Sunday, September 20, 2015
ახალი მუსტანგი ე.წ "ცხენის ძალების მეფე"
უკვე ყველა ლაპარაკობს ახალ GT350 და GT350R-ზე, მაგრამ მუსტანგის გულშემატკივრები არანაკლები ენთუზიაზმით ელოდებიან ახალ GT500, რომელიც 2017 წლიდან ჩაესვება მასიურ წარმოებაში.
ფორდის მესვეურების თქმით ის იქნება მეექვსე თაობის მუსტანგის "ცხენის ძალების მეფე" (Horsepower King) ახალი GT500 5.2 ლიტრიანი GT350-ის პლატფორმაზე გამოვა და მას 700+ ცხენის ძალას უწინასწარმეტყველებენ. წარმატებულ ექპერიმენტს, რომ ალუმინის დისკები ჩაენაცვლათ ნახშირბად-ბოჭკოვანი მასალით (როგორც იცით ის GT350R-ში გამოიყენეს და მან საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა) სავარაუდოდ მისით ამ ახალ GT500-საც უბოძებენ, რითაც ავტომობილის წონა საგრძნობლად შემცირდება.
"გამოწვევა მიღებულია და ჩვენს მუსტანგს გაცილებით მეტი HP ექნება ვიდრე HELLCAT-ს" განაცხადეს ფორდის მესვეურებმა და ამით გულშემატკივრები საინფორმაციო ბლოგებსა და საიტებს მიაჯაჭვეს ამ ახალი მონსტრის მოლოდინში.
წყარო: Mustang Team of Georgia