• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Thursday, May 18, 2017

104 წლის ფოტოაპარატით დანახული ფორმულა 1

არსებობს ხალხთა კატეგორია, რომელთა გატაცებაც ე.წ "ძველი სკოლაა"... ჩემსავით. დღევანდელი პოსტიც ჩვეულებრობისგან დიდად არ განსხვავდება თუ არ ჩავთვლით ზემოთხსენებული "ძველი სკოლის" ჩარევას.

როგორც ვიცით, ფორმულა ერთის კადრების დასაჭერად საჭიროა მსწრაფლმფეთქი გადაღება. თუმცა, ეს დიდად არ აღელვებდა ჯოშუა პოლს და 2013 წლის ესპანეთის გრან პრიზე მეტად უცნაური და "ძველი სკოლის" წარმომადგენლით გამოცხადდა. ეს უკანასკნელი კი გახლავთ 1913 წლის Graflex 4x5. რომელიც, ასაკის მატებასთან და ტექნოლოგიურად უძველესი ნაბიჯების მიუხედავად, მაინც შესანიშნავ ფორმაშია 104 წლის შემდეგაც კი (!) თუ როგორში თავად შეაფასეთ...







































Monday, May 15, 2017

Shelby ქეროლ შელბისადმი მიძღვნილ გამოფენაზე 2 ახალ მოდელს წარადგენს


ქეროლ შელბის მე-5 წლისთავთან დაკავშირებით, კომპანიამ გადაწყვიტა მის საპატივსაცემოდ ჩაატაროს გამოფენა 20 მაისს, მათ მთავარ შტაბ-ბინა გარდენაში (კალიფორნია). გამოფენაზე იქნება ისევე როგორც ძველი და ახალი მოდელები, ასევე ორი უახლესი მოდელის დებიუტი, რომლის ნახვაც მედიას გამოფენამდე რამდენიმე დღით ადრე შეეძლება.

Shelby American International-ის და Caroll Shelby Foundation-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელების ჯო ქონვეისა და ნეილ ქუმინგსის თქმით: "გასული ხუთი წლის მანძილზე, Shelby American-მა ბევრი საინტერესო მოდელი წარადგინა მთავარ ავტო შოუებსა თუ საერთაშორისო ღონისძიებებზე. ხოლო წელს, გვინდა ჩვენმა ერთგულმა ფანებმა ახალი მოდელები პირველებმა ნახონ და ვფიქრობ, ამით ქეროლი ნასიამოვნები დარჩებოდა"

"ასევე ვფიქრობთ ეს ქეროლის საპატივსაცემოდ საუკეთესო გზაა, გავაგრძელოთ მისი მემკვიდრეობა საინტერესო, ამაღელვებელი მანქანებით და მსგავსი ღონისძიებებით ენთუზიასტებისთვის, რაც მას ძალიან უყვარდა."

აქვე დავამატებ, რომ 20 მაისი არამარტო გამოფენის თარიღია, არამედ Shelby GT500-ის დაბადების დღეცაა. რაც, რა თქმა უნდა გამოფენასთან ერთად აღინიშნება.

Friday, March 31, 2017

რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან


თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად.
პირველი: გავზარდოთ ტაქტი.
მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი.
მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით.
ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Nitro-burning და Top fuel ძრავების პრინციპი იგივეა - ძრავი დაპროექტებულია ისე, რომ დაწვას ნიტრომეთანი ბენზინის მაგივრად. მათთვის ვინც ქიმიაში ერკვევა ბენზინის ფორმულაა C8H18, ხოლო ნიტრომეთანის CH3NO2. ისევე როგორც ბენზინი და ჰაერი არის შერეული ერთმანეთში რათა მოხდეს აფეთქება, ნიტრომეთანიც ასევე შერეულია აზოტის ქვეჟანგთან.

ნიტრომეთანის უდიდესი უპრატესობა არის ის, რომ ძრავში თითოეული აფეთქებიდან შეგიძლიათ მიიღოთ უფრო მეტი ცხენის ძალა. მართალია იგი ნაკლებად ენერგეტიკულია ვიდრე ბენზინი, მაგრამ შეგიძლიათ დაწვათ უფრო მეტი ნიტრომეთანი ცილინდრში. რაც უდრის მეტ ძალას თითოეულ ტაქტში. ზოგადად საჭიროა 6.8 ლიტრი ჰაერი რათა დაიწვას 0.4 ლიტრი საწვავი, ხოლო ნიტრომეთანის შემთხვევაში კი 0.7 ლიტრი ჰაერი 0.4 ლიტრისთვის. რაც ნიშნავს, რომ ბენზინთან შედარებისას, შეგიძლიათ შეაფრქვიოთ 8ჯერ მეტი ნიტრომეთანი ცილინდრში და მიიღოთ სრული წვა. ეს უფრო თეორიულად, მაგრამ რეალურად რადგანაც იგი ვერ არის ბენზინივით მასიური ენერგიის პირობებში, მასზე  2.5ჯერ უფრო მძლავრია. ასევე შეგიძლიათ ორმაგად ან სამმაგად შეცვალოთ ცხენის ძალები საწვავის შეცვლით, რაც დიდი გაუმჯობესებაა.

