• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Wednesday, September 30, 2015

ტესლამ ყველას გადაუფრინა: გაიცანით Tesla-ს პირველი SUV - Model X


Tesla-ს შეფი ელონ მასკი რომ განსაკუთრებული ტიპია, ეს AUTO BILD-ის მკითხველებმა უკვე იცით. და აი, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მასკი გამორჩეულია: ”ტესლამ” თავისი პირველი SUV არა ფრანკფურტის ავტოშოუზე, რომელიც კვირას დასრულდა, არამედ ამ ერთ-ერთი უდიდესი ავტოგამოფენის დამთავრების შემდეგ, ცალკე წარმოადგინა. გაიცანით: Tesla Model X.


ეს გახლავთ ”ტესლას” ელექტრო-SUV, რომელმაც, უნდა აღინიშნოს, საკმაოდ დააგვიანა, რადგან ელონ მასკს მისი პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს: თქვენ წინაშეა Tesla Model X, რომელიც ამერიკაში უკვე იყიდება.


წინა მხრიდან ავტომობილი, რა თქმა უნდა, საკმაოდ ჰგავს Model S-ს, გვერდიდან კი გაცილებით მაღალია. როგორც მოსალოდნელი იყო, Model X დამატებითი ოფციის სახით ხელმისაწვდომია სავარძლების მესამე რიგით და 7 მგზავრს იტევს. გარკვეულია Tesla-ს პირველი SUV-ის ფასიც: ახალი მოდელის პირველი ვერსიები, სახელწოდებით Signature, 117 000 ევრო ღირს. თუმცა ეს ამერიკული ფასია, ევროპაში კი, სავარაუდოდ, უფრო ძვირი იქნება.


ელექტროამძრაობასთან ერთად, Model X-ის განსაკუთრებულობა მისი წინა კარებია, რომელსაც თავად ელონ მასკი Falcon wings-ს უწოდებს. გარდა ამისა, როგორც კი მძღოლი ავტომობილს მიუახლოვდება, მისი კარი ავტომატურად იღება და ავტომატურადვე იკეტება. ამავდროულად, კარი აღჭურვილია სენსორებით, რაც გამორიცხავს იმას, რომ სხვა ავტომობილი დააზიანოს და ან თვითონ Model X-ის კარი დაზიანდეს.

Tesla Model X: ყველაზე დიდი პანორამული საქარე მინა

Signature-ვერსია 90-კვ/სთ-იანი ელემენტით გამოდის, რომელიც წინა (259 ცხენის ძალა) და უკანა (503 ცხენის ძალა) ღერძების ორივე ელექტრომოტორს ემსახურება. ჯამური სიმძლავრე: 762 ცხენის ძალა. ასეთი სიმძლავრით Model X 100 კმ/სთ-მდე ზუსტად 3,8 წამში ჩქარდება - ყოველ შემთხვევაში, ასეთია ელონ მასკის დაპირება, მაქსიმალური სისწრაფე კი 250 კმ/სთ იქნება. მასკისვე ცნობით, Model X დამუხტვის შემდეგ თითქმის 400 კილომეტრის გავლას მოახერხებს. რა თქმა უნდა, იარსებებს უფრო მცირესიმძლავრიანი ვერსიაც. აქვე ვთქვათ საწყისი ფასიც: დაახლოებით 70 000 ევრო.



                                                                 წყარო: Auto Bild Geogia

Tuesday, September 29, 2015

ბარაკ ობამას დაჯავშნული ავტომობილი


აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ავტომობილი, მეტსახელად “მხეცი” (The Beast) არის არა მხოლოდ VIP-კლასის ლიმუზინი, არამედ მას ასევე  უწოდებენ ყველაზე უსაფრთხო და დაჯავშნული ავტომობილს მთელ მსოფლიოში. 20 სმ სისქის დაჯავშნული კარები და 12 სმ სისქის მინა უძლებენ პირდაპირ დარტყმას მსხვილკალიბრიანი იარაღიდანაც კი. ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევისთვის, ავტომობილი აღჭურვილია ჯანგბადის ბალონებით. ასევე იგი აღჭურვილია ცრელმლსადენი და ცეცხლსასროლი იარაღითა და ქვემეხებით, და ყოველი შემთხვევისათვის პრეზიდენტის ჯგუფის სისხლის კონტეინერებით ექსტრემალური სიტუაციისთვის.


