Signature-ვერსია 90-კვ/სთ-იანი ელემენტით გამოდის, რომელიც წინა (259 ცხენის ძალა) და უკანა (503 ცხენის ძალა) ღერძების ორივე ელექტრომოტორს ემსახურება. ჯამური სიმძლავრე: 762 ცხენის ძალა. ასეთი სიმძლავრით Model X 100 კმ/სთ-მდე ზუსტად 3,8 წამში ჩქარდება - ყოველ შემთხვევაში, ასეთია ელონ მასკის დაპირება, მაქსიმალური სისწრაფე კი 250 კმ/სთ იქნება. მასკისვე ცნობით, Model X დამუხტვის შემდეგ თითქმის 400 კილომეტრის გავლას მოახერხებს. რა თქმა უნდა, იარსებებს უფრო მცირესიმძლავრიანი ვერსიაც. აქვე ვთქვათ საწყისი ფასიც: დაახლოებით 70 000 ევრო.
Wednesday, September 30, 2015
ტესლამ ყველას გადაუფრინა: გაიცანით Tesla-ს პირველი SUV - Model X
Tesla-ს შეფი ელონ მასკი რომ განსაკუთრებული ტიპია, ეს AUTO BILD-ის მკითხველებმა უკვე იცით. და აი, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მასკი გამორჩეულია: ”ტესლამ” თავისი პირველი SUV არა ფრანკფურტის ავტოშოუზე, რომელიც კვირას დასრულდა, არამედ ამ ერთ-ერთი უდიდესი ავტოგამოფენის დამთავრების შემდეგ, ცალკე წარმოადგინა. გაიცანით: Tesla Model X.
ეს გახლავთ ”ტესლას” ელექტრო-SUV, რომელმაც, უნდა აღინიშნოს, საკმაოდ დააგვიანა, რადგან ელონ მასკს მისი პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს: თქვენ წინაშეა Tesla Model X, რომელიც ამერიკაში უკვე იყიდება.
წინა მხრიდან ავტომობილი, რა თქმა უნდა, საკმაოდ ჰგავს Model S-ს, გვერდიდან კი გაცილებით მაღალია. როგორც მოსალოდნელი იყო, Model X დამატებითი ოფციის სახით ხელმისაწვდომია სავარძლების მესამე რიგით და 7 მგზავრს იტევს. გარკვეულია Tesla-ს პირველი SUV-ის ფასიც: ახალი მოდელის პირველი ვერსიები, სახელწოდებით Signature, 117 000 ევრო ღირს. თუმცა ეს ამერიკული ფასია, ევროპაში კი, სავარაუდოდ, უფრო ძვირი იქნება.
ელექტროამძრაობასთან ერთად, Model X-ის განსაკუთრებულობა მისი წინა კარებია, რომელსაც თავად ელონ მასკი Falcon wings-ს უწოდებს. გარდა ამისა, როგორც კი მძღოლი ავტომობილს მიუახლოვდება, მისი კარი ავტომატურად იღება და ავტომატურადვე იკეტება. ამავდროულად, კარი აღჭურვილია სენსორებით, რაც გამორიცხავს იმას, რომ სხვა ავტომობილი დააზიანოს და ან თვითონ Model X-ის კარი დაზიანდეს.
Tesla Model X: ყველაზე დიდი პანორამული საქარე მინა
Signature-ვერსია 90-კვ/სთ-იანი ელემენტით გამოდის, რომელიც წინა (259 ცხენის ძალა) და უკანა (503 ცხენის ძალა) ღერძების ორივე ელექტრომოტორს ემსახურება. ჯამური სიმძლავრე: 762 ცხენის ძალა. ასეთი სიმძლავრით Model X 100 კმ/სთ-მდე ზუსტად 3,8 წამში ჩქარდება - ყოველ შემთხვევაში, ასეთია ელონ მასკის დაპირება, მაქსიმალური სისწრაფე კი 250 კმ/სთ იქნება. მასკისვე ცნობით, Model X დამუხტვის შემდეგ თითქმის 400 კილომეტრის გავლას მოახერხებს. რა თქმა უნდა, იარსებებს უფრო მცირესიმძლავრიანი ვერსიაც. აქვე ვთქვათ საწყისი ფასიც: დაახლოებით 70 000 ევრო.
წყარო: Auto Bild Geogia