ჩვეულებრვივ დრაგის სარბოლო მანქანების ტაქტი 8.9 ლიტრს უდრის, არის სუპერჩარჯირებული და გამოიმუშავებს 6.000 ცხენის ძალას. შეუძლია დაწვას დაახლოებით 4 ლიტრი ნიტრომეთანი წამში, მიახლოებით ეს იგივეა ორი ჩაის კოვზი ნიტრომეთანის ჩაღვრა თითოეულ ცილინდრში.

ასევე მას ერთ-ერთი საინტერესო უნარი გააჩნია: ბენზინივით სწრაფად არ იწვის. იგი იმდენად ნელა იწვის, რომ ვერ ასწრებს მთლიანად დაწვას როდესაც ჯერ კიდევ ცილინდრშია და სარქველები იღება. ასე რომ, გამოსაბოლქვ სისტემას ჯერ კიდევ აფეთქების სტადიაში მყოფი ნიტრომეთანი გამოაქვს ძრავიდან. ზუსტად ამის გამო ვხედავთ ხოლმე მაყუჩიდან ცეცხლსროლას.

Thursday, March 30, 2017

ახალი ცნობები Mercedes-ის სამომავლო ჰიპერქარზე


გასულ წელს Mercedes-მა განაცხადა ახალი თაობის ჰიპერქარის შექმნაზე, რომელიც ფორმულა ერთის ტექნოლოგიით იქნებოდა აღჭურვილი.

ჰიპერქარს Project One ერქმევა. როგორც შტუტგარდელები ამბობენ, მისი მიზანი არ არის სიჩქარის რეკორდის მოხნა, როგორც ეს Bugatti-მ გააკეთა, არამედ იყოს უდიდესი შესაძლებლობის მქონე სარბოლო ტრეკზე. თუმცა Bugatti-ის, Koenigsegg-ის, Pagani-ის, Aston Martin-ის, Ferrarri-ის და ყველა მაღალი კლასის ჰიპერქართა მწარმოებლის კონკურენტი ნამდვილად იქნება.

AMG-ს გადაწყვეტილებით, მას F1 Wo7 Hybrid-თან ბევრი საერთო ექნება და უფრო მეტიც, მისი "გავლენის" ქვეშ შეიქმნება. რაც მათი მეორე ფორმულა ერთზე დაფუძვნებული მანქანა იქნება, რომლითაც არამარტო ტრეკზე, არამედ სამოქალაქო გზებზეც იქნება გადაადგილება შესაძლებელი. (პირველი 1955 წლის W196-ია იგივე 300 SLR) წონასაც მკაცრად საზღვრავენ, 1247 კილოგრამი! რაც დღესდღეობით არცერთი ჰიპერქარის წონა არ არის.

ხელმისაწვდომი იქნება V ტიპის 6 ცილინდრიანი 1.6 ლიტრი მოცულობის 24 სარქველიანი ძრავი, 1000 ცხენის ძალით. რომლის ბრუნიც იქნება 15.000 (!) სარბოლო მდგომარეობაში, ხოლო სამოქალაქო გზების ვერსიაში 10.000. ყოველივე ამას კი ზემოთხსენებული ფორმულა ერთის ძრავი PU106C ითავებს წინა წამყვანი თვლებით. ასევე შესაძლოა პირველი მანქანა იყოს, რომელსაც ტურბულენტური რეაქტიული აალება გააჩნდეს. ამ სისტემას ფორმულა ერთში წარმატებით იყენებენ.

კომპანია მას 2019 წელს წარადგენს ლიმიტირებულ - 300 ერთეულად 2 მილიონი დოლარის ღირებულებით.

Wednesday, March 29, 2017

ამიერიდან შეგეძლებათ Mustang-ის გულისცემა შეიგრძნოთ


გაგიკვირდათ არა? მეც, სხვათაშორის. როგორც ვიცით, უახლესი Mustang-ი მის წინა თაობებისაგან საგრძნობლად განსხვავდება ტექნოლოგიურად თუ ვიზუალურად. Ford-ი მხოლოდ ამას არ ჯერდება და გადაწყვიტა შეგაგრძნობინოთ მისი ახალი ქმნილების გულისცემა, რომელიც ანალოგიურია ნამდვილი სრულწლოვანი მუსტანგის, რაც 30 ფეთქვაა წუთში. ყოველივე ეს კი სტარტერის (Engine Start/Stop) ღილაკზე აისახება წითლად. (იხილეთ ვიდეო)


რაც შეეხება მის სხვა დეტალებს: ძრავთა გამაში შესაძლებელი იქნება ახალი 2.3 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავისა და  V ტიპის 5.0 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავის ოფცია. Ford-ი ირწმუნება, რომ ახალი 5.0 ყველაზე მძლავრი იქნება რომელიც GT ვერსიას ოდესმე ქონია. ხოლო რაც შეეხება ცხენის ძალებს ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ მისი გამოქვეყნებისგან.

