდველი უპირატესობას მომცრო ავტომობილებს მიანიჭებს.

ამჟამად Ford-ის“ სამოდელო გამაში, უგზობის რამდენიმე ავტომობილი შედის. ესენია Ecosport, Escape (ევროპაში მისი ანალოგია Kuga), Edge (ფოტოზე), Flex, ასევე დიდგაბარიტიანი Explorer და Expedition. სხვათა შორის, მალე Fiesta-ს ბაზაზე დამზადებულ Ecosport-ს ამერიკის ბაზარზეც შეიტანენ. ლანევეს არ დაუკონკრეტებია ახალი ავტომობილების სეგმენტები. მხოლოდ მიანიშნა, რომ ერთი მათგანი მინი ქროსოვერი იქნება. სავარაუდოდ, მინიმუმ ერთის აღჭურვილობაში ელექტრო ძრავიც შევა.
წყარო: Ford Georgia

Saturday, February 27, 2016

Mercedes-Benz–ის ახალი ძრავა


Mercedes-Benz–მა წარმოადგინა უახლესი ტურბო–დიზელის 2 ლიტრიანი I ტიპის 4 ცილინდრიანი ძრავა, რომელსაც პირველად E220d–ში ვიხილავთ. აღნიშნული მოდელი 2016 წლის გაზაფხულიდან გაიყიდება და უახლესი ტექნოლოგიების მქონე თანამედროვე ტურბო დიზელის ძრავათი "OM654–ით" იქნება აღჭურვილი.



ეს გახლავთ პირველი 4 ცილინდრიანი ალუმინის ძრავა Mercedes-Benz–ისგან, რომელიც 13%–ით უფრო ეკონომიურია ვიდრე აქამდე არსებული 2.1 ლიტრიანი ვერსია. ძრავას მუშა მოცულობა შემცირებულია 2 ლიტრამდე, მისი წონა კი სულ რაღაც 168 კილოგრამს შეადგენს.

უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით ახალ ძალურ დანადგარს ძალიან დაბალი ხმა აქვს, ვიბრაციები კი მინიმუმამდეა დაყვანილი. ძალიან საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ შემცირებული მოცულობის მიუხედავად, 2 ლიტრიან ტურბო–დიზელს 1,600–2,800 ბრუნამდე–მდე 192 ცხენისძალა და 400 ნიუტონმეტრი გააჩნია, წარმავალ 2.1 ლიტრიან ძრავას კი 168 ცხენი ჰქონდა 3,800 ბრუნზე. მოცემული ძრავათი აღჭურვილი 2016 Mercedes-Benz E-Class–ი 0–100 კმ/სთ–მდე 7,3 წამში აჩქარდება მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ იქნება.



რაც შეეხება ყველაზე საინტერესო ეკოლოგია/ეკონომიას, უახლესი OM654 ქალაქში 4.3–4.7 ლიტრამდე დიზელს მოიხმარს, ქალაქგარეთ მისი წვა 3.6–4.1 ლიტრამდეა, შერეულად კი მას 3.9–4.3 ლიტრი დიზელი სჭირდება 100 კილომეტრის დასაფარად. ძრავა დაბინძურების თვალსაზრისითაც იდეალურია, რადგან იგი გავლილ კილომეტრზე მხოლოდ 112–102 გრამ CO2–ს გამოყოფს.


როგორც უკვე გითხარით ახალი E220d–ს გაყიდვები 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყება და მისი ფასი 47,124 ევრო იქნება.


Friday, February 26, 2016

ახალი Honda Civic-ის ევროპული ვერსია


Honda თავის პოპულარულ კომპაქტურ ჰეჩბეკ Civic-ის ფოტო თიზერი გაავრცელა, რომელსაც პირველად ძველი კონტინენტის ბაზარზე, ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. თიზერზე ავტომობილის უკანა ნაწილი, ჩაბნელებულ ფონზეა გამოსახული. ეს არის კონცეპტუალური ავტომობილი (ამაზე მიგვითითებს სანომრე ნიშაში არსებული წარწერა – Prototype), რომლის სერიული ვერსიის წარმოებაც (ბრიტანეთში) მომავალ წელს უნდა დაიწყოს.

ამ ფოტოს მიხედვით ძნელი სათქმელია, ეს სტანდარტული Civic-ია, თუ მისი ტემპერამენტიანი ვერსია Type R. შეწყვილებული გამოსაბოლქვის, სახურავის ბოლოში არსებული სპოილერის და ზორბა ვენტილატორების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფოტოზე სწორედ ამ უკანასკნელს ვხედავთ.

კონცეპტუალური Civic-ის გარდა, იაპონური კომპანია სხვა მოდელებსაც წარადგენს. მათ შორისაა ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე Clarity, რომელსაც შვეიცარიულ გამოფენაზე, ევროპული პრემიერა ელის. Honda-მ ის პირველად ოქტომბერში, ტოკიოს შოუზე წარადგინა. მას ფიჭური ელემენტების ბლოკი და მთელი ძალური დანადგარი კაპოტის ქვეშ აქვს მოთავსებული და ერთი სრული გაწყობით, დაახლოებით 700 კილომეტრის გავლა შეუძლია.

კიდევ ერთი სიახლეა კონცეპტუალური Jazz Keenlight, რომლითაც Honda პოპულარული Jazz-ის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობებს გვიჩვენებს. იაპონური კომპანიის სტენდზე შოუსტოპერობას კი ახალი სუპერ ავტომობილი NSX გასწევს, რომლის ევროპული გაყიდვებიც მალე დაიწყება. მისი წყვილ ტურბინიანი DOHC ბაზაშია განლაგებული, მასთან კი წყვილში 9-საფეხურიანი წყვილქუროიანი ტრანსმისია იმუშავებს.

                                                                                    წყარო: Smartbox

Thursday, February 25, 2016

Levante – პირველი უგზობის მაზერატი



ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Maserati-მ თავის ისტორიაში პირველი უგზობის კონცეპტუალური ავტომობილი, Kubang-ი გვიჩვენა. მას შემდეგ, ბაზარი ამ ავტომობილის სერიული ვერსიის მოლოდინშია და აი, მისი დროც დადგა – ჟენევის მოტორ შოუზე, უგზობის Levante-ს მსოფლიო პრემიერა გაიმართება. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი იტალიურმა კომპანიამ, ის ინტერნეტით გავრცელებული ფოტოებით გაგვაცნო.


Fiat Chrysler-ს ამ ავტომობილის წარმოება უკვე დაწყებული აქვს მირაფიორის (იტალია) ქარხანაში, ევროპელი დილერების შოურუმებში ის გაზაფხულზევე გამოჩნდება, შემდგ კი მსოფლიოს დანარჩენ ბაზრებზეც გამოჩნდება. „მაზერატი“ ჯერჯერობით თავისი პირველი უგზობის მოდელის არც ტირაჟს და არც ფასს არ აქვეყნებს.

საშუალო ზომის მდიდრული ქროსოვერი გარეგნულად ბევრად არ განსხვავდება კონცეპტ Kubang-ისგან. მისი გარეგნული დამახასიათებელი ნიშნებია დიდი ზომის რადიატორი და ვიწრო ფარები, ასევე სპორტული პროფილი და მომრგვალებული ფორმები. უკნიდან მის სპორტულ ხასიათზე, ორივე კიდეში მოავსებული წყვილ-წყვილი გამოსაბოლქვი მიგვანიშნებს.

ამ ეტაპზე, Maserati-ს თავისი ახალი ავტომობილის ინტერიერის ფოტოები არ გამოუქვეყნებია. თუმცა ცნობილია, რომ სალონი Ghibli-ს სტილშია შესრულებული. ეს კი ნიშნავს, რომ იქ უხვადაა გამოყენებული ტყავი და ძვირფასი მასალები. გარდა ამისა, ცენტრალურ კონსოლზე ზორბა ეკრანი განლაგდება, რომელიც ინფოტაინმენტ სისტემის ნაწილია.

