• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Friday, December 4, 2015

პატარა გოგონა და რადიომართვადი Volvo -ს სატვირთო [Video]


კომპანია Volvo Trucks განაგრძობს ჩვენთვის კრეატიული სარეკლამო ვიდეო რგოლების შემოთავაზებას. კომპანიაში 4 წლის გოგონას მისცეს Volvo FMX -ის რადიომართვის კონსოლი, რათა სატვირთოს გამძლეობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დემონსტირება გაეკეთებინათ.



                                                                 წყარო: Driver.ge

Wednesday, December 2, 2015

Ford-მა “სპორტული” Focus-ი აჩვენა


Ford-ის ევროპულმა ქვედანაყოფმა გერმანიაში გამართულ ავტოშოუზე Focus-ის სპორტული ვერსია აჩვენა.

ეს ჰეჩბეკი ბაზარზე წლის ბოლომდე გამოვა  და ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში: Race Red -სა და Panther Black -ში. ავტომობილი აღიჭურვება 18 დიუმიანი დისკებით. ხოლო სალონი მოპირკეთებული იქნება შავ და წითელ ფერებში.

ავტომობილის კაპოტ ქვეშ მოთავსდება 1.5 ლიტრი მოცულობის “ეკობუსტის” ტურბინირებული ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 150 ან 182 ცხენის ძალებს. ასევე 150 ცხენის ძალის მქონე ორი ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავა.

ავტომობილის ფასი ევროპულ ბაზარზე დაიწყება 25 000 ევროდან.








                                                            წყარო: Driver.ge

60-ანი წლების სუპერქარი რომელზეც არაფერი გსმენიათ


ბევრი ჩვენგანისთვის 60-იანი წლების სუპერმანქანას Ferrari 250 GTO, Ford mustang, ან მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საიდუმლო აგენტის, ჯეიმს ბონდის რჩეული Aston Martni DB 4წარმოადგენს.

თუმცა ამ გიგანტების გვერდით აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ლეგენდებიც რომლებმაც დღემდე მოღწევა ვერ შეძლეს და ისტორიაში დაიკარგნენ. ერთ-ერთ ასეთ სუპერკლასიკას Lancia Flaminia GT Supersport წარმოადგენდა.


მრავალი წლის წინ იტალიური ბრენდი Lancia, Ferrari–ს მთავარ კონკურენტს წარმოადგენდა, ყველასთვის გასაკვირად მრავალ ფრონტზე დამარცხებული სწორედ დღევანდელი ავტოსამყაროს წამყავი მოთამაშე Ferrari გამოდიოდა.

Lancia Flaminia  პირველად 1957 წელს გამოვიდა და იმ დროისთვის კომპანიის ფლაგმან მოდელს წარმოადგენდა, 13 წლიანი ისტორიის მანძილზე, სანამ 1970 წელს ამ მოდელის გამოშვებას შეაჩერებდნენ 12 600 მოდელზე მეტი ავტომობილი გაიყიდა ევროპის მასშტაბით. ასევე Flaminia-ს მრავალი განსხვავებული ძარა იქნა გამოშვებული, მათ შორის კუპე, კაბრიოლეტი, სედანი, ჰეჩბეკი და საპრეზიდენტო ლიმუზინიც კი, რომელსაც იმდროინდელი იტალიის პრეზიდენტი პირად ტრანსპორტად იყენებდა.

Flaminia-ს საბოლოო ევოლუციას  GT Supersport წარმოადგენს, რომელიც თავისი წარმოუდგენელი დიზაინით და მონაცემებით 60-ანი წლების დაუვიწყარ სუპერქარად ჩამოყალიბდა. 1962 წელს მან ყველა კონკურენტი მოდელი დაამარცხა წლის ყველაზე ლამაზი ავტომობილის ნომინაციაში.

GT Supersport-ის მაქსიმალური სიჩქარე ზოგიერთ მოდელზე 210კმ/სთ-ს აღწევდა რაც 1962 წელს ერთ-ერთ საუკეტესო მაჩვენებლად ითვლებოდა.


საოცარია მაგრამ Ferrari 250 GTO და  Aston Martni DB 4 რომელთა ღირებულება დღეს მილიონობით დოლარს აღწევს, ნახევარი საუკუნის წინ სწორედ Lancia Flaminia GT Supersport-ის წინაშე იხრიდნენ ქედს, თუმცა მათგან განსხვავებით კლასიკური Lancia-ს  ყიდვა დღეს ნახევარ მილიონ დოლარადაა შესაძლებელი.

ნამდვილი ავტომოყვარულებს რომელთა შემოსავალი ათეულობით მილიონის ნაცვლად სულ რაღაც 500,000$-ს შეადგენს Mens.ge გირჩევთ შეიძინეთ Lancia Flaminia GT Supersport ამით თქვენ უდიდეს ისტორიას და საოცარ ხელოვნების ნიმუშს დაეუფლებით.



Tuesday, December 1, 2015

The Fenyr Supersport and Lykan Hypersport get a burly new brother.