ასევე განახლდება გადაცემათა კოლოფიც ახალი 10 საფეხურიანი ავტომატურით, რომელიც Ford-მა General Motor-სთან ერთად შეიმუშავა და მისი მოწინააღმდეგე Chevrolet Camaro ZL1 იყენებს. 

განახლდა ექსტერიერიც, უფრო მრისხანე და ბრაზიანი წინა მხარეს, უკან კი ფარებმა რკალისებური ფორმა მიიღეს. ხოლო ინტერიერში ძველი სამუშაო პანელი ახალი ციფრული 12 ინჩიანი LCD მონიტორით შეიცვალა. ამ ოფციით შეგეძლებათ MyMode-დან შეცვალოთ არამარტო ძრავის, მართვისა და გადაცემათა კოლოფის თავისებურებანი არამედ აპარატურის. ასევე Ford-მა უკეთესი ხარისხის პლასტიკა გამოიყენა და მეტი Soft-touch იქ, სადაც ხელებს ხშირი კონტაქტი ექნება.

ყველაზე საინტერესო კი რაც მას გააჩნია არის Magnetic Adaptive Dampers, რომელსაც ახალი ასევე Shelby GT350 იყენებს. (ეს არის სისტემა რომელიც იყენებს მაგნიტურად კონტროლირებად წევის რეგულატორს, სხვა სიტყვებით, ამორტიზაციაში მაგნეტორეოლოგიური ხსნარია რომელიც კონტროლირდება მაგნიტური ველით).

ასევე აღიჭურვება ახალი უსაფრთხოების სისტემებითა და დამხმარეებით, როგორებიცაა: ქვეითის აღმომჩენი, სავალი ხაზიდან არ გადაცდენის და დისტანციის მატყობინებლით, (პირველი სისტემა როგორც ვიდეოშია აღნიშნული საზღვრავს და აჩვენებს მძღოლს თუ რამდენი ადამიანია მის წინ, ხოლო მეორე სისტემამ თუკი დააფიქსირა ხაზიდან გადასვლა, ნიშანს იძლევა და თავისით ასწორებს მანქანას (ეს სისტემა მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ციმციმას გარეშე ხდება გადასვლა)), ასევე ხაზიდან გადასული მანქანის დამხმარებლით (თუკი ხაზიდან გადავა უნებლიედ სისტემა ნიშანს იძლევა) და მძღოლის საგანგაშო სისტემით (როდესაც სისტემა ჩამონტაჟებული კამერების მეშვეობით საზღვრავს გზას, მძღოლის მართვას და შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით ადგენს მის ფიზიკურ მდგომარეობას თუ რამდენად დაღლილია იგი. თუკი მართვა რეგულარულს არ გავს სამუშაო პანელზე გამოჩნდება "დაისვენე"). 

უახლესი Mustang-ი ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის შემოდგომიდან.

ბოტასი: გადასწრება სხვა ტრეკებზე უკეთესი იქნება


ვალტერ ბოტასის თქმით, ჯერ-ჯერობით არასწორია მოსაზრება თითქოს 2017 წლის ბოლიდებს არ შეუძლიათ გადასწრება და მისი თქმით, ეს სხვა ტრეკებზე დამტკიცდება.

მელბურნში კარგად ვნახეთ თუ როგორი რთული იყო გადასწრება, თუმცა ბოტასი ოპტიმისტურადაა განწყობილი, მისი თქმით რაც მოხდა ავსტრალიაში არ განმეორდება ყველა ტრეკზე. იგი ირწმუნება, რომ შემდეგი რბოლა, ჩინეთში სულ სხვა ისტორიის მატარებელი იქნება.

როდესაც ჰკითხეს თუ რა იყო მისი დამარცხების მიზეზი ავსტრალიაში და რას ფიქრობდა მომავალ რბოლებზე, მან უპასუხა: "ვფიქრობ ეს უფრო ტრეკის სირთულე იყო. ასევე წრეები, რომელსაც გრძელი სწორი მონაკვეთები გააჩნია უკეთესია, რადგან სლიფსტრიმს დიდი ეფექტი აქვს ახლა, ისევე როგორც DRS-ის გამოყენებას. ასე რომ, სადღაც ვიხილავთ სანახაობრივ რბოლას, სადღაც, მაგალითად როგორებიცაა ბარსელონა ან მონაკო, გადასწრებებთან რთულად იქნება საქმე. დავიცადოთ რამოდენიმე რბოლა და ვნახოთ როგორი იქნება სიტუაცია, მაგრამ წლევანდელი ავსტრალია აშკარად რთული იყო შარშანდელთან შედარებით. ვფიქრობ, როდესაც გყავთ ერთნაირი ბოლიდები ერთი და იგივე საბურავებით, უკიდურესად რთულია გადასწრება. ახალი ბოლიდებით კიდევ უფრო რთულია მიყვე, როდესაც 2 წამით დაშორებაში ხარ და დიდი რაოდენობით გრიპს კარგავ. აქედან გამომდინარე გვჭირდება დიდი სიჩქარე რათა ვცადოთ და შესაძლებელი იყოს გადასწრება.".

