• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Saturday, February 27, 2016

Mercedes-Benz–ის ახალი ძრავა


Mercedes-Benz–მა წარმოადგინა უახლესი ტურბო–დიზელის 2 ლიტრიანი I ტიპის 4 ცილინდრიანი ძრავა, რომელსაც პირველად E220d–ში ვიხილავთ. აღნიშნული მოდელი 2016 წლის გაზაფხულიდან გაიყიდება და უახლესი ტექნოლოგიების მქონე თანამედროვე ტურბო დიზელის ძრავათი "OM654–ით" იქნება აღჭურვილი.



ეს გახლავთ პირველი 4 ცილინდრიანი ალუმინის ძრავა Mercedes-Benz–ისგან, რომელიც 13%–ით უფრო ეკონომიურია ვიდრე აქამდე არსებული 2.1 ლიტრიანი ვერსია. ძრავას მუშა მოცულობა შემცირებულია 2 ლიტრამდე, მისი წონა კი სულ რაღაც 168 კილოგრამს შეადგენს.

უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით ახალ ძალურ დანადგარს ძალიან დაბალი ხმა აქვს, ვიბრაციები კი მინიმუმამდეა დაყვანილი. ძალიან საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ შემცირებული მოცულობის მიუხედავად, 2 ლიტრიან ტურბო–დიზელს 1,600–2,800 ბრუნამდე–მდე 192 ცხენისძალა და 400 ნიუტონმეტრი გააჩნია, წარმავალ 2.1 ლიტრიან ძრავას კი 168 ცხენი ჰქონდა 3,800 ბრუნზე. მოცემული ძრავათი აღჭურვილი 2016 Mercedes-Benz E-Class–ი 0–100 კმ/სთ–მდე 7,3 წამში აჩქარდება მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ იქნება.



რაც შეეხება ყველაზე საინტერესო ეკოლოგია/ეკონომიას, უახლესი OM654 ქალაქში 4.3–4.7 ლიტრამდე დიზელს მოიხმარს, ქალაქგარეთ მისი წვა 3.6–4.1 ლიტრამდეა, შერეულად კი მას 3.9–4.3 ლიტრი დიზელი სჭირდება 100 კილომეტრის დასაფარად. ძრავა დაბინძურების თვალსაზრისითაც იდეალურია, რადგან იგი გავლილ კილომეტრზე მხოლოდ 112–102 გრამ CO2–ს გამოყოფს.


როგორც უკვე გითხარით ახალი E220d–ს გაყიდვები 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყება და მისი ფასი 47,124 ევრო იქნება.


Friday, February 26, 2016

ახალი Honda Civic-ის ევროპული ვერსია


Honda თავის პოპულარულ კომპაქტურ ჰეჩბეკ Civic-ის ფოტო თიზერი გაავრცელა, რომელსაც პირველად ძველი კონტინენტის ბაზარზე, ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. თიზერზე ავტომობილის უკანა ნაწილი, ჩაბნელებულ ფონზეა გამოსახული. ეს არის კონცეპტუალური ავტომობილი (ამაზე მიგვითითებს სანომრე ნიშაში არსებული წარწერა – Prototype), რომლის სერიული ვერსიის წარმოებაც (ბრიტანეთში) მომავალ წელს უნდა დაიწყოს.

ამ ფოტოს მიხედვით ძნელი სათქმელია, ეს სტანდარტული Civic-ია, თუ მისი ტემპერამენტიანი ვერსია Type R. შეწყვილებული გამოსაბოლქვის, სახურავის ბოლოში არსებული სპოილერის და ზორბა ვენტილატორების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფოტოზე სწორედ ამ უკანასკნელს ვხედავთ.

კონცეპტუალური Civic-ის გარდა, იაპონური კომპანია სხვა მოდელებსაც წარადგენს. მათ შორისაა ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე Clarity, რომელსაც შვეიცარიულ გამოფენაზე, ევროპული პრემიერა ელის. Honda-მ ის პირველად ოქტომბერში, ტოკიოს შოუზე წარადგინა. მას ფიჭური ელემენტების ბლოკი და მთელი ძალური დანადგარი კაპოტის ქვეშ აქვს მოთავსებული და ერთი სრული გაწყობით, დაახლოებით 700 კილომეტრის გავლა შეუძლია.

კიდევ ერთი სიახლეა კონცეპტუალური Jazz Keenlight, რომლითაც Honda პოპულარული Jazz-ის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობებს გვიჩვენებს. იაპონური კომპანიის სტენდზე შოუსტოპერობას კი ახალი სუპერ ავტომობილი NSX გასწევს, რომლის ევროპული გაყიდვებიც მალე დაიწყება. მისი წყვილ ტურბინიანი DOHC ბაზაშია განლაგებული, მასთან კი წყვილში 9-საფეხურიანი წყვილქუროიანი ტრანსმისია იმუშავებს.