“მხეცი” დამზადებულია General Motors-ის მიერ, და აწყობილია სატვირთო პიკაპ - GMC TopKick-ის ბაზაზე. მისი სიგრძეა 5.5 მეტრი, იწონის 8 ტონაზე მეტს, და 100 კილომეტრზე მოიხმარს 30 ლიტრ დიზელის საწვავს.

ავტომობილი მთელს მსობლიოში, მის პატრონთან ერთად მოგზაურობს სპეციალური სატრანსპორთო თვითმფრინავით C-17 Globemaster. არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ ობამას არსენალში “მხეცის” რამოდენიმე კლონი არსებობს. თითოეულის ღირებულება სავარაუდოდ $300 000 შეადგენს.


თვითმფრინავ C-17 Globemaster-ით ასევე ახდენენ დაჯავშნულ Chevrolet Suburban-ის ტრანსპორტირებას, რომლითაც გადაადგილდებიან, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები და გადააქვთ საკომუნიკაციო საშუალებები.



პრეზიდენტის ავტომობილი საკმაოდ კარგადა აღჭურვილი. მის საბარგულში მოიპოვება ყველაფერი, ცეცხსაქრობი, შაშხანები, პისტოლეტები, ნაღმტყორცნები, ცრემლსადენი გაზი და როგორც ზემოთ ავღნოშნეთ, პრეზიდენტის ჯგუფის სისხლის კონტეინერები ექსტრემალური სიტუაციისათვის. სხვათა შორის, პრეზიდენტის სავრძელი არის ნაჭრის და არა ტყავის.


რაც შეეხება მძროლს, ის არის CIA-ს მიერ მომზადებული სპეციალური სამსახურის აგენტი, რომელიც მსუბუქად მართავს 8 ტონიან მხეცს.









Monday, September 28, 2015

საბჭოური მანქანების ისტორია

ერთხელ, ერთმა კომპოზიტორმა ბრძანა, - მუსიკაში 7 ნოტი არსებობს და ყველაფერს სწორედ მათი განსხვავებული კომბინაციები ქმნიან.
ამიტომაც გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ სიმღერათა რაღაც ნაწილს საერთო ჟღერადობა აქვსო. არცთუ ღრმა ლოგიკით ეს ფრაზა შეიძლება მანქანებსაც მოვარგოთ და მათ გარკვეულ იდენტურობაზეც ვისაუბროთ, - ყველა მათგანს ხომ 4 ბორბალი აქვს. ამ სტატიაში ჩვენ თვალს ეტაპობრივად გადავავლებთ საბჭოური ავტოინდუსტრიის განვითარების პერიპეტიებს და შევეცდებით იმის განსაზღვრას, თუ რა პრაქტიკული მსგავსებაა საბჭოური და ამერიკული წარმოების ავტომობილების თეორიულად განსხვავებულ მოდელებში.



რუსი მწერლისა და ფილოსოფოსის, ვასილი როზანოვის აზრით, რუსეთში სიმდიდრის დაგროვების თითოეული შემთხვევა ქურდობის ან გამოძალვის ელემენტებს შეიცავს. ამ საკითხს ვასილი ვასილევიჩის მსგავსად, ჩვენც ოდნავ კრიტიკულად თუ შევხედავთ და ისტორიულ ფაქტებსაც მოვიშველიებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ ჯერ კიდევ 1917 წლამდე რუსეთის იმპერია და მეტადრე მისი ეკონომიკური დარგი აქტიურად ცდილობდა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ამიტომაც იმ დროისთვის გარკვეული „კალკა“, განსაკუთრებით კი ინდუსტრიულ დარგებში, ადგილობრივი მაღალჩინოსნების (და არამხოლოდ მათი) თვალსაზრისით გამართლებულიც გახლდათ. 