მისი აზრით, ისეთი ტრეკი როგორიც ალბერტის პარკია, არ გვთავაზობს რეალურად გადასწრების შესაძლებლობას, ისეთივეს, როგორიც კიმი რაიკონენმა შეძლო. ფაქტია, რომ ლაპინ მანქანებმა დაამტკიცა სიმარტივე, რაც არც ისეთი ცუდია როგორც ნახსენები იყო.

"ვფიქრობ ლაპინგი უფრო მარტივი იყო. ცხადია, შესაძლებელია გუნდებს შორის განსხვავება, მაგრამ როდესაც ხარ ტოპ გუნდში, ტოპ მანქანით, სხვის წინააღმდეგ, არასდროს არის ადვილი გადასწრება. აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთი რბოლა ვნახეთ ამ მანქანებით, ზოგი ადვილი იქნება, ზოგი რთული და მომავალ რბოლებში ვნახავთ რა იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ხარისხის საბურავები გაქვს, რა სიჩქარით მოძრაობ და რა ხდება შენს წინ". - ამბობს რაიკონენი

Tuesday, March 28, 2017

ჰემილტონი: ფეტელი უფრო დიდი გამოწვევაა ვიდრე როსბერგი


როგორც ვიცით, ჰემილტონი და როსბერგი ოთხი წლის განმავლობაში იყვნენ თანაგუნდელები Mercedes AMG-ში, სადაც სამი წლის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს ტიტულების მოსაპოვებლად, 2016 წელს კი ყველასათვის მოულოდნელად გაჩემპიონებულმა ნიკო როსბერგმა კარიერა დაასრულა.

ხოლო მას შემდეგ, რაც ფეტელმა 2017 წლის პირველ რბოლაში ავსტრალიის გრან პრის კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა, ჰემილტონს კითხეს, იქნებოდა თუ არა ფეტელისგან წელს უფრო დიდი კონკურენცია, ვიდრე ამას როსბერგი აკეთებდა ოთხი წლის განმავლობაში, რაზეც მან უპასუხა: "უდაოდ. ვფიქრობ წელს ჩვენ სათავეში საუკეთესო მრბოლელებს ვიხილავთ. ასევე კარგი იქნებოდა ფერნანდო ალონსოს ყოფნაც ზემოთხსენებულში, თუმცა უახლოეს მომავალში ეს შეუძლებელია. ჩვენ გვყავს დიდებული მრბოლელი სებასტიანის სახით, რასაც მისი ოთხი ტიტულიც ადასტურებს, მას გააჩნია წარმოუდგენელი ტალღა ფორმულა ერთში. ეს ყველაფერი წლებია გრძელდება და ალბათ კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. მასთან ბრძოლა სასიამოვნოა ასევე შესანიშნავია Ferrari-ს დაბრუნება მოწინავე პოზიციებზე.

ჰემილტონმა ასევე აღნიშნა, რომ მას სასიამოვნო დამოკიდებულება აქვს მის ახალ მეწყვილე ვალტერი ბოტასთან. ხოლო როდესაც მას კითხეს თუ რა განსხვავება იყო როსბერგსა და ფეტელს შორის ურთიერთობაზე, მას კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ შარშან ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს არაერთხელ შეეჯახნენ, მარტო ესპანეთის გრან-პრი რად ღირს. ამ ხშირი უსიამოვნო მომენტებიდან გამომდინარე მათი ურთიერთობა კრიტიკულად დაძაბული იყო, Mercedes AMG-ს ბოსს, ტოტო ვოლფს ხშირად უწევდა საქმეში ჩართვა რათა, პილოტები დაეშოშმინებინა.

Nissan-მა ბიუჯეტური NISMO წარადგინა


Nissan-მა წარადგინა ახალი GT-R Track Edition, რომელიც 65.000$-იან "განსხვავებას შეავსებს" GT-R Premium-სა და GT-R NISMO-ს შორის რაც არც მეტი არც ნაკლები 129,585$ ეღირება. მარტივად რომ ვთქვათ ეს არის NISMO-სა და Premium-ის ჰიბრიდი, უფრო კონკრეტულად კი იგი აერთიანებს Premium-ის V6 ტიპის 3.8 ლიტრი მოცულობის წყვილ ტურბო ძრავს 565 ცხენის ძალით და NISMO-ს შასის.


