Tuesday, September 22, 2015
Home »
» CVT გადაცემათა კოლოფი. იგივე ( Continuously Variable Transmission)
CVT გადაცემათა კოლოფი. იგივე ( Continuously Variable Transmission)
დღევანდელი პოსტი ეძღვნება ახალი თაობის ტრანსმისიებს რომლებსაც სუბარუ უკვე აქტიურად იყენებს თავის Legacy-სა და forester-ებში.
CVT ( Continuously Variable Transmission) არის ტრანსმისია რომელიც სრულიად ახალი მექანიზმით მუშაობს იგი არ ჰგავს სხვა დანარჩენებს არც ორმაგ კონუსის დისკიანს და არც წინამორბედ სინგლქლაჩს. ტრანსმისიას არ აქვს გამოკვეთილი სიჩქარეები და შედეგად არც მათი შეცვლა იგრძნობა. მისი პრინციპი ძალიან მარტივია ის წარმოადგენს ჯაჭვით (ცეპით) ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ მბრუნავ ნაწილს რომლებიც ძრავის ბრუნვის მატებასთან ერთად რეაგირებენ და ფართოვდებიან არ ვიწროვდებიან.
შედეგად გვაქვს აქსელერაცია რომელიც იმავე სიმძლავრის ძრავიან მანქანებთან შედარებით უკეთესია რადგან სიჩქარის ცვლილების დროს დრო არ იკარგება. კიდევ ერთი პლიუსია საწვავის უფრო ეფექტური მოხმარება. თუმცა ყველაფერი ასე კარგად როდია, ტრანსმისიას აქვს პრობლემაც. მაგრამ პრობლემა ტექნიკური არაა პირიქიტ ტექნიკურად თითქოს სრულყოფილია.
პრობლემა ისაა რომ მანქანა კარგავს გრძნობას გაზზე ფეხს მიადგამ და ძრავის ხმა მონოტონურად სულ ერთსა და იმავე ბრუნზე ისმის და რაც მტავარია, დართყმა ზურგში რომელსაც სიჩქარის შეცვლა იწვევს აღარ არსებობს. სწორედ ამის გამო ტრანსმისიის ამ სახეობას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს ავტო კრიტიკოსებში.