The latest car craze is the luxury SUV. Bentley has one and soon it seems that Rolls-Royce,Lamborghini, and other automakers will either pimp out existing SUVs or give existing luxury sedans a growth spurt. Not wanting to be outdone, a small company named Zarooq has just announced plans to build its creation, a luxury rally racer called the Sand Racer. The proposed SUV coupe will have a 3.5-liter V6 engine pushing 305 horsepower, but owners with nerves of steel can opt for the burlier 400-horsepower or 500-horsepower options.




This is huge power for a 2,200-pound rear-wheel drive rally car that will draw comparisons to Napoleon with its 165-inch length. To sweeten the deal, the road-legal car comes with a six-speed paddle shifting automatic gearbox, air conditioning, a 124 mph top speed, carbon fiber interior trim, and “comfort seats.” Owners also have some bragging rights to share with their buddies at the hookah bar because the car was designed by Anthony Jannarelly, the same man who crafted the Lykan Hypersport and the Fenyr Supersport. Zarooq will debut the car in January of 2016 and it may start at upwards of $100,000.







                                                                        Source: Car Buzz

BMW -ს საბრძოლო M4 GTS -ები დაუმთავრდა


პრემიერის დღიდან ორი თვეც არ გასულა, ხოლო BMW M4 GTS -ი უკვე სრული ტირაჟით გაიყიდა – კომპანიამ ავტომობილის 700 ეგზემპლარი გაყიდა.


კუპეების უმრავლესობა გაიყიდა შიდა ბაზარზე, სადაც მისი ფასი შეადგენდა €140 000 -ს. 300 ავტომობილი წავიდა აშშ -ში, ხოლო დიდ ბრიტაეთსა და ნიდერლანდებში შესაბამისად 30 და 4. მყიდველებს შეთავაზებული ჰქონდათ მოდელი ოთხი ფერით: Mineral Grey, Sapphire Black, Frozen Dark Grey და Alpine White. BMW M4 GTS -ი აღჭურვილია წყლის შეშხაპუნების სისტემის მქონე ექვსცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომლის მოცულობაც შეადგენს სამ ლიტრს და გამოიმუშავებს 500 ცხენის ძალას.


M4 GTS -ი ასევე აღჭურვილი არის ძალიან მაგარი დისკებით, 7 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. GTS -ის ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით ამ ვერსიამ მოიკლო 62 კგ -ით. 0-100 კმ/სთ -ს ავტომობილი ანვითარებს 3,8 წმ -ში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 300კმ/სთ -ს.


წყარო: Driver.ge

FOX BODY MUSTANG: 5 მიზეზი თუ რატომ ღირს მისი ყიდვა!


1. ხელმისაწვდომი ფასი. ამ მუსტანგის ფასი მერყეობს 2000-5000 დოლარამდე, რაც თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მანქანა უკვე კლასიკად ითვლება და მიუხედავად წლოვანებისა მათ ძრავებს მაინც შემორჩათ ის რესურსი რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მოდიფიკაცია თამამად მიიღონ და ბოლომდე აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები, დამეთანხმეთ ეს თანხა დაუნანებლად გადასახდელია მასში.

2. მუსტანგის ეს პლათფორმა ყველაზე პოპულარულია დრეგისა და დრიფტის მოყვარულებში. ცნობილი დრიფტერის ვაუგინ გიტინის რჩეულიც სწორედ ეს პლათფორმაა. მისი სიმსუბუქე და ძარის ზომები ყველაზე მოსახერხებელია დრიფტისათვის, ხოლო დრეგზე კი დიდი მძლავრი ძრავა და კონსტრუქციის სიმყარე ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია.

3. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა იმის შესახებ თუ რამდენად ადვილია ასეთი ძველი მუსტანგის სათადარიგო ნაწილების შოვნა. მის შემდგომ გამოსული მუსტანგების თაობებში, შეცვლილია მხოლოდ მცირედი იმ მთავარი ნაწილებისა რომელთა ხელმისაწვოდმობა პრობლემას შეუქმნიდა მუსტანგერებს. ერთ-ერთი პლიუსიც სწორედ ეს გახლავთ, ურთიერთშემცვლელი ნაწილები როგორც Fox Body ასევე ახალი თაობის მუსტანგებისიც უპრობლემოდ ერგება
.
4. მისი 5.0 ლიტრიანი ძრავა გამოირჩევა დიდი რესურსით და მას სულ მცირეოდენი მოდიფიკაციების შედეგად შეუძლია 0-60 მილი 5 წამში განავითაროს. და შეაფასეთ რამდენზე ჩამოვა ეს ნიშნული თუკი თქვენ მის წონას შეამცირებთ და დრეგისთვის სპეციალურ მოდიფიკაციებს გააკეთებთ.