                                                                                    წყარო: Smartbox

Thursday, February 25, 2016

Levante – პირველი უგზობის მაზერატი



ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Maserati-მ თავის ისტორიაში პირველი უგზობის კონცეპტუალური ავტომობილი, Kubang-ი გვიჩვენა. მას შემდეგ, ბაზარი ამ ავტომობილის სერიული ვერსიის მოლოდინშია და აი, მისი დროც დადგა – ჟენევის მოტორ შოუზე, უგზობის Levante-ს მსოფლიო პრემიერა გაიმართება. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი იტალიურმა კომპანიამ, ის ინტერნეტით გავრცელებული ფოტოებით გაგვაცნო.


Fiat Chrysler-ს ამ ავტომობილის წარმოება უკვე დაწყებული აქვს მირაფიორის (იტალია) ქარხანაში, ევროპელი დილერების შოურუმებში ის გაზაფხულზევე გამოჩნდება, შემდგ კი მსოფლიოს დანარჩენ ბაზრებზეც გამოჩნდება. „მაზერატი“ ჯერჯერობით თავისი პირველი უგზობის მოდელის არც ტირაჟს და არც ფასს არ აქვეყნებს.

საშუალო ზომის მდიდრული ქროსოვერი გარეგნულად ბევრად არ განსხვავდება კონცეპტ Kubang-ისგან. მისი გარეგნული დამახასიათებელი ნიშნებია დიდი ზომის რადიატორი და ვიწრო ფარები, ასევე სპორტული პროფილი და მომრგვალებული ფორმები. უკნიდან მის სპორტულ ხასიათზე, ორივე კიდეში მოავსებული წყვილ-წყვილი გამოსაბოლქვი მიგვანიშნებს.

ამ ეტაპზე, Maserati-ს თავისი ახალი ავტომობილის ინტერიერის ფოტოები არ გამოუქვეყნებია. თუმცა ცნობილია, რომ სალონი Ghibli-ს სტილშია შესრულებული. ეს კი ნიშნავს, რომ იქ უხვადაა გამოყენებული ტყავი და ძვირფასი მასალები. გარდა ამისა, ცენტრალურ კონსოლზე ზორბა ეკრანი განლაგდება, რომელიც ინფოტაინმენტ სისტემის ნაწილია.

ასევე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია ავტომობილის აღჭურვილობის და ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაჟონა, ავტომობილი ბენზინის 3.0-ლიტრიანი V6 და დიზელის ასევე 3.0-ლიტრიანი V6 ძრავებით აღიჭურვება. ბენზინისძრავიან მოდელი ორი ვერსიის სახით იქნება. ესენია Levante 350 და Levante 430. პირველ შემთხვევაში, ადგილიდან ასამდე აჩქარება 6.3 წამში იქნება შესაძლებელი, მაქსიმალური სიჩქარე კი 243 კმ/სთ-ს მიაღწევს. მეორე შემთხვევაში კი იმავე აჩქარებას 5.2 წამი დასჭირდება, მაქსიმუმი კი 264 კმ/სთ იქნება. დიზელისძრავიანი „ლევანტეს“ შესაბამისი მაჩვენებლები 6.9 წამი და 230 კმ/სთ-ია.

„მაზერატი“ აცხადებს, რომ „ლევანტეს“ შასის აგებულება, იტალიური კომპანიის ავტომობილებისთვის დამახასიათებელ შესანიშნავ დინამიკურ შესაძლებლობებს და მართვადობას უზრუნველყოფს. და იმავდროულად, ცუდ გზაზე გადაადგილებისას, უბადლო გამავლობას ავლენს და არის ძალიან კომფორტული.

წყარო: Smartbox

ავტომობილები მალე გარე აირბალიშებით აღიჭურვება


Volvo პირველი საავტომობილო კომპანიაა, რომელმაც თავისი ავტომობილი – კომპაქტური ჰეჩბეკი V40, გარე აირბალიშით აღჭურვა (ფოტოზე). ის კაპოტის უკან არის ჩამალული და სახურავის საქარე შუშას იცავს. ასეთი ბალიშის დანიშნულება, ტრავმებისგან ფეხმავლების დაცვაა. ბალიში ფეხმავალს ავტომობილის მყარ ნაწილზე თავის დარტყმისგან იცავს.
ვოლვო პირველი კომპანიაა, რომელმაც ინტერიერის აირბალიშების გამოყენბა დაიწყო და როგორც ჩანს, გარე ბალიშების შემთხვევაშიც ასე იქნება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელმა კომპანიებმა ZF-მა და TRW-მ, რომლებიც ახლახანს გაერთიანდნენ, გარე აირბალიშებთან დაკავშირებით, განსხვავებულ იდეებზე დაიწყეს მუშაობა და უკვე ექსპერიმენტებსაც ატარებენ.
მათ მიერ შემუშავებული ერთ-ერთი იდა იმაში მდგომარეობს, რომ ავტომობილი გარე გვერდითა აირბალიშით აღიჭურვოს, რომელიც გვერდიდან შეჯახებამდე რამდენიმე მილიწამით ადრე გაიბერება და ამგვარად, სალონში მყოფებს ტრავმებისგან დაიცავს. მეორე იდეა გულისხმობს ისეთი მოწყობილობის გამოყენებას, რომელიც ასევე გვერდიდან შეჯახებისას, სავარძლებს ავტომობილის შუისკენ გადააადგილებს და მაქსიმალურად დააშორებს კარს, რომელზეც შეჯახება მოხდა. კომპანია Autoliv-ი, რომელმაც Volvo-ს გარე აირბალიში დაუმზადა, ექსპერიმენტს ატარებს ფოლადის მილზე, რომელიც აირბალიშებს უკავშირდება და საჭიროებისას მათ ერთდროულად ბერავს.
რომ გზებზე ავტონომიური ავტომობილების მომრავლება, საგზაო შემთხვევებს და ტრავმებს შეამცირებს. თუმცა ამის მიუხედავად, ახალი ტიპის აირბალიშების დამკვიდრება მაინც აუცილებელი იქნება. მაგრამ ასეთი ავტომობილების მასობრივად წარმოების დაწყებამდე ჯერაც ბევრი დროა. ამიტომ, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ავტომწარმოებლებს სულ უფრო მეტი სიახლის დანერგვა მოუწევთ.