იგი ასევე შეიმოსა NISMO-ს ფრთებით და 20 ინჩიანი დისკებით, რომელსაც აწარმოებს იაპონური კომპანია Rays. აქვს Premium-თან შედარებით ნახევარი ინჩით უფრო ფართო წინა საბურავები, უფრო მტკიცე და დიდი ჭანჭიკებითა დაფიქსირებული ოთხივე საბურავი და კარკასი და სპოილერი, რომელიც 1.4 მილიმეტრით უფრო სქელია ვიდრე Premium-ის, რაც დამატებით სიმტკიცესა და უკეთეს მართვას განაპირობებს. დამატებით მას კარბონის სპოილერი "ეხმარება" გამოირჩეს მთლიან GT-R-თაგან. (ყოველშემთხვევაში ასეა ნათქვამი)


რაც შეეხება ინტერიერს, Nissan-მა გადაწყვიტა აღეჭურვა მაღალი ფიქსირებადი Recaro-ს სავარძლებით, რომელიც იქნება შავი და წითელი ფერის კომბინაციით.


უახლესი GT-R ხელმისაწვდომი იქნება ზაფხულის ბოლოდან.

Monday, March 27, 2017

Ford-მა ჭერისთვის უსაფრთხოების ბალიში შექმნა


Ford-მა დააპატენტა უსაფრთხოების ბალიში, რომელიც ავტომობილის გადაბრუნებისას ამოქმედდება და მგზავრს დაიცავს.


ბალიში სენდვიჩის ტიპისაა, რომელიც ჩამონტაჟებულია ჭერსა და პანელს შორის. აქტიურდება მხოლოდ და მხოლოდ გადაბრუნების შემთხვევაში და იცავს მგზავრს მექანიკური დაზიანებებისაგან.


უსაფრთხოების გარდა მისი უპირატესობა ასევე მდგომარეობს მის სიმარტივეში, რაც აისახება იმაში, რომ მის ჩაშენება შესაძლებელია როგორც ახალ ისე ძველ მანქანებში და არ საჭიროებს სტრუქტურის მთლიან შეცვლას, რაც დაზოგავს დროსა და თანხას.

პატენტი ჯერ კიდევ 2016 წლის 16 სექტემბერს წარადგინა Ford-მა დიდ ბრიტანეთში, რომელიც საბოლოოდ გამოსცა 2017 წლის 22 მარტს.





გამოქვეყნდა 2018 Honda Civic Si-ის ძრავის დეტალები


CivicX-ის ფორუმის წევრმა Honda-სგან მიღებულ იმეილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ირწმუნება, რომ ახალი Honda Civic Si გამოიმუშავებს 192 ნიუმეტრ ტორქვეს 1.5 ლიტრი ტურბო ძრავიდან. თუმცა წყაროში ცხენის ძალები არ არის ნახსენები, მაგრამ ტორქვეზე დაყრდნობით 200+ ივარაუდება.

საბაზისო ვერსია, პატარა ტურბოთი გამოიმუშავებს 174 ცხენის ძალასა და 162 ნიუმეტრ ტორქვეს, რომელიც იზრდება 180 ცხენის ძალამდე და 177 ნიუმეტრ ტორქვემდე სპორტულ ვერსიაში. როგორც ხედავთ ზემოთხსენებული მონაცემი დიდად არ განსხვავდება საბაზისოსა და სპორტულისაგან, რადგან Honda-ს გადაწყვეტილებით ჩრდილოეთ ამერიკაში Top Civic-ის "მოვალეობას" ახლა უკვე Type R შეასრულებს 2.0 ლიტრი მოცულობის ტურბო ძრავით რომელიც 306 ცხენის ძალასა და 295 ნიუმეტრ ტორქვეს გამოიმუშავებს.

ახალი Civic Si-ის დებიუტი შედგება New York Auto Show-ზე 12 აპრილს.

Thursday, March 23, 2017

GT350-ის მფლობელები Ford-ს სასამართლოში ედავებიან


სასამართლოში Ford-ის წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი, სადაც მას დეფექტური ავტომობილების გაყიდვას აბრალებენ, კერძოთ კი ახალი Shelby GT350-ია ნაგულისხმები, რომელიც გაყიდული იყო როგორც "track-ready", მაგრამ სინამდვილეში არ შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოება ტრეკზე.

მფლობელები რომლებიც ტრეკზე იმყოფებოდნენ ამბობენ, რომ ავტომობილი კარგავს სისწრაფეს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე 15 წუთში. რასაც ასევე ადასტურებს Hagens Berman-ი, რომელმაც Toyota-ს 1.6 მილიარდი დოლარის დავა მოუგო მალული დეფექტისთვის. ასევე General Motors-ს, სანთლების პრობლემის მიზეზით, Volkswagen-სა და Mercedes-benz-სს პროგრამულ თაღლითობაზე და ა.შ.