5. მისი მარტივი სხეულის ხაზები, მუსტანგთან ასოცირებული დიზაინის სრულიად განსხვავებული რედიზაინი. მას სწორედ ეს თვისებები ხდის განსხვავებულს. ბევრი ავტომოყვარულისთვის და შეიძლება თვითონ მუსტანგერისთვის ძნელი იყოს აღიქვან ის მუსტანგად, მაგრამ როდესაც მისი ძრავის ხმას მოისმენთ და მის საჭეს მიუჯდებით, ნამდვილად იგრძნობთ, რომ ის დაუმორჩილებელი ცხენია და თავისი სახეობის ღირსეული წარმომადგენელი.

                                                                               წყარო: Mustang Team of Georgia

Tuesday, November 24, 2015

Porsche–ს ისტორია

პორშეს ისტორია ფერდინანდ პორშეს სახელს უკავშირდება, კომპანიის დამაარსებელი, გამომგონებელი, ინჟინერი, დიზაინერი, Daimler-ის (შემდგომში Mercedes-Benz) ხელმძღვანელი, Mercedes-Benz SSK–ისა დაVolkswagen beetle–ის შემქმნელი,  1000ზე მეტი პატენტის ავტორი და 1999 წელს, საუკუნის ავტო–ინჟინერად დასახელებული ფერდინანდ პორშე 1875 წელს, ჩრდილოეთ ბოჰემიაში (დღევანდელი ჩეხეთის ტერიტორია), გერმანულენოვან ოჯახში დაიბადა.














1931 წლამდე, სანამPorsche GMBH–ს დააარსებდა, ფერდინანდ პორშემ 1898 წელს შექმნა პირველი ელექტრო ავტომობილი – P1. 1905 წელს ის დასახელდა ავსტრიის ყველაზე გამორჩეულ ავტო-ინჟინერად. 1906 წელს დანიშნეს Austro-Daimler–ის მთავარ დიზაინერად, 1916 წელს მმართველ დირექტორად. 1924–1929 წლებში ის Daimler Motoren Gesellschaft–ის ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. კომპანიის დატოვების შემდეგ, 1931 წელს, პორშე შტუტგარტში დაბრუნდა და მისი ადვოკატის – ანტონ ფიხის ფინანსური მხარდაჭერით, საბოლოოდ შექმნა საკუთარი კომპანია, (პროცენტულად, კომპანიის ყველზე დიდ წილს დღესაც ეს 2 ოჯახი ფლობს), დაიქირავა ძველი მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა საწარმოში მუშაობისას შეიძინა. თავდაპირველად, კომპანია სხვა ავტო ბრენდებისთვის ქმნიდა დიზაინს. შემოსავლების ზრდასთან ერთად, ფერდინანდ პორშემ საკუთარ დიზაინზე დაიწყო მუშაობა, რომელიც მან დაიმლერ–ბენც–ში მუშაობისას შექმნა. 1932 წელს გერმანიაში, AUDI-ს, DKW-ს, Horch–ის Wanderer–ის ბრენდების მონაწილეობით შეიქმნა ავტო გაერთიანება, რომელმაც პორშეს უხმო ახალი ავტომობილის დიზაინის შესაქმნელად.
1933 წელს, ბერლინის მოტორ შოუზე, გერმანიის კანცლერმა – ადლოფ ჰიტლერმა საზოგადოებას გააცნო თავისი განზრახვა, ქვეყნის „მოტორიზების“ შესახებ. ამ სურვილის განხორციელების შედეგად, ყველა გერმანელს უნდა ჰყოლოდა ავტომობილი ან ტრაქტორი. პროექტის ფარგლებში, გერმანულ ავტო მწარმოებელი კომპანიებისთვის გამოიყო დიდი თანხები, რომელიც სინამდვილეში არა ტრაქტორის, არამედ ომის წინა სამზადისში, სამხედრო ტექნიკის შესაქმნელად იხარჯებოდა. Porsche GMBH – მა II მსოფლიო ომისთვის Tiger Tank და Elephunt Tank Destroyer შექმნა.
beetle 34






1935 წელმა ფერდინანდ პორშეს და მის კომპანიას უდიდესი აღიარება მოუტანა. ამ წელს ჰიტლერმა პორშეს „ხალხის ავტომობილის“ (Volks-Wagen–ის) შექმნა დაავალა. შედეგად მივიღეთ პირველიVolkswagen Beetle.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, საფრანგეთის მთავრობამ პორშე და ფიხი დააპატიმრა, როგორც ომის დამნაშავეები. 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ, 











პორშემ და მისმა ვაჟიშვილმა პატარა ქალაქ გმუნდში, ძველ საწყობში, ხელით ააწყვეს 49 ცალი „Porsche 356“, პირველი მოდელი ამ ბრენდის ქვეშ, თუმცა მისი სერიული წარმოება იმ დროისთვის შეუძლებელი იყო, რადგან კომპანიას ამერიკული ემბარგო ედო. ფერი (ფერდინანდ პორშე უმცროსი), ერთ–ერთი “356“–ით “Volkswagen”–ის დილერებს ესტუმრა და ამ მოდელის შეკვეთების მიღება შესთავაზა. ნელ–ნელა, წარმოების პროცესში უმცროსმა პორშემ მოახერხა კომპანიის აღდგენა და ემბარგოსგან დახსნა, რის შემდეგაც, 1500 ეგზემპლარი პორშე „356“ დაამზადა. მომდევნო 17 წლის განმავლობაში, პორშემ 78 000 „356“ გაყიდა… 1951 წელს უფროსი ფერდინანდ პორშე გარდაიცვალა და მართვის სფერო მისმა ვაჟიშვილმა გადაიბარა.










1963 წელს, კომპანიამ მუშაობა ლეგენდარულ მოდელზე,Porsche 911–ზე დაიწყო. თავდაპირველად, ავტომობილს 901 ერქვა, თუმცა ეს პეჟოს ნუმერაციას წააგავდა და მისი სახელწოდება მალევე 911–ად გადაკეთდა. ეს სპორტ–კუპე სამოციანი წლების ავტო სიმბოლოდ იქცა, რამაც კომპანიას კოლოსალური შემოსავლები მოუტანა. კლასიკური მოდელი, 1963დან 1998მდე– 35 წლის განმავლობაში გამოდიოდა და 2013 წლისთვის, მის 50 წლის იუბილეზე 820 000 „911“ იყო გაყიდული. 1989 წლამდე გამოსული 150 000 ერთეული პორშე 911 დღესაც მოძრაობს მსოფლიოს გზებზე. თავად მოდელი კი უკვდავია (1963–present)!
1972 წელს, ფერი პორშემ გადაწყვიტა კომპანიაში სოიჩირო ჰონდა–ს პოლიტიკა გაეტარებინა, რაც კომპანიის უშუალო მართველობის ოჯახის წევრებისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. შედეგად, კომპანიაში შეიქმნა აღმასრულებელი ბორდი, რომელიც გამოცდილი მენეჯერებით დაკომპლექტდა და სამეთვალყურეო ბორდი, რომელშიც პორშეს და ფიხის ოჯახის წევრები შედიოდნენ.
პორშე მუდმივად ინარჩუნებდა მჭიდრო ურთიერთობებს ფოლკსვაგენთან. 1969 წელს კომპანიებმა შექმნეს Volkswagen-Porsche 914 ფოლკსვაგენის ძრავით და 914–6 პორშეს ძრავით. 1976 წელს შეიქმნა Porsche 912E და 924, რომელიც Audi-ს მრავალ კომპონენტს შეიცავდა (Audi VW–ს შემადგენლობაში შედის).
928






პორშემ მრავალი მმართველი გამოიცვალა და წარუმატებელი მოდელებიც ჰქონდა, როგორიცაა მაგალითად 928, (1978–1995წ) რომელსაც ბევრი თქვენგანი სავარაუდოდ პირველად ხედავს, მაგრამ კომპანია სიმძლავრის, სტაბილურობის და საიმედოობის იმიჯს არ კარგავდა.
Porsche_Boxster_black_vl





1996 წელს პორშემ გაყიდვაში ახალი მოდელი – Boxter ჩაუშვა, რომლის 1–ლი ვერსიაც 2004 წლამდე გამოდიოდა. დღეს ბოქსტერის უკვე მე–3 თაობის მოდელი სიმძლავრის და აგრესიულობის მხრივ, საკუთარ კლასში კვლავ ნოვატორია.
Porsche-Cayenne-S-2002-2007-Photo-14






2002 წელს, კომპანიამ წარადგინა Porsche Cayenne რამდენიმე ვერსიით (S), (Turbo), (Turbo S). ეს იყო პორშეს პირველი და წარმატებული მცდელობა მაღალი გამავლობის საავტომობილო კლასში. დღეს Cayenne–ის მეორე თაობის მოდელს აწარმოებს. 2004 წლიდან Toyota-სთან თანამშრომლობის შედეგად, უკვე Cayenne S E-Hybrid–იც გამოდის.
2005 წლიდან პორშეს სახლს ახალი სერია, Cayman დაემატა. 2009 წლიდანPanamera, 2013დან 918 Spyder, 2014 წელს კი Cayenne-თან შედარებით, უფრო მცირე ზომის ქროსოვერი Macan.
დღეს, კომპანია 7 მოდელს უშვებს, ყველა მოდიფიკაციით ჯამურად – 44-ს. მიუხედავად იმისა, რომ პორშე მხოლოდ მაღალი კლასის ავტომობილებს აწარმოებს, მისი გაყიდვების სტატისტიკა მუდმივად იზრდება. 2010 წელთან შედარებით, ეს რიცხვი თითქმის უკვე გაორმაგებულია.
წელი/ერთეული
2010 – 97,273
2011 – 116,978
2012 – 143,096
2013 – 162,145
2014 – 189,849
კომპანიის ისტორია, რეალურად 120 წლის წინ დაიწყო, როდესაც ფერდინანდ პორშემ პირველ ელექტრო ავტომობილს P1 (პორშე, როგორც N1) დაარქვა. კონცერნი, რომლის სლოგანია „შემცვლელი არ არსებობს“, არსებული მოდელების გაუმჯობესების გარდა, ამჟამად, პორშე ელექტრო–ქარ Pajun–ის კონცეპტს ავითარებს, რომელიც პანამერას ბაზაზე მუშავდება. მისი წარდგენის სავარაუდო თარიღად 2018 წელი სახელდება.

BMW-ს ისტორია

BMW, 1917 წელს, კარლ რაპმა და გუსტავ ოტომ დააარსეს, თუმცა, იმჟამად, კომპანია საავიაციო თვითმფრინავების ძრავებს აწარმოებდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ, BMW ავტო გიგანტი გახდებოდა. ეს განაპირობა I მსოფლიო ომის შემდეგ დადებულმა, ვერსალის ხელშეკრულებამ… 
dixi2











1918 წლის 19 ივნისს, ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, გერმანიას აეკრძალა საავიაციო ნაწარმის, მათ შორის ძრავების დამზადება. შესაბამისად, კომპანიამ პროფილი შეიცვალა და 1923 წლიდან მოტოციკლეტების წარმოება დაიწყო.

bmw_328_1939

1928 წელს კი BMW–მ ქალაქ აიზენახში ავტო–ქარხანა შეიძინა.
ამას მოჰყვა DIXI-ის მოდელის ლიცენზია და 1930 წელს წარმოებაში ჩაეშვა ლიმუზინის ტიპის პირველი ავტომობილი BMW–ს ლოგოთი. ამ პერიოდში, ასევე გამოვიდა ბავარიული ავტო–სახლის ექსკლუზიური სპორტ კუპე 328 (სულ 500 ცალი).

30იან წლებში, ახალი ომისთვის მზადების პროცესში, ხელისუფლების მოთხოვნით, კომპანიამ ისევ დაიწყო საავიაციო ძრავების შექმნა და საკმაოდ წარმატებულადაც. სამხედრო თვითმფრინავი Me 262 A-1b აღჭურვილი იყო ბმვ–ს 003jet ძრავით, რის საშუალებითაც ის საათში 800კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა.
BMW501-1














მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, BMW ისევ ავტოინდუსტრიას დაუბრუნდა, თუმცა, განადგურებული ეკონომიკის პირობებში, წარმატების მიღწევა რთული აღმოჩნდა. საწარმოების და ბაზრის დიდი ნაწილიც, კომპანიას საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰქონდა, რაც, თავისუფალი ბაზრის არარსებობის პირობებში, ხელს უშლიდა წარმოების განვითარებას, ამიტომ, საწარმო ისევ მოტოციკლეტების შექმნაზე გადავიდა. ომიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ შეძლო BMW-მ ახალი ავტო–მანქანის – BMW 501-ის გამოშვება.
1958 წელს, ლიმუზინის ტიპის ავტომანქანებზე მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია ფინანსური კრიზისი. კომპანიის მესვეურებს უნდა გადაეწყვიტათ ავტო–სახლის ბედი. განიხილებოდა მისი ლიკვიდაციის ვარიანტიც, Deimler-Benz–ს სურდა BMW-ს აქციების შესყიდვა, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყდა, რომ კომპანია კიდევ ერთხელ გარისკავდა და ახალ მოდელს გამოუშვებდა.
izo1





BMW–მ მცირე ზომის იტალიური ავტომობილის, იზო ისეტას წარმოების უფლება შეისყიდა და მასში საკუთარი მოტოციკლეტის მოდიფიცირებული ძრავი ჩადგა. რისკმა გაამართლა და ბმვ კრიზისიდან გამოვიდა.
BMW 1966 2000 fram














1966 წელს, კომპანიამ ახალი მოდელი – BMW 2000 წარადგინა, რამაც ხელი შეუწყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი BMW–ს მე–3 სერიის ჩამოყალიბებას, მას მოჰყვა მე–5 და მე–7 სერიის პირველი ავტომობილები.
საქართველოში, BMW-ს ისტორია პირველი “ხულიგანკა” – E30–ით იწყება, რომელსაც მოჰყვა “ტროიკა”. დღეს, BMW ყველაზე სასურველ ბრენდად ითვლება, რასაც, Car Book–ის მიერ, ზაფხულში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს. 2012 წელს, ბრენდი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ავტო მწარმოებლად დასახელდა.
90იანი წლებიდან, კომპანია მუდმივად აფართოებს საკუთარ საზღვრებს და შესაძლებლობებს. 1994 წელს BMW–მ ბრიტანული როვერ ჯგუფი შეიძნა, რომელიც აერთიანებდა ბრენდებს – ROVER, Land Rover და MG, მაგრამ 2000 წელს, ROVER-მა დიდი ფინანსური დანაკარგები ნახა, რის გამოც, კომანიამ გადაწყვიტა, ეს კომბაინი კვლავ გაესხვისებინა. ROVER და MG ძველ მფლობელს, ფენიქს კონსორციუმს, ხოლო Land Rover ფორდს მიჰყიდა. BMW–მ მხოლოდ ახალი Mini–ს შექმნის უფლება დაიტოვა, რომლის პირველი მოდელიც 2001 წელს გამოუშვა და ის დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
1998 წელს BMW–მ შეიძინა Rolls Royce–ის სახელი და დღეს უკვე ის აწარმოებს ავტომობილებს ამ ბრენდის ქვეშ, თუმცა ამ გარიგებას საინტერესო ისტორია აქვს. საქმე იმაშია, რომ 1998 წელს, Rolls Royce შეიძინა VolksWagen–მა და არა BMW-მ. კომპანია Rolls Royce–ის შეძენას 380 მილიონ ფუნტ სტერლინგად გეგმავდა და თითქოს შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ VolksWagen–მა Rolls Royce–ის მფლობელებს 430 მილიონი ფუნტი შესთავაზა და ავტო საწარმოც მათ დარჩათ, მაგრამ მხოლოდ საწარმო და არა ბრენდის სახელი. ის ეკუთვნოდა არა Rolls Royce Motors-ს, არამედ აერო–ძრავების მწარმოებელ კომპანია Rolls Royce pls–ს, რომელსაც უკვე ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა BMW-სთან და ბრენდის სახელიც და ლოგოც “RR” ამ უკანასკნელს მიჰყიდა 40 მილიონ ფუნტ სტერლინგად. შესაბამისად, VolksWagen–ი ფლობდა Rolls Royce–ის ყველა საწარმოს და ამ ავტომობილების წარმოების სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა ამის უფლება. BMW-ს ჰქონდა სახელი და ლოგო, რომელშიც 40 მილიონი ფუნქტი გადაიხადა, მაგრამ არაფერი, ამის გარდა. საბოლოოდ, კომპანიებს შორის შეთანხმება შედგა და VolksWagen–ს მიეცა უფლება, 1998–2002 წლებში გამოეყენებინა Rolls Royce–ის სახელი და ლოგო, ამ დროის განმავლობაში კი BMW იმუშავებდა RR-ის მომავალი ძრავის შექმნაზე. 2003 წლიდან კი Rolls Royce–ს მხოლოდ BMW აწარმოებს და VolksWagen–ს დარჩა Rolls Royce–ის საწარმო და ბენტლი, რომელიც  430 მილიონიანი გარიგების პირობებში შედიოდა.
BMW-ს მორიგი დიდი შენაძენი, 2007 წელს, სპორტული მოტოციკლეტების ბრენდი Husqvarna იყო, რის სანაცვლოდაც, კომპანიამ 94 მილიონი ევრო გადაიხადა.
ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან, უზომოდ დიდი კონკურენციის პირობებში, დაიწყო ავტო სეგმენტის გაფართოება და დანაწევრება. შეიქმნა და გაიზარდა მოთხოვნა suv, hatchback და wagon-ის თუ სხვა ტიპის ავტომობილებზე. შესაბამისად, დღეს BMW, კლასების მიხედვით, 28 განსხვავებულ მოდელს გვთავაზობს. ამას ემატება M მოდიფიკაციის 10 მოდელი. ყოველ წელს იზრდება კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი. 2012 – 1,540,085; 2013 – 1,655,138; 2014 – 1,811,719 ავტომობილი. 2014 წლის მაჩვენებელს ემატება 302 000 Mini, 4 000Rolls Royce და 123 000 გაყიდული მოტოციკლეტი.

ახალი Zenos E10 R ფორდ ფოკუსის ძრავით


ბრიტანულმა კომპანია ზენოსმა თავისი ახალი ავტომობილის, E10 R-ის ფოტოები და მის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა. ის გარეგნულად ფაქტობრივად არ განსხვავდება კომპანიის პირველ მოდელ E10-სგან. თუმცა, R-მოდიფიკაცია ფორდ ფოკუს RS-ის ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ასევე მუსტანგის ძრავების გამაში შედის.


სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ტურბო ძრავი ავტომობილის ბაზაშია განლაგებული და 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, უკანა ბორბლებს უკავშირდება. ის 350 ცხენის ძალას (6000 ბრ/წთ-ზე) და 475 ნიუტონმეტრს (4000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ზენოსის მონაცემებით, ამ ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.0 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 250 კილომეტრს აღწევს.

ორადგილიანი ღია კაბინის ცენტრალურ კონსოლზე სენსორული მულტი ფუნქციური TFT ეკრანია განლაგებული, საჭის რგოლის უკან კი მაჩვენბლების ციფრული დაფა განლაგდა. მსუბუქი, კომპოზიტისგან დამზადებული სავარძლები ოთხწერტილოვანი ღვედებით არის დაკომპლექტებული. ოპციის სახით ასევე შესაძლებელია კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული სავარძლების დაყენება, რომლებსაც ექვსწერტილოვანი ღვედები ექნება. ოპციაშივე შევიდა სწრაფად მოსახსნელი საჭის რგოლი.