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რუსეთში აქტიურად დაიწყო იმ მითის პროპაგანდა, რომლის თანახმადაც ყველაფერი სასარგებლო და საინტერესო მათ სამშობლოში გახლდათ გამოგონებული თუ წარმოებული. თუმცა აქ დაბრკოლებას სხვა რამ ქმნიდა, - უნდა ასრულებულიყო პროპაგანდის მონეტის მეორე მხარეც, მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ ქვეყანას სხვებთან შედარებით, მოწინავე
ტექნოლოგია უნდა ჰქონოდა წარმოების განსავითარებლად. ამ მიზნით კომუნისტებმა სპეციალური ორგანიზაციაც კი დაარსეს, რომელსაც ნამ (რუსული აბრევიატურით: საავტომობილო კვლევის ცენტრალური ინსტიტუტი) ეწოდა. სულ მალე მზე პირველმა საბჭოურმა მანქანამ იხილა, რომლის ავტორი ახალგაზრდა ინჟინერი, ვინმე კონსტანტინ შარპოვი გახლდათ. მოდელი მოულოდნელად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მალე მისი მასობრივად წარმოება დაიწყო. მოგვიანებით, 1979 წელს, თავის მემუარებში შარპოვმა აღნიშნა, რომ „ნამი-1“ სხვა არაფერი იყო თუ არა, ჩეხური ტატრა-11-ის სრული კოპია.



                                              1927-30 წლებში „ნამი-1"-ის 403 მოდელი იქნა წარმოებული.
მიუხედავად ამისა, მანქანა მასობრივი მოხმარებისთვის მაინც არ იყო გამიზნული და მხოლოდ მაღალჩინოსანთა მომსახურებას ეწეოდა. ქვეყნის მზარდ ბაზარს მზარდი მოთხოვნაც მოჰყვა, რის გამოც სსრკ ახალი საავტომობილო ქარხნების აშენებისა და განვითარების საჭიროების წინაშე დადგა. 

კატალიზატორის როლი „დიდმა დეპრესიამ“ შეასრულა. 1929 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ღრმა ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რამაც ამ ქვეყნის წამყვანი საავტომობილო კომპანიების, „შევროლესა“ და „ფორდის“, საქმიანობაზე პირდაპირი და, რაც მთავარია, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ზოგადად, ქვეყანაში მანქანების გაყიდვათა მოცულობა განახევრდა. ხსენებულმა კომპანიებმა კი გაკოტრების რეალური საფრთხე იგრძნეს, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და გადაწყვიტეს საბჭოთა ხელისუფალთათვის სამთავრობო ორგანოების მომსახურების მიზნით, კომერციული მოდელების წარმოება შეეთავაზებინათ. შედეგად, სულ მალე საბჭოურ გზებზე „ფორდი A“-ს მოდელი გამოჩნდა. მოგვიანებით კი, შეთანხმების საფუძველზე, მისი წარმოება სსრკ-შიც დაიწყო.



                                                                  "საბჭოური ფორდები"
ფორდის ადგილობრივი წარმოების საპასუხისმგებლო ფუნქცია კომპანია „გაზ"-მა (გორკის საავტომობილო ქარხანა) ითავა. პირველი მოდელები ბაზარზე 1932 წლის დეკემბერში გამოჩნდნენ და ძალიან მალევე დაიმკვიდრეს საინტერესო და, ამავდროულად, ლოგიკური მეტსახელი, - „საბჭოური ფორდები“. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, „ფორდებს“ ლოგოც კი იდენტური ჰქონდათ, - ლურჯი ოვალი ცენტრში შესაბამისი ბრენდის მითითებით. გამომდინარე იქიდან, რომ „გაზ"-ის მიერ წარმოებული მოდელი ამერიკულ ანალოგთან შედარებით, სერიოზულ დახვეწას საჭიროებდა, რუსმა ინჟინერ-მექანიკოსებმა „ზემოდან“ მიღებული დავალების საფუძველზე, აქტიური მუშაობა დაიწყეს და 5 წელიწადში ახალი და საბჭოური მანქანათმშენებლობისთვის საეტაპო მოდელი, - „გაზ მ1“ შექმნეს, რომლის უპირატესობად თავიდანვე მძიმე რუსულ კლიმატთან (თუ გზებთან) მაქსიმალური მორგებადობა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით „გაზ მ1“-ის დიზაინი მრავალი საბჭოური მანქანისთვის გახდა „შთაგონების წყარო“. 
1930-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა ინჟინრებმა უკვე ლიმუზინის ტიპის მოდელების შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. მეორე მსოფლიოს ომის წინ სსრკ-ში 3 საკმაოდ მსხვილი და მზარდი საავტომობილო ქარხანა ფუნქციონირებდა. მიუხედავად ამისა, პირველი საბჭოური ლიმუზინი ამერიკულის ანალოგი გახლდათ. ახალი მოდელის დაგეგმვის საპასუხისმგებლო საქმეში თვით იოსებ სტალინი ჩაერთო, რომლის პირადი არჩევანის საფუძველზე, „ზის-110“ „პაკარდი 180“-ის დიზაინზე დაყრდნობით აიგო. აქვე აღვნიშნოთ, რომ განიხილებოდა „პაკარდი კლიპერის“, „კადილაკი 75“-ისა და „კადილაკი 63“-ის კანდიდატურებიც.