                                                                                         წყარო: Smartbox

2020 Ford Bronco Concept Designed By a Fan Forum Is Absolutely Perfect

Future Ford Bronco concept designed by the folks at Bronco6G.com hits all the right buttons​


We are all rabid for a new, sixth-generation Ford Bronco. Rumor has it Ford is planning to build one by 2020. The automaker has been trolling Bronco fans for awhile now with teasers and winking hints. And whether you're a fan of the upright 1960s original or the early-'90s version of OJ Simpson fame, you're probably dying to see what a 21st-century Bronco looks like.

Well, we still haven't gotten a glimpse at what, if anything, Ford is planning for the Bronco nameplate. But that hasn't stopped the amazingly talented fans over at Bronco6G.com from taking matters into their own hands, rendering multiple versions of a concept 2020 Ford Broncothat absolutely nail what they, and we, want to see in a two-door 4x4.

"For our Bronco concept, we fused styling elements from previous Bronco generations, the 2004 Bronco concept, and modern Ford trucks and SUVs," Bronco6G.com administrator Tom told R&T in an email. "You can see the classic round headlights and square inset front grille evolved from the 1st gen Bronco, which was also showcased in the retro-futuristic 2004 Bronco concept."

"Our concept features a modern body-on-frame next-generation Bronco that retains a tall, boxy, tough, no-frills design with a strong focus on utility and off-road capabilities. We fitted separate versions with different grilles, wheel fender shapes, varying ride heights, and cargo rack for some different looks," Tom said.



Bronco6G.com intel says that the sixth-generation Bronco (for which the site is named) would most likely be built at Ford's Michigan Truck Plant in Wayne, Michigan, and that the automaker is benchmarking the Jeep Wrangler as its closest competitor.
We definitely dig what they've come up with. There's definitely some current Ford truck DNA in there—look at the shape of the windshield, clearly an F-150 piece—but the unadorned, slab-sided proportions and tidy, short-wheelbase layout is 100-percent Bronco.

                                                    source: Road and Track

Monday, February 8, 2016

Ford Comuta - 60-იანი წლების ექსპერიმენტალური ელექტრო მანქანა


Ford Comuta - "ფორდის" ექსპერიმენტალური ელექტრო მანქანა რომელიც 1960-იან წლებში შეიქმნა. მის ძალას წარმოადგენდა 12 ვოლტიანი 85 ამპერიანი ბატარიები. სრულად დამუხტულს შეეძლო 60 კილომეტრის დაფარვა მინიმალური 40კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მაქსიმალურით 60კმ/სთ.
როგორც ექსპერიმენტალური მანქანა იგი მხოლოდ ერთი შეიქმნა.
იგი ზომაში ძალიან წააგავს ინგლისურ Peel P50ს

Wednesday, January 20, 2016

Nissan Skyline R34


ეს ლეგენდარული ავტომობილი 1998 წელს გამოჩნდა , განახლებული სავალი ნაწილით და სხვა განახლებებით. R34 მოკლეა თავის წინამორბედთან შედარებით. გააძლიერეს ტურბოკომპრესორი. სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიქმნა 6 საფეხურიანი სიჩქარის კოლოფი GETRAG. V-Spec-ის მოდელებზე დაყენდა ინტერქულერის ტემპერატურის სენსორი. R34 GT-R -ზე დააყენეს 5.8" LCD ეკრანი რომელიც საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ პარამეტრებს როგორიცაა : ტურბოკომპრესორის წნევა , ზეთის და გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა.
ისევე როგორც R33 , R34-საც უყენებდნენ ATESSA E-TS Pro System-ს. მაგრამ სტანდარტულ GT-R -ზე "Pro" სისტემას არ აყენებდნენ. V-Spec- მოდელს გააჩნდა შედარებით მდგრადი დაკიდების სისტემა.


R34 GT-R -ის შემდეგ ვერსიას ერქვა M-Spec. მოდელი V-Spec -ს გავდა , თუმცა შედარებით რბილი დაკიდების სისტემა და ტყავის სალონი გააჩნდა.
მეხუთე თაობის GT-R -ის წარმოებსას Nissan -მა დაიწყო ახალი ვერსიის დაპროექტება სახელად N1, რომელიც ადრე R32 -სა და R-33 -ზე იყო გამოშვებული, და თავიანთ წინამორბედებთან შედარებით ტექნიკურად გაცილებით რთული მახასიათებლები გააჩნდა. N1 -ში არ იყოს : კონდიციონერი და სტერეო სისტემა. ამ კომპლექტაციით მხოლოდ 45 ავტომობილი გამოუშვეს , აქედან 12 Nismo (Nissan Motorsport) -მა გამოიყენა სპორტული ჩემპიონატისთვის Super Taikyu. დარჩენილი მანქანების უმეტესობა მიჰყიდეს სპორტულ და ტუნინგის კომპანიებს.
1999 წლის აგვისტოს Nissan -მა წარადგინა მოდელი სახელად V-Spec II. ავტომობილი აღჭურვეს გაცილებით ხისტი დაკიდების სისტემით ვიდრე V-Spec . ახალ ვერსიაზე გამოჩნდა კარბონის ძრავის სახურავი , რომელიც ალუმინზე გაცილებით მჩატეა, აქამდე დაყენებულ სხვა ნებისმიერ GT-R -თან შედარებით.


2002 წლის თებერვალში Nissan -მა R34 GT-R -ის ბოლო ვერსია გამოუშვა , სახელად Nür. იგი იყიდებოდა 2 ვერსიის სახით : Skyline GT-R V-Spec II Nür და Skyline GT-R M-Spec Nür. სახელწოდება Nür ლეგენდარული ტრასის ნიურბურგრინგის (Nürburgring) საპატივცემულოდ დაერქვა. ორივე ვერსია კომპლექტირებული იყო მოდერნიზებული ძრავით RB26DETT N1-ის ბაზაზე, რომელიც ეხმარებოდა მანქანას განევითარებინა დაახლოებით 300 კმ/სთ.


Sunday, January 17, 2016

Ford Shelby GT350 51 წლისაა


ერთხელ ქეროლ შელბიმ იკითხა თუ რამდენი ნაბიჯი იყო ოფისიდან სამუშაო შენობებამდე. ფილ რემინგტონმა კი მიუგო 350. ასე დაერქვა ლამაზმანს GT350.

დღეს ამ ქალბატონის დაბადების დღეა და ლეგენდა უკვე 51 წლისაა! smile emoticon

1965 წლის 17 იანვარს "ფორდის" ქარხანას მოევლინა ახალი შვილობილი "მუსტანგის" სახით, რომელსაც GT350 უწოდეს. წარსდგენისთანავე საზოგადოება მალევე მოხიბლა მისმა გამოკვეთილმა ნაკვთებმა და აგრესიულმა ხედვამ.

ასეთმა წარმატებამ დაბადა ასევე მისი სარბოლო ვერსია რომელსაც "GT350R" ეწოდა და სულ რაღაც 34 ეგზემპლარი შეიქმნა.მისი სარბოლო კარიერაც ასევე წარმატებული გამოდგა, რადგან 70-იანი წლების დასაწყისში SCCA-ს სარბოლო ტიტულები დაიპყრო.
2012 წელს აუქციონზე ის დააახლოებით 1 მილიონ დოლარად გაიყიდა. (999 000$)
P.S მუსტანგერებო თქვენ კი გილოცავთ

Thursday, January 14, 2016

The 300MPH Capable F80 Ferrari Will Shame All Other Hypercars

The Ferrari will be powered by a hybrid drivetrain that pairs a KERS system with a combustion engine and would produce 1200 hp. Thats some serious horsepower. I thin Ferrari is on to something here.




The iconic V12 would be replaced by a 900hp twin turbo V8 setup, which would be married with the 300hp KERS system. Theis ridiculous two-seater would zoom from 0 to 62 mph in only 2.2 seconds with a top speed of a whopping 310mph.
Still like you and many others I’d like to see it powered by a naturally aspirated V12 engine, but let’s not forget that the legendary Ferrari F40 was also powered by the same V8 power plant.


                                                                Source: Turbosociety

Wednesday, December 30, 2015

Audi 2016 წელს ორ კროსოვერს გამოშვებს


Audi -მა 2016 წლის ზოგიერთი გეგმა გაგვიზიარა – კომპანია გამოუშვებს ორ ახალ კროსოვერს, უფრო კონკრეტულად კი ახალი თაობის Q5 -სა და კომპაქტურ Q2 -ს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის პრეს სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

უმცროსი, როგორც მოსალოდნელია, ჟენევის ავტოსალონში წარსდგება. მარკის ყველაზე პატარა კროსოვერი აწყობილი იქნება MQB -ს ბაზაზე, ხოლო ძრავათა გამაში შევლენ ბენზინისა და დიზელის ტურბო ძრავები, სიმძლავრით 140-230 ცხენის ძალა. ამას გარდა გამოჩნდება პლაგინ-ჰიბრიდული ვერსიაც და შესაძლოა ბენზინის 300 ცხენის ძალის მქონე ტურბო ძრავაც.