სასამართლოს მტკიცებით ავტომობილის ბაზირებული მოდელი ან Technology Package, ხურდება გადაცემათა კოლოფისა და უკანა დიფერენციალის დეფექტურობის გამო, რასაც არ შეუძლია უზრუნველყოს ფუნქციისადმი საკმაო გაგრილება მაღალ სისწრაფეზე, გარე გადაცემათა კოლოფისა და დიფერენციალის გამაგრილების გარეშე. როდესაც ეს ხდება, ავტომობილი არსებული ინფორმაციით გადადის ე.წ Limp Mode-ში (Limp Mode მარტივად რომ ვთქვათ ერთგვარი გადაცემათა კოლოფის დაზიანებაა, როდესაც მეორე ან მესამე სიჩქარეში ვარდება და იჭედება), უცბად კარგავს ძალასა და სწრაფად ამცირებს სიჩქარეს.

"როდესაც Ford-მა დაიწყო Shelby GT350-ის გაყიდვა, მათ ზუსტად იცოდნენ ტრეკ-ენთუზიასტების მოწოდება: იგი იყიდებოდა გაზრდილი პერფორმანსით მცირე ტირაჟიან სიმბოლურ ავტომობილად, რომელიც დაკავშირებული იყო რბოლასთან" ნათქვამია Hagens Berman-ის ხელმძღვანელის სტივ ბერმანის მიერ. "ჩვენ გვჯერა რომ Ford-მა იგი გაასაღა როგორც "track-ready", როდესაც იცოდნენ, რომ ზემოთხსენებულ ავტომობილებს ტრეკზე დეფექტი აღმოაჩნდებოდა."

Monday, October 17, 2016

Renault-ის ისტორიაში პირველი პიკაპი


პარიზის მოტორ შოუზე, Renault-ის პავილიონში, შესანიშნავ კონცეპტ Trezor-ს გვერდს სერიული პიკაპი Alaskan-ი უმშვენებდა, რომელიც ფრანგული კომპანიის ისტორიაში, ამ ტიპის პირველი გლობალური ავტომობილია.


ის ნათესავი Nisan-ის პიკაპ Navara-ს პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელზეც მალე თავის პიკაპს Mercedes-benz -იც გამოუშვებს.

Alaskan-ის ძრავების გამაში, რამდენიმე აგრეგატი შევიდა. მათ შორისაა ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი 160 ცხენის ძალით, ასეთივე მოცულობის (ასევეოთხცილინდრიანი) ორი დიზელი, რომელთა სიმძლავრე 160 და 190 ცხენის ძალაა, ასევე წყვილ ტურბოიანი 2.3-ლიტრიანი dCi, რომელიც ასევე ფორსირების ორი ხარისხითაა და ასევე 160 და 190 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.


ძრავს უწყვილდება ან 6-საფეხურიანი მექანიკური, ან 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. პიკაპი შეიძლება იყოს როგორც წინა, ასევე სრულ ამძრავიანი. მეორე შემთხვევაში, ავტომობილი ასევე ელექტრონული, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალითაც იქნება აღჭურვილი.


Renault Alaskan-ის კლირენსი 230 მილიმეტრია და მას 3.5-ტონიანი მისაბმელის ტარება შეუძლია, რაც, როგორც მისი მწარმოებელი ამბობს, კლასში საუკეთესო მაჩვენებელია. პიკაპის საბარგული შეიძება იყოს მოკლე, ან გრძელი. ამასთან, მასში არის ოთხი სამაგრი, რომელიც ბარგის სწრაფად დამაგრებას უზრუნველყოფს.

                                                              წყარო: Renault Georgia

Wednesday, October 12, 2016

Ford-ი Mustang-ს 2018 წელს განაახლებს


მეექვსე თაობის Mustang-ი ბაზარზე 2015 წელს გამოვიდა და მას შემდეგ, გაყიდვების რეკორდებს ხშირად ამყარებს. მაგრამ განახლების დროც მოუახლოვდა - საავტომობილო ბაზარზე ყურადღების მოდუნებას წარმატებული საქმის ჩაფლავება შეუძლია. ამიტომ Ford-ი უკვე მუშაობს მის მოდიფიცირებაზე და განახლებულ ავტომობილს ბაზარზე 2018 წელს გამოუშვებს.

გარეგნულ სიახლეებში იქნება უფრო დახვეწილი რადიატორის ცხაური, წინა და უკანა ფარები, წინა და უკანა ბამპერები. სიახლეები იქნება სალონშიც. რაც მთავარია, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მასქლ ქარი ახალ, 10-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფსაც მიიღებს, რომელიც Ford-მა General Motors-თან ერთად შეიმუშავა და რომელსაც ასევე Stang-ის მთავარი კონკურენტის, Chevrolet Camaro-ს მყიდველს სთავაზობენ.