1945 წლის აგვისტოში, საბჭოთა მთავრობის დადგენილებით, 
მოსკოვში მსუბუქი მანქანების მწარმოებელი ახალი ქარხანა გაიხსნა, რომელიც სხვა თანამემამულე ავტოსაწარმოებისგან შედარებით დახვეწილი და თანამედროვე საწარმოო ხაზით გამოირჩეოდა. ახალი პროდუქციისთვის „ნიმუშების“ არჩევის პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე ისევ სტალინმა აიღო. იოსებ ბესარიონოვიჩის ძვირფასი ყურადღება იმთავითვე „Opel Cadette“-ზე შეჩერდა. ავტოინჟინრებმა მოდელი დაშალეს და მისი შესწავლა დაიწყეს. პირველი 5 ექსპონატი 1946 წლის ნოემბერში იქნა წარმოებული. იმავე წელს მოსკოვის საავტომობილო ქარხანაში რებრენდინგს ჰქონდა ადგილი, - ახალი სახელწოდებით „მოსკვიჩი“, საწარმომ „ფორდის“: „Perfect"-ისა და „Taurus"-ის ძრავაზე ახალი მოდელები ააგო.

მორიგი საავტომობილო ბუმი საბჭოთა კავშირში 1959-1965 წლით თარიღდება, როდესაც ეკონომიკის განვითარების 7-წლიანი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საავტომობილო ინდუსტრიის დახვეწის პოლიტიკას ითვალისწინებდა. კომპანია „გაზ“-მა, როგორც საბჭოური ავტოწარმოების ფლაგმანმა, ხელისუფალთა მომსახურებისთვის რუსული მანქანათმშენებლობისთვის ლეგენდად ქცეული მოდელი, „ჩაიკა“ შექმნა. იმავე წელს „კადილაკის“ დიზაინზე აიგო "ზილ-111".









ავტოინდუსტრიის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობდა უკრაინაშიც. „ზაპოროჟეცის“ საწარმო, რომელიც თავისი მოდელის "ზაზ-965"-ის წარმოებას ფიატის ბაზაზე გეგმავდა, არჩევანი საბოლოოდ გერმანული კომპანია „NSU“-ზე შეაჩერა. ზაზ-ის ხსენებული მოდელი NSU Prinz 4-ის სრული ანალოგია. ისტორიას ის თავისი „პორტაბელურობით“, მცირე ძრავითა და მეტსახელით - „საპნის ყუთი“ შემორჩა.



საშუალო კლასის ავტომობილებში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე პირველობას სტაბილურად ინარჩუნებდა „პობედა“, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეუცვალეს, - „ვოლგას“ მიერ წარმოებული მოდელები თავისი დიზაინით ძალიან ჰგვანან Chevrolet Belair-ისა და Plymouth Savoy-ის. ფორდი Mainline-ისა და გაზ-21-ის ერთმანეთისგან გარჩევა კი თითქმის შეუძლებელია.


1970 წელს ხელი მოეწერა კონტრაქტს იტალიურ "ფიატთან", რომლის საფუძველზეც კომპანია „ლადა“ იღებდა პასუხიმგებლობას ეწარმოებინა ფიატის მარკის ავტომობილები რუსული ბრენდის მარკით.

ლეობიდ ბრეჟნევის დროს საბჭოური ავტოინდუსტრია უკვე ძვირადღირებული, მაღალი კლასის მანქანების წარმოებაზე გადაერთო. ბრეჟნევი თავად გახლდათ ავტომობილების დიდი მოყვარული. 1965 წელს აშშ-დან მას ექსკლუზიურად გამოუგზავნეს ავტოგამოფენაზე შეძენილი „ლინკოლნ კონტინენტალი“, რომელიც ლეონიდ ილიჩმა მაშინვე ზილ-ის ქარხანაში მიავლინა, ინჟინრებს მოდელის შესწავლა და გაუმჯობესებული ანალოგის აგება დაავალა. სიმბოლურია, რომ მისი სურვილი სისრულეში 1967 წელს, ოქტომბრის რევოლუციის 50-წლისთავზე მოიყვანეს. მართალია, ზილ-114 „მშობლისგან“ ოდნავ განსხვავდებოდა, თუმცა საბჭოური წარმოების გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მისი მომდევნო მოდელი, ზილ-115 „Cadillac Fleetwood 76“-ის ბაზაზე აიგო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსულ ავტოინდუსტრიაში კოპირების შემთხვევები ძველებურად ხშირია. როგორც რუსეთში ხუმრობენ, ერთადერთი, ნამდვილად რუსული წარმოების მოდელი „ნივა“, იგივე ვაზ-2121-ია. აღსანიშნავია, რომ 1998 წლიდან "ლადა"-სა და „ჯენერალ მოტორსის“ შეთანხმების საფუძველზე, „ნივას“ ამერიკული კომპანიაც აწარმოებს.





































ნიდერლანდების გზებზე უპილოტო მინიავტობუსები გამოჩნდება

ნიდერლანდებში საზოგადოებრივ გზებზე პირველად მცირე ზომის სამგზავრო ავტობუსები გამოჩნდება, რომელიც ავტოპილოტირების რეჟიმში იმართება. მანქანას სახელად WEpod გააჩნია ელექტრომექანიკური სისტემა. მინი ავტობუსში 6 ადამიანის ადგილია, რომელთა დაჯავშნა მსურველებს მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეეძლებათ.


თავდაპირველად მინიავტობუსი ორ ქალაქ ედე-სა და ვაგენინგენს შორის იმოძრავებს. WEpod მიიღებს რადარებს, ლაზერულ სენსორებს, GPS მიმღებსა და კამერებს, რომელიც მას დაეხმარება სატრანსპორტო ნაკადში გადაადგილებაში. ბარიერების გადალახვასა და საჭირო მანევრების შესრულებაში. მინიავტობუსის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 25 კილომეტრი საათშია.


უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, თვითმართვადი ტრანსპორტის ექსპლუატირება არ მოხდება უამინდობის, პიკის საათებისა და ღამის პირობებში. WEpod გზებზე ნოემბრის თვეში გამოჩნდება, თუ პროექტი წარმატებულად ჩაივლის, მაშინ 2016 წლის მაისიდან ის ნიდერლანდების სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.

Saturday, September 26, 2015

ავტომობილები ერთადერთ ეგზემპლიარში


ექსკლუზიური ავტომობილი, ეს არის კაპრიზი მხოლოდ შეძლებული ადამიანებისათის.  სპეციალურად მათთვის, ავტოკონცერნები ქმნიან ავტომობილის უნიკალურ და ძვირადღირებულ ვერსიებს. უნიკალურები ვერსიები ასევე იქმნება როგორც კონცეპტის სახით, ასევე ქმნიან რომელიმე მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად.
ქვემოთ იხილავთ ავტომობილების რამოდენიმე ვერსიებს რომელიც შექმნილია ერთადერთ ეგზემპლიარში.
ЗИС-Спорт
როდსტერი ЗИС-Спорт შექმნილია ЗИС-101-ის ბაზაზე 1939 წელს ერთადერთ ეგზემპლიარში. ექვს ლიტრიანი  141 ც/ძ-იანი ძრავი, ავტომობილს აძლევდა საშუალებას განევითარებინა სიჩქარე 162 კმ/სთმდე. ავტომობილმა მიიღო დადებითი შეფასება სტალინისა და კაგანოვიჩის მიერ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ავტომობილი უკვალოდ გაქრა.

Ford GT90
კონცეპტი, რომელიც წარდგენილი იყო დეტროიტის ავტოგამოფენაზე 1995 წელს, პოზიციონირებდა როგორც «ყველაზე ძლევამოსილი სუპერქარი». მართლაც, 12 ცილინდრიანი, 4 ტურბინიანი ძრავი, 720 ცხენის ძალით სიჩქარეს ანვითარებდა 407 კმ/სთ-მდე. სხვათა შორის,  სუპერქარ Bugatti Veyron-საც იგივე სიჩქარის მაჩვენებელი ქონდა, რომელიც გამოვიდა 10 წლის შემდეგ ვიდრე კონცეპტი Ford GT90.

Cadillac Cien
ეს ავტომობილი იყო შემუშავებული და აწყობილი, კომპანიის 100 წლისთავთან დაკავშირებით. Cien აღიჭურვა იმ დროისათვის უახლესი ტექნოლოგიებით. მას ჰქონდა სატელიტური კომუნიკაციების სისტემა OnStar, ხმის კონტროლის სისტემა Communiport, პარკირებისა და ღამის ხედვის ასისტენტი, რომელსაც შეეძლო გზის პროექციის საქარე მინაზე გადატანა. მიუხედავად ამისა ეს ყველაფერი ავტომობილს არ გამოადგა, რადგან ის ახლა დგას კომპანიის მუზეუმში.


Ferrari F12 Berlinetta TRS
აწყობილია კლიენტის დაკვეთით, რომლის ვინაობაც არ სახელდება. კლიენტმა სთხოვა Ferrari-ს, აეწყო F12 Berlinetta-ის სპეციალური, კაბრიოლეტის ტიპის კუპე. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ უნიკალური ავტომობილის ღირებულება $4.2 მილიონზე მეტია.

McLaren X-1
ეს მოდელი დამზადებულია Special Operations სექტორის ინჟინერების მიერ, სპეციალური დაკვეთით. დამკვეთის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის ახლა ღმოსავლეთიდანაა. ამ სურვილის ასრულება, კლიენტს დაუჯდა $7 მილიონი.


BMW Gran Coupe Pininfarina Lusso
მისის სახელწოდებიდან გამომდინარე, არ არის ძნელი მისახვედრი, თუ რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ ამ ავტომობილის შექმნაში. როგორც მწარმოებლები ამბობენ, ოთხადგილიანი კუპეში შერწყმულია თანამედროვე ელეგანტურობა და აგრესიული მართვის დინამიკა. ინტერიერში გამოყენებულია ძვირფასი ტყავისა და ხის დეტალები.

Porsche 911 Panamericana
ეს ავტომობილი 1989 წელს დაბადების დღეზე აჩუქეს Porsche-ს დირექტორს ფერრი პორშეს. აღსანიშნავია, რომ მისი დიზაინი შეიმუშავა ჰარმ ლაგააიმ, რომელმაც რამოდენიმე წელიწადში მსოფლიოს აჩუქა ლეგენდარული Porsche Boxster.

Mercedes-Benz GWA 300 SLC
უცნობმა მდიდარმა აღმოსავლეთ ევროპიდან გადაწყვიტა ესიამოვნებინა საკუტარი ტავი და შეეკვეთა ექსკლუზიური ავტომობილი.  მისი ოცნების ასრულება კი მიანდო მიანდო კონცერნ Mercedes. მისი იდეა იყო ის, რომ ლეგენდარული Mercedes-Benz 300 SC-სგან, რომელიც 1955 წელს კომპანიამ გამოუშვა 100 ცალი, შეექმნათ თანამედროვე როდსტერი,  SLS AMG-ის ბაზაზე, შედეგად კი მიიღეს უნიკალური მონსტრი სახელწოდებით Gullwing Americ, რომლის ფასიც მკაცრად გასაიდუმლოებულია. Mercedes-Benz GWA 300 SLC აღჭურვილია V8, 517 h/p, და ანვითარებს სიჩქარეს 315 კმ/სთ. მისი აჩქარება 100 კმ/სთ-ში შესაძლებელია 3.8 წამში.

Sbarro GT1
ეს ავტომბილი შეიქმნა მერსედესის ჯგუფის გამარჯვების საპატივსაცემოდ, ლი მანის სერიაზე 1999 წელს. ავტომობილი აღჭურვილია 7.4 ლიტრიანი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 450 ც/ძ.  ახლა შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მისი მონაცემები არც ისე კარგია, მაგრამ იმ დროისათვის მწარმოებლები თვლიდნენ საუკეთესოდ. 