ახალი Q5  გამოვა  RS ვერსიაშიც, რომელიც აღიჭურვება 2,5 ლიტრი მოცულობის 5 ცილინდრიანი ტურბოო ძრავით, რომლის სიმძლავრეც შეადგენს 400 ცხენის ძალას. მოდელი აწყობილი იქნება ახლანდელი A4 -ის გაუმჯობესებულ პლატფორმაცზე ( იგივე MLB). ავტომობილი წონაში 100 კგ -ით დაიკლებს.

ამით სიახლეები არ დამთავრებულა – ასევე ცნობილია, რომ შემდეგ წელს Audi თავის განვითარებაში 3,2 მილიარდ ევროს ჩადებს. თანხები კომპანიის საშინაო ქარხნების მოდერნიზაციაზე, კონცეპტ e-tron quattro -ს სერიულ გაგრძელებასა და სხვა ღონისძიებებში დაიხარჯება.

                                                               წყარო: Driver.ge

Mercedes-Benz -ში “ღამის” SLC გააკეთეს


ახალმა Mercedes-Benz SLC -მ (სახელ შეცვლილი SLK) უკვე მიიღო რამოდენიმე კოსმეტიკური განახლება – როდსტერს ტრადიციული Night Package დაუმატეს. მსგავსი განახლება მოუმზადეს მოდელის თითქმის ყველა ვერსიას, AMG ვარიანტის ჩათვლით.

“ჩვეულებრივ” SLC -ებს შეუძლიათ დაიკვეხნონ შავ ქრომში გადაწყვეტილი რადიატორის ჩარჩოებით, 18 დიუმიანი დისკებით, ასევე შავ ქრომში გადაწყვეტილი გამოსაბოლქვი სისტემის მილებითა და ა.შ.

ყველაფერ ამის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია. ავტომობილის გაყიდვები დაიწყება იანვრის შუა რიცხვებში. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ სახელ შეცვლილი SLK ასევე შეიცვალა გარეგნულადაც. ავტომობილმა მიიღო შუქდიოდური ოპტიკა, ახალი ძრავების გამა, 9 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და რეჟიმის არჩევის სისტემა Dynamic Select-ი.



Tuesday, December 29, 2015

Top Gear-ის ახალი წამყვანები


პოპულარული საავტომობილო გადაცემა Top Gear-ი მალე ეთერს ახალი წამყვანებით და შეცვლილი ფორმატით დაუბრუნდება. ტელეგრაფის ინფორმაციით, გადაცემის მასპინძელ კრის ევანსს, რომელიც გადაცემის ახალ ფორმატზე უკვე მუშაობს, ასევე ცნობილი საავტომობილო წამყვანი – კრის ჰარისი და გერმანელი ქალი მრბოლი საბინე შმიტცი შეუერთდებიან.


49 წლის ევანსს ნათქვამი აქვს, რომ აღარ აპირებს გადაცემის ძველი სახის შენარჩუნებას სამი წამყვანით. თუმცა ისიც დასძინა, რომ პერიოდულად თანაწამყვანები ეყოლება. რამდენი, არ დაუზუსტებია. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა ცვლილებებს გეგმავს გადაცემის სტრუქტურაში. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემაში ასევე იგეგმება ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, დევიდ კულტჰარდის მიწვევა, ოღონდ მისი როლი არ ზუსტდება.


კრის ჰარისი ცნობილი საავტომობილო წამყანია. მან სახელი გაითქვა ბრიტანულ გამოცემებში – „ავტოქარსა“ და „ევოში“ მუშაობისას. გარდა ამისა, Youtube-ზე საკუთარი მიმოხილვები მიჰყავს რუბრუკით „დრაივ“. ამჟამად ასევე მიჰყავს საკუთარი ვიდეობლოგი „კრის ჰარის ონ ქარზ“, რომელსაც 320 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ჰარისი 40 წლისაა და შარშან სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნ სტატია სათაურით: „ლამბორგინი არის საუკეთესო ავტომობილი მათთვის, ვისაც მართვა არ ეხერხება“. ამ სათაურის გამო, იტალიურმა კომპანიამ მას საკუთარი ავტომობილების მიმოხილვა აუკრძალა.


46 წლის საბინე შმიტცს ხშირად „ნურბურგრინგის დედოფალს“ უწოდებენ. ის თავისი BMW M5-ით გერმანულ ტრეკზე საჩვენებელ გამოსვლებს აწყობს ხოლმე, რომლებიც „რინგ ტაქსის“ სახელითაა ცნობილი. ნურბურგრინგზე ის 24-საათიან რბოლებში ასპარეზობს. ერთხელ „ტოპ გიარშიც“ მიუღია მონაწილეობა. მაშინ მან ნურბურგრინგზე ერთი წრე „ფორდ ტრანზიტით“ 10 წუთსა და 08 წამში გაიარა.