ძრავების გამა უცვლელი დარჩება. ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი Mustang-ი კვლავაც ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი და ატმოსფერული 5.0-ლიტრიანი V8 ძრავებით აღიჭურვება. ამასთან, 10-საფეხურიან კოლოფს, ოფციის სახით, მხოლოდ V8 ძრავით აღჭურვილი Mustang-ის ამერიკელ მყიდველს შესთავაზებენ. მოგვიანებით, ეს კოლოფი ევროპელი მყიდველისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

Mustang-ის განახლების თაობაზე, ოფიციალურ ინფორმაციას ცისფერი ოვალი ლოს ანჯელესის (ნოემბერში გაიმართება), ან დეტროიტის (იანვარში) უახლოეს მოტორ შოუზე გამოაქვეყნებს.

                                                             წყარო: Ford Georgia

Saturday, October 1, 2016

Mercedess-AMG-ი F1-ის ტექნოლოგიის მქონე ჰიპერქარს ქმნის


მიუხედავად ათასობით ჭორისა, Mercedes-მა მართლაც დაადასტურა ახალი ჰიპერქარის შექმნა, რომელიც გაჯერებული იქნება F1-ის ტექნოლოგიით.

მისი შექმნა კი Mercedes-AMG-ს performance-მა ითავა. რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ F1-ით შთაგონებულ ჰიპერქარზე, იგი მთლიანად გამოიყენებს F1-ის 1.6 ლიტრი მოცულობის V ტიპის 6 ცილინდრიან ჰიბრიდულ ძრავს, ენერგიის აღდგენის სისტემას და ჰიბრიდულ ტექნიკას. რაც, მიახლოებით 1000 ცხენის ძალის ტოლი იქნება. აქედან გამომდინარე, იგი ერთ-ერთი პირველი მანქანა იქნება, რომელიც F1-ის ტექნოლოგიას გამოიყენებს გზებზე.


Mercedes-მა AMG GT C როდსტერის პრეზენტაციისას დაადასტურა, რომ მათი ახალი ჰიპერქარი დაჯაბნის McLaren P1-სა და Ferrari LaFerrari-ის. ასევე გერმანელთა სიაში ახალი Aston Martin AM-RB-001-იც შევიდა.

ვინაიდანაც და რადგანაც მანქანა ჯერ კიდევ შექნის პროცესშია, მასზე არანაირი დეტალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ იმის ცნობა, რომ იგი ინტეგრირებული იქნება მთლიანად F1-თან, დამეთანხმებით საინტერესოა.

Mercedes-ის კვლევისა და განვითარების უფროსის Thomas Weber-ის თქმით, იგი ყველა დროის "ყველაზე ეფექტური და საუკეთესოდ შესრულებული" AMG-ს მანქანა იქნება.

ასევე AMG-ს უფროსის Tobias Moers-ის თქმით, მიწოდება დაიწყება "2 ან 2 წელ ნახევარში". აქედან გამომდინარე პროტოტიპი შესაძლოა მომავალ წელს ვიხილოთ.

Wednesday, September 28, 2016

FIA-მ გამოაქვეყნა Formula 1-ის 2017 წლის სეზონი


FiA-მ ეს-ესაა დაადასტურა 2017 წლის Formula 1-ის კალენდარი, რასაც ავსტრალიის გრან პრი გახსნის და კლავდაკვალ მიყვება ჩინეთი და ბაჰრეინი.

ლოჯისტიკური მიზეზების გამო, ავსტრალია და ჩინეთი თანმიმდევრულად იქნებიან.

Sepang Race now-ს მიზეზით, მალაიზიამ და სინგაპურმა ადგილები გაცვალეს.

კალენდარს, ისევე როგორც 2016 წელს, აბუ დაბი დაამთავრებს.

სამი რბოლა - კანადა, გერმანია და ბრაზილია დამტკიცების პროცესშია.

ასევე დადასტურებულია ევროპის გრან პრისა და ლე მანის 24 საათის "შეჯახება"

იხილეთ კალენდარი:

Tuesday, September 6, 2016

ახალი Land Rover Discovery-ის დებიუტი 28 სექტემბერს


ახალი Land Rover Discovery (ასევე ცნობილი, როგორც LR4 ამერიკის შეერთებულ შტატებში) დებიუტით წარსდგება თვის ბოლოს, Paris Motor Show-ს გახსნამდე. ოფიციალურ ჩვენებამდე კომპანია მხოლოდ ზემოთ არსებული სურათით შემოიფარგლა, რომელიც უდაოდ მკაცრი გამომეტყველებისაა და თანამედროვე სპორტული-ყველგანმავლის იერს ასახავს.

კომპანიამ დეტალების გაზიარება არ ისურვა გარდა მთავარი დიზაინერის, გერი მაკგოვერნის სიტყვებისა. მისი თქმით: "ახალი Discovery განსაზღვრულია როგორც დიდი სპორტული-ყველგანმავალი. Land Rover-ის დიზაინისა და ინჟინერიის ჯგუფმა შეიმუშავა Discovery-ის გეგმა, თუ როგორ შექმნან მაღალ მოთხოვნადი, მეტად მრავალფეროვანი და ძალზე უნარიანი პრემიუმ ყველგანმავალი".