ასევე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია ავტომობილის აღჭურვილობის და ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაჟონა, ავტომობილი ბენზინის 3.0-ლიტრიანი V6 და დიზელის ასევე 3.0-ლიტრიანი V6 ძრავებით აღიჭურვება. ბენზინისძრავიან მოდელი ორი ვერსიის სახით იქნება. ესენია Levante 350 და Levante 430. პირველ შემთხვევაში, ადგილიდან ასამდე აჩქარება 6.3 წამში იქნება შესაძლებელი, მაქსიმალური სიჩქარე კი 243 კმ/სთ-ს მიაღწევს. მეორე შემთხვევაში კი იმავე აჩქარებას 5.2 წამი დასჭირდება, მაქსიმუმი კი 264 კმ/სთ იქნება. დიზელისძრავიანი „ლევანტეს“ შესაბამისი მაჩვენებლები 6.9 წამი და 230 კმ/სთ-ია.

„მაზერატი“ აცხადებს, რომ „ლევანტეს“ შასის აგებულება, იტალიური კომპანიის ავტომობილებისთვის დამახასიათებელ შესანიშნავ დინამიკურ შესაძლებლობებს და მართვადობას უზრუნველყოფს. და იმავდროულად, ცუდ გზაზე გადაადგილებისას, უბადლო გამავლობას ავლენს და არის ძალიან კომფორტული.

წყარო: Smartbox

ავტომობილები მალე გარე აირბალიშებით აღიჭურვება


Volvo პირველი საავტომობილო კომპანიაა, რომელმაც თავისი ავტომობილი – კომპაქტური ჰეჩბეკი V40, გარე აირბალიშით აღჭურვა (ფოტოზე). ის კაპოტის უკან არის ჩამალული და სახურავის საქარე შუშას იცავს. ასეთი ბალიშის დანიშნულება, ტრავმებისგან ფეხმავლების დაცვაა. ბალიში ფეხმავალს ავტომობილის მყარ ნაწილზე თავის დარტყმისგან იცავს.
ვოლვო პირველი კომპანიაა, რომელმაც ინტერიერის აირბალიშების გამოყენბა დაიწყო და როგორც ჩანს, გარე ბალიშების შემთხვევაშიც ასე იქნება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელმა კომპანიებმა ZF-მა და TRW-მ, რომლებიც ახლახანს გაერთიანდნენ, გარე აირბალიშებთან დაკავშირებით, განსხვავებულ იდეებზე დაიწყეს მუშაობა და უკვე ექსპერიმენტებსაც ატარებენ.
მათ მიერ შემუშავებული ერთ-ერთი იდა იმაში მდგომარეობს, რომ ავტომობილი გარე გვერდითა აირბალიშით აღიჭურვოს, რომელიც გვერდიდან შეჯახებამდე რამდენიმე მილიწამით ადრე გაიბერება და ამგვარად, სალონში მყოფებს ტრავმებისგან დაიცავს. მეორე იდეა გულისხმობს ისეთი მოწყობილობის გამოყენებას, რომელიც ასევე გვერდიდან შეჯახებისას, სავარძლებს ავტომობილის შუისკენ გადააადგილებს და მაქსიმალურად დააშორებს კარს, რომელზეც შეჯახება მოხდა. კომპანია Autoliv-ი, რომელმაც Volvo-ს გარე აირბალიში დაუმზადა, ექსპერიმენტს ატარებს ფოლადის მილზე, რომელიც აირბალიშებს უკავშირდება და საჭიროებისას მათ ერთდროულად ბერავს.
რომ გზებზე ავტონომიური ავტომობილების მომრავლება, საგზაო შემთხვევებს და ტრავმებს შეამცირებს. თუმცა ამის მიუხედავად, ახალი ტიპის აირბალიშების დამკვიდრება მაინც აუცილებელი იქნება. მაგრამ ასეთი ავტომობილების მასობრივად წარმოების დაწყებამდე ჯერაც ბევრი დროა. ამიტომ, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ავტომწარმოებლებს სულ უფრო მეტი სიახლის დანერგვა მოუწევთ.