კულტჰარდი ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და BBC-ის ფ1-ის რეპორტაჟების თანაწამყვანია. გარდა ამისა, ხშირად მონაწილეობს რედ ბულის სარეკლამო აქტივობებში. გამოცემა „სანმა“ ბრიტანელი მრბოლი რატომღაც არაქარიზმატულ წამყვანად მოიხსენია. თუმცა ფაქტია, რომ 44 წლის კულტაჰრდი, ვის ანგარიშზეც ფ1-ში 13 გამარჯვება, 12 პოული და 62 კვარცხლბეკია და ვინც ერთხელ ფ1-ის ვიცე ჩემპიონი გახდა, განახლებული გადაცემისადმი დიდ ყურადღებას მიიქცევს.

ახალი „ტოპ გიარის“ პირველი ეპიზოდი ეთერში 8 მაისს გავა.

                                                                                                წყარო: SmartBox

Friday, December 25, 2015

ახალი BMW X3 -ის პირველი დეტალები ცნობილია


2017 წელს კომპანია BMW ბაზარზე კროსოვერ X3 -ის ახალი თაობის გამოშვებას აპირებს, რომელიც მიიღებს ჰიბრიდულ მოდიფიკაციას და 435 ცხენის ძალის მქონე “დამუხტულ” ვერსიას.

ინსაიდერების ინფორმაციით, ახალი BMW X3 გერმანული მარკის პირველი კროსოვერი იქნება, რომელიც აწყობილი იქნება ახალ მოდულურ არქიტექტურაზე. ასეთი გადაწყვეტილება სალონში სივრცის გაზრდის, ახალი კონსტრუქციის სავარძლების დაყენებისა და მგზავრების კომფორტის გაზრდის საშუალებას იძლევა.

კიდევ ერთი სიახლე იქნება ახალი ჰიბრიდული ვერსიის გამოჩენა, რომლის სიმძლავრეც 252 ცხენის ძალა იქნება. ასეთი BMW X3 მხოლოდ ელექტროენერგიაზე შეძლებს 40 კმ -ის დაფარვას, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში 100 კმ  -ზე მხოლოდ 2,1 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ამასთანავე ლითიუმ-იონური ბატარეების დამუხტვა შესაძლებელი იქნება როგორც კაბელის საშუალებით, ასევე უსადენო რეჟიმში.

სამ ცილინდრიან ძრავებს ახალი BMW X3 არ მიიღებს. მათ მაგივრად აღიჭურვება 2,0 ლიტრი მოცულობის ოთხცილინდრიანი და 3,0 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი ძრავებით. ყველა აგრეგატის სიმძლავრე გაიზრდება მინიმუმ 15 ცხენის ძალებით. ამის გარდა მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება BMW X3 xDrive M40i ვერსიაც, რომელიც აღჭურვილი იქნება 3,0 ლიტრი მოცულობის ექვს ცილინდრიანი ბი-ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრეც შეადგენს 360 ცხენის ძალას. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ BMW X3 M -ის გამოჩენა იქნება,  რომელიც აღიჭურვება 435 ცხენის ძალის მქონე ძრავით. მსგავსი ძრავა პირველად დაყენდა BMW M3 -სა დაM4 -ზე. დამუხტული კროსოვერის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წელს.


                                                                 წყარო: Driver.ge

Tuesday, December 15, 2015

Ford-Powered Rhino GX is a Civilian MRAP


As mass shootings grow ever more present, don’t you think it’s time that the rest of the population is in up armored troop transports? But maybe more utilitarian and less militaristic? Well, look no further than U.S. Specialty Vehicles and their Rhino GX.
This is the same outfit that is already bringing back the Hummer HX concept from a few years ago using heavily modified Jeeps. Essentially, the Rhino GX is a Ford Super Duty that’s been effectively turned into an MRAP for civilian use.

The exterior is made from dual layers of 20-gauge steel and the interior is definitely, let’s just say interesting? The standard Rhino GX costs around $150,000, but after added a bunch of available options, you’re looking closer to $200,000. A bargain if you think the world is coming to an end in the coming weeks, but not exactly a normal grocery getter. In comparison, the MRAP costs $1,000,000 a piece, so on that note, it’s a hell of a deal.
What do you all think? Is this Ford Super Duty conversion ready for the inevitable zombie apocalypse?

