ბევრი ჩვენგანისთვის 60-იანი წლების სუპერმანქანას Ferrari 250 GTO, Ford mustang, ან მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საიდუმლო აგენტის, ჯეიმს ბონდის რჩეული Aston Martni DB 4წარმოადგენს.
თუმცა ამ გიგანტების გვერდით აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ლეგენდებიც რომლებმაც დღემდე მოღწევა ვერ შეძლეს და ისტორიაში დაიკარგნენ. ერთ-ერთ ასეთ სუპერკლასიკას Lancia Flaminia GT Supersport წარმოადგენდა.
Lancia Flaminia პირველად 1957 წელს გამოვიდა და იმ დროისთვის კომპანიის ფლაგმან მოდელს წარმოადგენდა, 13 წლიანი ისტორიის მანძილზე, სანამ 1970 წელს ამ მოდელის გამოშვებას შეაჩერებდნენ 12 600 მოდელზე მეტი ავტომობილი გაიყიდა ევროპის მასშტაბით. ასევე Flaminia-ს მრავალი განსხვავებული ძარა იქნა გამოშვებული, მათ შორის კუპე, კაბრიოლეტი, სედანი, ჰეჩბეკი და საპრეზიდენტო ლიმუზინიც კი, რომელსაც იმდროინდელი იტალიის პრეზიდენტი პირად ტრანსპორტად იყენებდა.
Flaminia-ს საბოლოო ევოლუციას GT Supersport წარმოადგენს, რომელიც თავისი წარმოუდგენელი დიზაინით და მონაცემებით 60-ანი წლების დაუვიწყარ სუპერქარად ჩამოყალიბდა. 1962 წელს მან ყველა კონკურენტი მოდელი დაამარცხა წლის ყველაზე ლამაზი ავტომობილის ნომინაციაში.
GT Supersport-ის მაქსიმალური სიჩქარე ზოგიერთ მოდელზე 210კმ/სთ-ს აღწევდა რაც 1962 წელს ერთ-ერთ საუკეტესო მაჩვენებლად ითვლებოდა.
ნამდვილი ავტომოყვარულებს რომელთა შემოსავალი ათეულობით მილიონის ნაცვლად სულ რაღაც 500,000$-ს შეადგენს Mens.ge გირჩევთ შეიძინეთ Lancia Flaminia GT Supersport ამით თქვენ უდიდეს ისტორიას და საოცარ ხელოვნების ნიმუშს დაეუფლებით.