                                                                                         წყარო: Smartbox

2020 Ford Bronco Concept Designed By a Fan Forum Is Absolutely Perfect

Future Ford Bronco concept designed by the folks at Bronco6G.com hits all the right buttons​


We are all rabid for a new, sixth-generation Ford Bronco. Rumor has it Ford is planning to build one by 2020. The automaker has been trolling Bronco fans for awhile now with teasers and winking hints. And whether you're a fan of the upright 1960s original or the early-'90s version of OJ Simpson fame, you're probably dying to see what a 21st-century Bronco looks like.

Well, we still haven't gotten a glimpse at what, if anything, Ford is planning for the Bronco nameplate. But that hasn't stopped the amazingly talented fans over at Bronco6G.com from taking matters into their own hands, rendering multiple versions of a concept 2020 Ford Broncothat absolutely nail what they, and we, want to see in a two-door 4x4.

"For our Bronco concept, we fused styling elements from previous Bronco generations, the 2004 Bronco concept, and modern Ford trucks and SUVs," Bronco6G.com administrator Tom told R&T in an email. "You can see the classic round headlights and square inset front grille evolved from the 1st gen Bronco, which was also showcased in the retro-futuristic 2004 Bronco concept."

"Our concept features a modern body-on-frame next-generation Bronco that retains a tall, boxy, tough, no-frills design with a strong focus on utility and off-road capabilities. We fitted separate versions with different grilles, wheel fender shapes, varying ride heights, and cargo rack for some different looks," Tom said.



Bronco6G.com intel says that the sixth-generation Bronco (for which the site is named) would most likely be built at Ford's Michigan Truck Plant in Wayne, Michigan, and that the automaker is benchmarking the Jeep Wrangler as its closest competitor.
We definitely dig what they've come up with. There's definitely some current Ford truck DNA in there—look at the shape of the windshield, clearly an F-150 piece—but the unadorned, slab-sided proportions and tidy, short-wheelbase layout is 100-percent Bronco.

                                                    source: Road and Track

Monday, February 8, 2016

Ford Comuta - 60-იანი წლების ექსპერიმენტალური ელექტრო მანქანა


Ford Comuta - "ფორდის" ექსპერიმენტალური ელექტრო მანქანა რომელიც 1960-იან წლებში შეიქმნა. მის ძალას წარმოადგენდა 12 ვოლტიანი 85 ამპერიანი ბატარიები. სრულად დამუხტულს შეეძლო 60 კილომეტრის დაფარვა მინიმალური 40კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მაქსიმალურით 60კმ/სთ.
როგორც ექსპერიმენტალური მანქანა იგი მხოლოდ ერთი შეიქმნა.
იგი ზომაში ძალიან წააგავს ინგლისურ Peel P50ს

Wednesday, January 20, 2016

Nissan Skyline R34


ეს ლეგენდარული ავტომობილი 1998 წელს გამოჩნდა , განახლებული სავალი ნაწილით და სხვა განახლებებით. R34 მოკლეა თავის წინამორბედთან შედარებით. გააძლიერეს ტურბოკომპრესორი. სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიქმნა 6 საფეხურიანი სიჩქარის კოლოფი GETRAG. V-Spec-ის მოდელებზე დაყენდა ინტერქულერის ტემპერატურის სენსორი. R34 GT-R -ზე დააყენეს 5.8" LCD ეკრანი რომელიც საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ პარამეტრებს როგორიცაა : ტურბოკომპრესორის წნევა , ზეთის და გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა.
ისევე როგორც R33 , R34-საც უყენებდნენ ATESSA E-TS Pro System-ს. მაგრამ სტანდარტულ GT-R -ზე "Pro" სისტემას არ აყენებდნენ. V-Spec- მოდელს გააჩნდა შედარებით მდგრადი დაკიდების სისტემა.