ზენოსი მყიდველს მოდელ E10 R-ის ვერსია “დრაივ ედიშნსაც” გამოუშვებს, რომელიც შეზღუდული რაოდენობით დამზადდება. განსხვავებული, მძლავრი ძრავის გარდა, ის საბაზო ვერსიისგან ასევე „ბილშტაინის“ რეგულირებადი ამორტიზატორებით და უფრო ეფექტური მუხრუჭებით აღიჭურვა. ეკიპირებაში შევიდა განსხვავებული დეკორატიული ელემენტები. ამასთან, ინტერიერის გასაწყობად ტყავი გამოიყენეს.

ახალი ავტომობილი, რომელიც 700 კილოგრამს იწონის, ბრიტანეთში 39 995 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 60 757 დოლარი) ღირს. ვერსია „დრაივ ედიშნი“ მხოლოდ 15 ცალი დამზადდება და ის 43 995 გირვანქა სტერლინგი (66 833 დოლარი) ეღირება.
                                                                                       წყარო : Smartbox

ტექნიკური დეტალები Bugatti Chiron-ის შესახებ


ბუგატიმ დუბაის სასტუმრო რეჯისში სპეციალური წვეულება მოაწყო, რომელზეც ვეირონის შემცვლელი მოდელის შესახებ მცირე ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა გამოცემა აუტოგესპოტთან საუბრისას განაცხადეს, რომ ახალი ავტომობილი, რომელსაც ამ ეტაპზე სხვადასხვა წყარო Chiron-ის სახელით მოიხსენიებს, ახლანდლი 8.0-ლიტრიანი, ოთხ ტურბოკომპრესორიანი W16 ძრავის ევოლუციური ვერსიით აღიჭურვება. ძრავის სიმძლავრე 1500 ცხენის ძალას, მაქსიმალური მომენტი კი 1500 ნიუტონმეტრს მიაღწევს.


ამ მონსტრის დახმარებით, ავტომობილის ადგილიდან ასამდე აჩქარება სულ რაღაც, 2.3 წამში მოესწრება. ადგილიდან 300 კმ/სთ სიჩქარემდე ავტომობილს 15.0 წამი ეყოფა. ჯერჯერობით არაფერს ამბობენ ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეზე, თუმცა „ანონიმური წყარო“ იტყობინება, რომ სპიდომეტრზე დანაყოფების ზღვარი 500 კმ/სთ-ზეა (311 მლ/სთ).


თუმცა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი ამ სიჩქარეს მიაღწევს. ამ თემაზე Top Gear-ი წერს, რომ მაქსიმალური სიჩქარე 270 მლ/სთ (434 კმ/სთ) რეალობასთან ახლოსაა, 280 მლ/სთ (450 კმ/სთ) შესაძლებელია, 300 მლ/სთ (482 კმ/სთ) კი – შეუძლებელი. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ შიდაწვის ძრავის გარდა, ავტომობილი ჰიბრიდული ტექნოლოგიითაც აღიჭურვოს, რაც სიმძლავრეს და შესაბამისად, სიჩქარესაც გაზრდის. ოღონდ, აუცილებელი იქნება შესაბამისი საბურავების შემუშავებაც.

გარდა ამისა, ავტომობილს 15(!) რადიატორი დასჭირდება, რაც ვეირონის რადიატორების რიცხვზე 5-ით მეტია. ძრავთან 7-საფეხურიანი DSG ტრანსმისია იმუშავებს. ავტომობილის შენელება/გაჩერებას, წინ 420-მილიმეტრიანი, უკან კი 400-მილიმეტრიანი სამუხრუჭე დისკოები მოემსახურება. ავტომობილის წინა ნაწილი 20-დუიმიან, უკანა კი 21-დუიმიან ბორბლებზე დადგება, რომლებიც მიშლენის სერია Pilot Sport PAX-ის საბურავებით შეიმოსება.

კომპანიამ ადრე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ავტომობილს Chiron-ი დაერქმევა, რითაც პატივს მიაგებს სახელოვან მონაკოელ მრბოლ ლუი შირონის ხსოვნას. ახალი ჰიპერ ავტომობილი გარეგნულად კონცეპტუალურ „ვიჟნ გრან ტურიზმოს“ დაემსგავსება. სულ 500 ცალი Chiron-ი დამზადდება, რომელთაგან 120-ზე შეკვეთა უკვე მიღებულია.
                                                                                            წყარო: Smartbox

Saturday, November 14, 2015

აშშ -ში ავტომობილების გასაყიდი ავტომატი გამოჩნდა


ავტომობილის შეძენა – ბევრისთვის სანერვიულო და დამღლელი პროცესი, რადგან მოდელის ამორჩევასთან ერთად, მყიდველმა უნდა შეიტანოს თანხა და გააფორმოს სხვადასხვა დოკუმენტები. რას იტყოდით თუ ავტომობილის შეძენა ავტომატის საშუალებით შეგეძლებოდათ – ზუსტად ისე როგორც შოკოლადის ან გაზიანი სასმელის?