                                                                      Source: Ford-Trucks

ცნობილია თუ რამდენი ქულა დაგაკლდებათ ამა თუ იმ დარღვევაზე


•ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა მიხედვით ქულათა შემცირების სისტემა ასეთია: 
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის - 20 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –30 ქულა; 

•სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის – 30 ქულა;
•იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა, – 15 ქულა;
•ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 10 ქულა;
•მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა – 15 ქულა;
•მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა – 5 ქულა;
•სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა – 5 ქულა;
•იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, – 5 ქულა;
•იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, – 15 ქულა;
•იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული – 15 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, – 15 ქულა;

•იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით – 5 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 10 ქულა, ხოლო მისი მესამედ და შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 15 ქულა; −
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 20 ქულა;

•სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით – 15 ქულა; 

•აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში – 20 ქულა; აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, – 10 ქულა;
•იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ, – 15 ქულა; სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი – 20 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 40 ქულა;
•სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისთვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის – 15 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 25 ქულა; მისი განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 30 ქულა;
•"B" კატეგორიის ან "A1" ან "B1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა – 20 ლარი;
სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 10 ქულა;

•სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, – 20 ქულა;
•სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 40 ქულა;
•საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, – 15 ქულა;

•სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, – 25 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, – 35 ქულა;
•სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 10 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, – 20 ქულა;
•სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, – 25 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 40 ქულა;
•ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, – 5 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 10 ქულა; − მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – 5 ქულა;
•სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, – 10 ქულა;
•გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – 10 ქულა;
•სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა – 5 ქულა; − მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ("დაუთმე გზა", "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი ("შესვლა აკრძალულია", "მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – 10 ქულა;
•შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 20 ქულა;
•შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – 30 ქულა;
•ამკრძალავი ნიშნის "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – 5 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – 20 ქულა;

•ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, – 20 ქულა; საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 25 ქულა;

•ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 30 ქულა;

•საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა – 10 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 15 ქულა;

•საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 25 ქულა;

•საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 30 ქულა;

•საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის "საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ" ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება – 15 ქულა;

•გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას – 15 ქულა;
ცვლილებები "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და მასთან ერთად, ოთხ კანონში შედის.

Saturday, December 12, 2015

ექსპერტებმა მსოფლიოში საუკეთესო ძრავები დაასახელეს


ამერიკულმა გამომცემლობა Ward’s Auto -მ გამოაქვეყნა მსოფლიოში 10 საუკეთესო ძრავის რეიტინგი. პრეტედენტების სია შედგებოდა 31 ძალური აგრეგატისგან. მათგან 10 შარშანდელ კონკურსშიც მონაწილეობდა, ხოლო დანარჩენი 21 იყო ახალი და განახლებული აგრეგატი. ავტომობილები, რომლებზეც ყენდებოდა ძრავები უნდა ყოფილიყვნენ სერიულები და მათი ღირებულება უნდა შემდგარიყო არაუმეტეს 61 000 დოლარისგან.
ძრავებზე ტესტები ჩაატარეს Ward’s Auto -ს რედაქტორებმა ამ წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში. მათ შეაფასეს სიმძლავრე, ბრუნვითი მომენტი, ეკონომიურობა, ხმაური და ძრავის სხვა მახასიათებლები. “დიზელის სკანდალის” გამო კონკურსიდან მოხსნილი იქნა Volkswagen -ის ძრავები.
TOP 10 ძრავების სია კი შემდეგია:
  1.  3.0 ლ. Turbo DOHC I-6 (BMW 340i)
  2.  3.6 ლ. DOHC V-6 (Chevrolet Camaro/Cadillac ATS)
  3.  1.5 ლ. DOHC 4-cyl./120-kW Drive Motor (Chevrolet Volt EREV)
  4.  5.2 ლ. DOHC V-8 (Ford Shelby GT350 Mustang)
  5.  2.0 ლ. DOHC 4 ცილ./50კვტ. Drive Motor (Hyundai Sonata PHEV)
  6.  3.5 ლ. DOHC V-6 (Nissan Maxima)
  7.  3.0 ლ. Turbodiesel DOHC V-6 (Ram 1500 EcoDiesel)
  8.  2.0 ლ. Turbocharged DOHC 4 ცილ. Boxer (Subaru WRX)
  9.  1.8 ლ. DOHC 4-cyl./53-kW Drive Motor (Toyota Prius HEV)
  10.  2.0 ლ. Turbo/Supercharged DOHC 4 ცილ. (Volvo XC90)

                                                                       წყარო: Driver.ge

Friday, December 11, 2015

And he tells us a little bit (a very little bit) about one of them, the Fisker Force 1

A bird's-eye view of Henrik Fisker;s drawning board, showing one of the two cars he will debut in Detroit. Fisker promises it'll be an American supercar.

Design icon Henrik Fisker, he of the Aston Martin DB9, BMW Z8 and his very own Fisker Karma, will debut two new cars at the Detroit auto show. He is only talking about one of them, though, and it looks like it’ll be a doozy  -- The Force 1 (yes, he capitalizes the “The”).
But when we say talking, it’s more like hinting. As you can gather from the design drawing attached here, the car will be a two-seat sports car/supercar. Fisker says it will be based on an existing front/mid-engine rear-drive American car, but he would not say which front/mid-engine rear-drive American car. If we had to guess, we’d guess Corvette.
“This high-performance automobile is an American take on a super sports car featuring powerful, dramatic sculptural exterior styling, Ultra Thin Ventilated (UTV) laser blade tail lamps and a luxurious contemporary interior for two people,” reads the press release. “The body on the limited edition auto is all carbon fiber sitting on 21-inch wheels with high performance Pirelli P Zero tires, controlled by a unique new active suspension.”
Clearly Fisker is a designer, because who else but a designer would point out the taillights and the 21-inch wheels before saying anything about the drivetrain? He did clarify that the drivetrain would have a powerplant that would be “…amongst the world’s highest output natural(ly) aspirated engine(s) in a road car, driven by the rear wheels either by a six-speed manual or optional paddle shift auto box.”
Pricing would be between $200,000 and $300,000 when the car starts its production run of "up to" 50 units, all built in Michigan.
So he’s putting a carbon fiber body of his own design on what, a Corvette? Maybe it’s those guys putting the Corvette engines into Fisker Karmas? He wouldn’t say. If you can think of any other possibilities, e-mail them to us.
Fisker did say that the suspension was designed by “…an acclaimed American race car driver.”
“I met and talked with an American racer, who still races, and he had developed an active suspension for a vehicle he’s racing, so we thought it’d be the right type of setup for us,” Fisker said when we caught up with him by phone as he himself raced between airports on his way to Detroit.
No details were spilled about that suspension nor even about the mysterious race car driver. Which, of course, led us to speculate wildly about that, too. Which active American Corvette racer also has engineering smarts? Let’s see, John Heinricy (retired in 2008), Ron Fellows (no, he’s Canadian), uh… Antonio Garcia (Spanish), Jan Magnussen (Danish, like Fisker, but maybe he got a green card or something?), Oliver Gavin (British), Tommy Milner? Hey, we know Milner. Milner, is it you?
But we’re also speculating that it is a Corvette racer, and it could be any American racer/engineer. And the racer isn’t the only one.
“There’s a couple more people involved in this venture whom you know very well,” said Fisker, though once again, adding nothing in the way of details.
But that’s how you build up suspense. Otherwise it’d just be another car lost in the Detroit River tidal wave of new cars. Very clever, Henrik.
“I’m trying to keep up the suspense and excitement,” Fisker said, just before hopping on his flight. “It’s exciting to see an American small car company in this market dominated by Europeans. You’re seeing traditional larger carmakers looking for this perfect all-around vehicle. We’re going to be a little more on the edge in luxury, style and power. It’ll be more radical.”
We’ll just have to wait another month to find out how radical and just how close our wild speculation was to the truth. But so far it sounds like a cool car.
                                                         Source: autoweek.com

Thursday, December 10, 2015

რუსები ГАЗ-69-ს აცოცხლებენ!


რუსული ტიუნინგ-კომპანია Truck Garage ყველგანმავალ ГАЗ-69-ის 12 ახალ ეგზემპლარს ქმნის. პირველი ავტომობილი 6,4-ლიტრიანი V8 HEMI ძრავით იქნება აღჭურვილი - 425-ცხენისძალიანი სიმძლავრით. შესაძლებელი იქნება 5,7-ლიტრიანი ძრავის მქონე ვერსიის შეკვეთაც, რომლის სიმძლავრე 360 ცხენის ძალა იქნება. რუსები პრემიერას გაზაფხულზე გეგმავენ.


ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თანამედროვე ГАЗ-69 ძველი მოდელისგან მხოლოდ ძარას და ჩარჩოს მიიღებს - რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებებით. ავტომობილს, რა თქმა უნდა, სრული ამძრაობა და დიფერენციალის ბლოკირებაც ექნება. ასევე: წინა და უკანა ამორტიზატორების რეგულირება, სრულად დისკური მუხრუჭები, 17-დუიმიანი დისკები უგზოობის საბურავებით და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, Chrysler 545RFE ტრანსმისია.


ცხადია, შეეცდებიან ინტერიერის შეძლებისდაგვარად თანამედროვე სტილში მოწყობას - ტყავის სავარძლებით, მულტიმედია-სისტემით, წინა სავარძლების ელ. რეგულირებით და ა.შ. Truck Garage ავტომობილის სამ ვერსიას შექმნის: მყარი სახურავით, გადასაწევი სახურავით და პიკაპს. ახალ ГАЗ-69-ს სანკტ პეტერბურგში ააწყობენ და მისი ფასი, სკამზე კარგად დაჯექით, დაახლოებით 60 000 ევრო იქნება.


აქვე ვთქვათ, რომ ორიგინალი ГАЗ-69 1952-დან 1972 წლამდე იწარმოებოდა. აღჭურვილი იყო ბენზინის 2,1-ლიტრიანი აგრეგატით (55 ცხენის ძალა). 1956 წლამდე ავტომობილს ნიჟნი ნოვგოროდის (ყოფილი გორკის) ავტოქარხანაში (Горьковский автомобильный завод - ГАЗ) აწარმოებდნენ, მოგვიანებით კი მისი წარმოება ულიანოვსკის ქარხანაში (Ульяновский автомобильный завод - УАЗ) განაგრძეს.


                                                                    წყარო: AutoBild