Showing posts with label სიახლე. