• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Friday, October 2, 2015

დღეს Ford Bronco-ს 50 წელი შეუსრულდა. ცოტაოდენი რამ კი მის ახალ შთამომავალზე.


დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი "ბრონკოს" ფანებისთვის, რადგან  დღეს აღინიშნება პიონერი "ოფ-როუდერის" 50 წლის უიბილე, დიახ სწორედ "ფორდ ბრონკოსი!" იმ პიონერისა რომელმაც ამდენ ადამიანს შეაყვარა თავი. ამ დღის აღსანიშნავად ცოტაოდენი სიახლე მის შთამომავალზე რომლის შესაძლო დებიუტი შესაძლოა 2018 წელს შედგეს.


ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ახალი "ბრონკო" იქნება "Super Duty-ს ბაზაზე აწყობილი საბურავის ბაზით 38" და "ფორდის" V8 ტიპის ძრავით, რომელიც მიიღებს GT350R-ისაგან.

         P.S თუკი ყველაფერი ისე იქნება როგორც მაღლა იყო ხსენებული, ასეთს უნდა მოველოდოთ



შესაძლოა პირველად იგი Ranger-ის ბაზაზე შეიქმნას, რომელიც იქნება აღჭურვილი Ecoboost-ის 4 ცილინდრიანი ძრავით ან 2.7L მოცულობის V6 ტიპის ძრავით. ასევე შესაძლოა იყოს დიზელიც ხელმისაწვდომი.


ახლა კი მთავარი: ექნება კი მას მექანიკური გადაცემათა კოლოფი? ამის მოხდენა უფროა შესაძლო, ვიდრე  "F-150-ის" ხილვა იგივე კოლოფით. თუ კი Ranger-ი აღიჭურვება მექანიკური კოლოფით, მაშინ Bronco-ც იქნება აგრეთვე. ეს ყველაფერი კი გამომდინარეობს იქიდან რომ ეს ორი უკანასნკელი ერთმანეთს ტექნოლოგიებს უზიარებს.