ეს უკვე რეალურია. აშშ -ში შეიმუშავეს პირველი ნამდვილი ავტომატი რომელიც ავტომობილებს ყიდის. გამოგონება ეკუთვნის ახალგაზრდა კომპანია Carvana -ს, რომელმაც გადაწყვიტა ავტომობილის შეძენა მაქსიმალურად მარტივი გაეხადა.


ავტომობილის შეძენის სქემა შემდეგნაირად გამოიყურება: თავიდან კლიენტი ინტერნეტის საშუალებით აფორმებს შეკვეთას. მთლიან პროცესს სჭირდება არაუმეტეს 20 წუთისა. შემდეგ კლიენტი მიდის გაცემის პუნქტში, რომელიც გაფორმებულია როგორც გიგანტური ავტომატი. იქ ის მიიღებს გიგანტურ ჟეტონს, რომელიც უნდა ჩაუშვას სპეციალურ მოწყობილობაში და ამის შემდეგ რობოტები ავტომობილს პირდაპირ კლიენტთან მიიტანენ. ფულის ჩამოჭრა ანგარიშიდან მას შემდეგ ხდება, როდესაც ავტომობილი სალონ-ავტომატის ტერიტორიას დატოვებს.

თავიდან უჩვეულო მოწყობილობის შემქმნელები ავტომობილებს ინტერნეტში კლასიკური სქემით ყიდიდნენ. კლიენტებს პროდუქტის მიღება შეეძლოთ სახლში ან გაცემის პუნქტში მისვლის შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ უმეტესობა ირჩევდა მეორე პუნქტს, Carvana -ს თანამშრომლებმა გადაწყვიტეს პროცესი ნამდვილად დაუვიწყარი გაეხადათ. კომპანია მომავალში გეგმავს მსგავსი ავტომატების ქსელი მთელი ქვეყნის მაშტაბით გახსნას.

 
                                                                 წყარო: Driver.ge

Friday, November 13, 2015

Ford Mustang Shelby GT350R – წლის სპორტული ავტომობილი


ამერიკულმა გამოცემა Road and Track-მა, წლის სპორტულ ავტომობილად Ford Mustang Shelby GT350R დაასახელა. თავისი 5.2-ლიტრიანი V8 ძრავის 526 ცხენის ძალით, ეს ავტომობილი ბევრისთვის საოცნებოა, მაგრამ ჟურნალის კონკურსის ფინალისტთა შორის, სიის შუაში აღმოჩნდა. და მაინც, შედარებით ხელმისაწვდომი ფასით და ბევრი პარამეტრის საშუალეო მაჩვენებლებით, მაინც ყველა კონკურენტი დაჩრდილა და პოპულარული გამოცემის აღიარებაც დამსახურებულად მოიპოვა.

არადა, „როუდ ენდ ტრეკის“ კონკურსში გამორჩეულმა ავტომობილებმა მოიყარეს თავი. მათ შორის იყო: Bentley Continental GT3-R, CadillacATS-V კუპე, Chevrolet Corvette Z06, Dodge Viper ACR, Mercedes-AMG GT S, Porsche Cayman GT4. კონკურსანტებს შორის ყველაზე ძვირი Ferrarri 488 GTB იყო, რომელიც 347 942 დლარი ღირს და დაახლოებით ხუთჯერ ძვირია ყველაზე გამორჩეულ Stang-ზე. თუმცა, ჟიურის წევრებისთვის, თვის ყველაზე საინტერესო მახასიათებელი ფასი ნამდვილად არ იყო.


ჟიურიმ კონკურსში მონაწილე ავტომობილები ჯერ გზებზე ატარა, შემდეგ სარბოლო ტრეკზე და ყველა სპორტულ ვითარებაში „გაწურა“, შემდეგ კი მათ „კორვეტის ეროვნული მუზეუმის მოტორსპორტულ პარკში“ მოუყარა თავი. იქ კი „მუსტანგმა“ ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავად „იგრძნო თავი“.

ჟიურიმ განსაკუთრებით გამოჰყო ამ ავტომობილის ძრავი, რომელიც მუშა მოცულობის ყოველ ლიტრზე, თითქმის 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამით კი ნებისმიერი სუპერ ავტომობილი იამაყებდა. რეალურად, ეს არის სარბოლო ტექნოლოგიებით შექმნილი ძრავი, თუმცა ეს გარემოება ავტომობილის ფასზე თითქმის არ აისახა.ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთი ღირსება, რომელიც გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ლარი ვებსტერმა აღნიშნა, Shelby GT350R ხელმისაწვდომობითაც გამოირჩევა.

ცნობისათვის, Road and Track-ის წლის სპორტული ავტომობილის წოდება შარშან Sporsche 911 GT3-მა“ მოიპოვა, ერთი წლით ადრე კი გამარჯვებული Corvette გახდა.
                                                                                         წყარო: Smartbox