Rolls-Royce Hyperion
ეს ექსკლუზიური ავტომობილი შეუკვეთა კოლექციონერმა როლანდ ჰოლმა.  Hyperion არის კაბრიოლეტი რომელიც  შეიქმნა 2008 წელს, ხოლო მისი ძარის დეტალები შემუშავებულია 1930-იანი წლების როლს როისის სტილში. მისი დიზაინი შემუშავდა ლეგენდარულ ატელიე Pininfarina-ში. 

Lamborghini Egoista
2013 წელის, 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლამბორჯინმა წარადგინა უნიკალური სუპერქარი Lamborghini Egoista. საიუბილეო სიახლის ძირითად გამორჩეულობად, მისი სახელიდან გამომდინარე არის ის, რომ მის სალონში შეიძლება მოთავსდეს მხოლოდ ერთი ადამიანი.  მისი ექსტერიერის და ინტერიერის ვიზუალური მხარე თითქმის იდენტურია სამხედრო ავიაციასთან.  ის აღჭურვილია 5.2 ლიტრიანი V10 ძრავით. მის კონსტრუქციაში ფართოდ გამოიყენება კარბონის დეტალები, რის გამოც მისი მასა ერთ ტონას არ აღემატება.

Dartz PROMBRON AS1936 Monaco Red Diamond Edition
ავტომობილი დამზადებულიე ერთადერთ ეგზემპლიარად ლატივაში, Hammer-ის ბაზაზე. მას აქვს ექსკლუზიური დიზაინი. ეს ავტომობილი გაიყიდა $1.6 მილიონად და ითველაბ ყველაზე მაღალ ფასად, ოდესმე გაყიდული ჯიპებს შორის.  მისი მაქსიმალურიე სიჩქარეა 312 კმ/სთ, ხოლო 100 კკმ/სთ-მდე სიჩქარეს ანვითარებს 5.2 წამში. აღჭურვილია 6 ლიტრიანი, 552 ც/ძ ძრავით.

Maybach Exelero
ეს არის ალბათ ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული სუპერქარი მსოფლიოში. რომელიც შეიქმნა 2005 წელს ლიმუზინ Maybach 57-ის ბაზაზე.  სპორტკუპე შემუშავებული იყო, საბურავების მწარმოებელ კომპანია Fulda-თან ერთად, რათა გაეკეთებინა მარალსიჩქარიანი საბურავების დემოსტრირება, რომელიც გათვლილი იყო 370 კმ/სთ სიჩქარეზე.
თითქმის 6 მეტრიანი ავტომობილის მასა მხოლოდ 2660 კგ-ია. ის აღჭურვილია V12, 700 ც/ძ-იანი ძრავით, რომელიც ტანდემში მუშაობს 8 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. უზარმაზარი და მძიმე სპორთქარი 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს სულ რაღაც 4.4 წამში, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარეა 351 კმ/სთ.
2011 წელს ავტომობილი 8 მილიონ დოლარად შეიძინა ამერიკელმა რეპერმა ბრაიან უილიამსმა, რომელიც ცნობილია ასევე როგორც Birdman.  ხოლო ერთი წლის მერე Daimler-მა გამოაცხადა რომ წყვეტს «მაიბახ»-ის წარმოებას, რადგან ბოლო წლებში მას კომპანიისთვის მოჰქონდა მხოლოდ ზარალი.

                                                                                       წყარო: Zariosauto

Friday, September 25, 2015

ფოლკსვაგენის შეფი გადადგა, VW ახალ ცხოვრებას იწყებს!


ორი თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, სექტემბერში ”ფოლკსვაგენის” კონცერნის შეფი მარტინ ვინტერკორნი თანამდებობას დატოვებსო, მთელი გერმანია სიცილით ”მოკვდებოდა” - ზაფხულში ”ფოლკსვაგენმა” პირველად გაასწრო ”ტოიოტას” გაყიდვებით და მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო კონცერნი გახდა. ორიოდე თვის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სექტემბერში VW-ში ასეთი ამბები დატრიალდებოდა!

ახლა კი, ამერიკაში დაწყებული სკანდალი იქამდე მივიდა, რომ მარტინ ვინტერკორნმა ”ფოლკსვაგენში” 35-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პოსტი დატოვა!


