როგორც ვიცით, ნავთობის მსოფლიო მარაგი უსასრული არ არის, ამიტომ ავტომობილების მწარმოებლები დიზელის და ბენზინის ალტერნატივებს აქტიურად ეძებენ.
გაჩნდა უამრავი გიბრიდული და ელექტრო ავტომობილი და ყველასთვის გასაგებია, რომ მომავალში არსებული ავტო პარკი კარდინალურად შეიცვლება.
ამერიკულმა ფირმამ Laser Power Systems–მა მომავლის ავტომობილის საკუთარი ხედვა წარადგინა. ისინი, ავტომობილების მწარმოებლებს, თორიუმის, როგორც საწვავის გამოყენებას სთავაზობენ. ეს სუსტი რადიაქტიული ელემენტია, რომელსაც უზარმაზარი ენერგიის წარმოება შეუძლია. თორიუმის 232 იზოტოპის 1 გრამს ისეთივე მაღალი ეფექტურობა აქვს, როგორც ბენზინის 28 ტონას!
ეს კი, მომავლის ავტომობილებს მილიონი კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობას მისცემს ყოველგვარი ბენზინის ჩასხმის გარეშე.
ინოვაციური ძრავის ფუძე თორიუმის ლაზერია, რომელიც აცხელებს წყალს და ორთქლის ტურბინებს ატრიალებს. აქტიური ნივთიერება თორიუმის 232 იზოტოპის 8 გრამი იქნება. Laser Power Systems–ის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ძრავის წონა სულ რაღაც 200 კილოგრამზე მეტი იქნება.
თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი სკეპტიკური შენიშვნა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ თორიუმი სუსტი რადიაქტიული ელემენტია, ის მანც რადიაქტიულია. შესაბამისად ძრავის განყოფილება კარგად იზოლირებული უნდა იყოს, ეს კი მაქანის წონას საგრძნობლად გაზრდის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რადიაცია ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს იმ შემთხვევაში ავარია თუ მოხდა. ასევე ბევრ კრიტიკოსს აინტერესებს, როგორ მოხდება მსგავსი ავტომობილების უტილიზაცია.
გავიხსენოთ კომპანია “ფორდ”–ის ცდა 50–იან წლებში შეექმნა მანქანა ბირთვული ძრავით.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს კონცეფცია ყურადღებას იქცევს, ვინ იცის შეიძლება რამდენიმე წელიწადში ასეთი მანქანების წარმოება სერიულიც კი გახდეს.