R34 GT-R -ის შემდეგ ვერსიას ერქვა M-Spec. მოდელი V-Spec -ს გავდა , თუმცა შედარებით რბილი დაკიდების სისტემა და ტყავის სალონი გააჩნდა.
მეხუთე თაობის GT-R -ის წარმოებსას Nissan -მა დაიწყო ახალი ვერსიის დაპროექტება სახელად N1, რომელიც ადრე R32 -სა და R-33 -ზე იყო გამოშვებული, და თავიანთ წინამორბედებთან შედარებით ტექნიკურად გაცილებით რთული მახასიათებლები გააჩნდა. N1 -ში არ იყოს : კონდიციონერი და სტერეო სისტემა. ამ კომპლექტაციით მხოლოდ 45 ავტომობილი გამოუშვეს , აქედან 12 Nismo (Nissan Motorsport) -მა გამოიყენა სპორტული ჩემპიონატისთვის Super Taikyu. დარჩენილი მანქანების უმეტესობა მიჰყიდეს სპორტულ და ტუნინგის კომპანიებს.
1999 წლის აგვისტოს Nissan -მა წარადგინა მოდელი სახელად V-Spec II. ავტომობილი აღჭურვეს გაცილებით ხისტი დაკიდების სისტემით ვიდრე V-Spec . ახალ ვერსიაზე გამოჩნდა კარბონის ძრავის სახურავი , რომელიც ალუმინზე გაცილებით მჩატეა, აქამდე დაყენებულ სხვა ნებისმიერ GT-R -თან შედარებით.


2002 წლის თებერვალში Nissan -მა R34 GT-R -ის ბოლო ვერსია გამოუშვა , სახელად Nür. იგი იყიდებოდა 2 ვერსიის სახით : Skyline GT-R V-Spec II Nür და Skyline GT-R M-Spec Nür. სახელწოდება Nür ლეგენდარული ტრასის ნიურბურგრინგის (Nürburgring) საპატივცემულოდ დაერქვა. ორივე ვერსია კომპლექტირებული იყო მოდერნიზებული ძრავით RB26DETT N1-ის ბაზაზე, რომელიც ეხმარებოდა მანქანას განევითარებინა დაახლოებით 300 კმ/სთ.


Sunday, January 17, 2016

Ford Shelby GT350 51 წლისაა


ერთხელ ქეროლ შელბიმ იკითხა თუ რამდენი ნაბიჯი იყო ოფისიდან სამუშაო შენობებამდე. ფილ რემინგტონმა კი მიუგო 350. ასე დაერქვა ლამაზმანს GT350.

დღეს ამ ქალბატონის დაბადების დღეა და ლეგენდა უკვე 51 წლისაა! smile emoticon

1965 წლის 17 იანვარს "ფორდის" ქარხანას მოევლინა ახალი შვილობილი "მუსტანგის" სახით, რომელსაც GT350 უწოდეს. წარსდგენისთანავე საზოგადოება მალევე მოხიბლა მისმა გამოკვეთილმა ნაკვთებმა და აგრესიულმა ხედვამ.

ასეთმა წარმატებამ დაბადა ასევე მისი სარბოლო ვერსია რომელსაც "GT350R" ეწოდა და სულ რაღაც 34 ეგზემპლარი შეიქმნა.მისი სარბოლო კარიერაც ასევე წარმატებული გამოდგა, რადგან 70-იანი წლების დასაწყისში SCCA-ს სარბოლო ტიტულები დაიპყრო.
2012 წელს აუქციონზე ის დააახლოებით 1 მილიონ დოლარად გაიყიდა. (999 000$)
P.S მუსტანგერებო თქვენ კი გილოცავთ