მარტინ ვინტერკორნი

”ფოლკსვაგენმა” ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს, პირველ რიგში საკადრო ცვლილებებია საჭირო,” - განაცხადა 68 წლის ვინტერკორნმა, რომელმაც შეძლო და გერმანული ავტოგიგანტი ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ნომერ პირველ კონცერნად აქცია.

”შეძრული ვარ იმის გამო, რაც ბოლო დღეებში მოხდა. აბსოლუტურად განადგურებული ვარ და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს ყველაფერი ფოლკსვაგენის კონცერნში,” - ნათქვამია ვინტერკორნის ოფიციალურ განცხადებაში. ”ვიკო”, როგორც მას გერმანიაში მოიხსენიებენ, განცხადებაში წერს: ”მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გარკვეულა, ვისი ბრალია მომხდარი, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე უნდა ავიღო. ამ ნაბიჯს ჩვენი კონცერნისა და ჩვენი მომხმარებლების ინტერესების გამო ვდგამ. პირადად მე არაფერი დამიშავებია, მაგრამ ვგრძნობ პასუხისმგებლობას როგორც კონცერნის მთავარი ხელმძღვანელი და თანამდებობას ვტოვებ!”


ვინ შეცვლის ვინტერკორნს, ვინ გახდება კონცერნის ახალი ბოსი? ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ყველაზე მეტი შანსი ”პორშეს” შეფს, 62 წლის მათიას მიულერს (მარჯვნივ) აქვს

მარტინ ვინტერკორნი ”ფოლკსვაგენის” კონცერნის შეფი 2007 წელს გახდა, მანამდე კი ”აუდის” ხელმძღვანელობდა, რომელიც ასევე VW-ს კონცერნის წევრია. ”ვიკოს” ხელში ”ფოლკსვაგენმა” წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა და წელს, 2015 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, პირველად გაასწრო ”ტოიოტას”.

ვინ შეცვლის ვინტერკორნს, ვინ გახდება კონცერნის ახალი ბოსი? ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ყველაზე მეტი შანსი ”პორშეს” შეფს, 62 წლის მათიას მიულერს აქვს, რომლის ხელშიც ”პორშე” საოცრად პროგრესირებს. შეგახსენებთ, რომ ”პორშეც” ”ფოლკსვაგენის” კონცერნშია. გერმანული AUTO BILD-ის ინფორმაციით, კანდიდატთა სიაშია ”აუდის” შეფი, 52 წლის რუპერტ შტადლერიც.


რა მოხდა ამერიკაში?

გამონაბოლქვის სკანდალის გამო ”ფოლკსვაგენს” აშშ-ში თითქმის 18 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების საფრთხე ემუქრება. რატომ? საქმე ისაა, რომ ”ფოლკსვაგენის” დიზელისძრავიანი ავტომობილები გამონაბოლქვის ტესტებზე იმაზე მაღალ შედეგს აჩვენებდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი ექსპლუატაციისას. როგორც გაირკვა, ეს კომპიუტერული პროგრამის დამსახურება გახლდათ, რომელიც სწორედ ოფიციალური ტესტების დროს აქტიურდებოდა.


ასე გამოეხმაურა პრესა სკანდალს

გარდა იმ ჯარიმისა, რომელიც ”ფოლკსვაგენს” აშშ-ში ემუქრება, კომპანიის იმიჯზე ზრუნვისთვის VW-მ აშშ-დან დიზელისძრავიანი ავტომობილები უკან გაიწვია, რაც გერმანელებს დაახლოებით 6,5 მილიარდი ევრო დაუჯდათ.

ამას ისიც დაემატა, რომ ამ დღეებში ფრანკფურტის ბირჟაზე ”ფოლკსვაგენის” კონცერნის აქციების ფასები დაეცა. თუმცა კატასტროფული ვარდნის შემდეგ, გუშინ აქციის ფასებმა ოდნავ აიწია, რაც ”ფოლკსვაგენისთვის” ბოლო დღეებში პირველი პოზიტიური სიახლეა. ახლა მთელი კონცერნი გამოძიების დასრულების და ახალი შეფის მოლოდინშია.

ფოლკსვაგენის აქციების ფასების დინამიკა ბოლო დღეებში




                                                            წყარო: Auto Bild Georgia