საერთო ჯამში, მას მსგავსება Discovery Sport-თან უფრო მეტი გააჩნია, (ასევე 2014 წლის Discovery Vision Concept-დან აღებულია რეპლიკები) ვიდრე LR4-თან. ასევე ჭორების თუ დავუჯერებთ, Land Rover-ის სპეციალური დივიზია SVO, Hardcore ვერსიასაც შემოგვთავაზებს.

ინტერიერში კი ერთი შეხედვით დიზაინირებულ კოკპიტს შემოგვთავაზებენ, (როგორც ჭორები იტყობინება) რომელიც აღჭურვილი იქნება Jaguar Land Rover-ის 10.2 ინჩის Touchscreen ეკრანით, განლაგებული ცენტრში და InControl Touch Pro infotainment System სისტემით.

რაც შეეხევა ძრავას, სავარაუდოდ წინამორბედი 4 და 6 ცილინდრის მქონე იქნება, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის.

ცნობისთვის, წლევანდელი Paris Motor Show ხუთშაბათს, 29 სექტემბერს გაიმართება.

Wednesday, May 18, 2016

Toyota-ს და BMW-ს ერთობლივი პროექტი ავსტრიაში შეიქმნება

სურათზე Toyota FT-1 (ახალი მანქანების სურათი ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია)

როგორც იცით, BMW და Toyota მუშაობენ ერთად ახალი სპორტული ავტომობილის პლათფორმაზე უკვე 6 წელია და საერთო ნამუშევარი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. ახლა კი მხოლოდ ის ვიცით, თუ საიდან იქნება ის. გერმანული გაზეთი Kleine Zeitung-ის თქმით, ორივე მანქანა იქნება შექმნილი ავსტრიის ქალაქ გრაზში, დამოუკიდებელი სამანქანო მწარმოებლის, Magna Steyr-ის მიერ. დღეის ჟამს Magna ქმნის BMW-ს ორ ავტომობილს: Mini Clubman და Paceman, ასევე სატელევიზიო შოუს ვარსკვლავს, Mercedes-Benz G-class.

BMW ადასტურებს, რომ ახალი ავტომობილი გამოჩნდება პროდუქციაში 2018 წელს, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლან დუმან თუ რა მანქანა იქნება. ნათქვამია, რომ ახალი Countryman ჯეროვნად იქნება წელს და Paceman "გადაშენების" პირასაა, ამის ფონზე კი ვარაუდია, რომ საიდუმლო ავტომობილი სპორტული სახის იქნება.


ინდუსტრიის აზრით, ახალ მანქანას ერქმევა Z5 და აღარ იქნება პრობლემა სლოტთან დაკავშირებით, რისი გამოცვლაც იყო საჭირო და რაც Z4-ს გააჩნდა. გრაზში ახალი მანქანების წარმოება იქნება მცირე რაოდენობით, (დაახლოებით 60.000) როგორც ეს Toyota-ს და Subaru-ს მოდელების: GT86 და BRZ შემთხვევაში იყო.

Toyota-ს მხრიდან ბევრი არაფერია ცნობილი შეთანხმების შესახებ, რომ ახალ მანქანას ერქმევა Supra, როგორც ამას ბევრი ავტოჟურნალი თუ მედია ფიქრობდა. ასევე არ გამოჩენილა მისი მანქანის ტესტირება, როგორც ამას BMW აკეთებს. ასევე არის ცნობა, რომ Toyota იყენებს ახალ ჰიბრიდ სისტემას, რომელიც მან უკვე გამოიყენა WEC (World Endurance Championship) ტიპის მანქანებში. ეს კი მითითებაა იმისა, რომ სპორტული მანქანაა მაგრამ ერთი რამ უკვე ნაცნობია უდაოდ, ეს არ იქნება ახალი Solara.

Sunday, May 8, 2016

ფეტელის ფერარის არანაირი ძრავის დაზიანება არ აღენიშნება


ფერარის თქმით სებასტიან ფეტელის ფერარის არ აღენიშნება დაზიანების კვალი რომელიც რუსული გრან პრის დროს მოხდა.

რბოლის დაწყებისას კვიატი "შეიბოჭა" რის შედეგადაც მეორე მოსახვევში ფეტელს დაარტყა, ფეტელმა რული ვერ დაიმორჩილა და ბარიერს შეეჯახა.

რბოლის შემდეგ, team principal Maurizio Arrivabene-ის თქმით ფერარი დაურწმუნებელი იყო დაზიანების შესახებ, რაც უკვე ფეტელისთვის მესამეა სეზონში.

მან თქვა: "შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო, განსაკუთრებით მანქანის უკანა ნაწილისთვის და ასევე ბარიერისთვის."

ქარხანაში ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ფერარის თქმით არავითარი ვარაუდი არის, რომ ძრავი დაზიანებულია.

გუნდი გამოცვლის გადაცემათა კოლოფს რაც დადგენილი წესია და არ მოიცავს დაჯარიმებას.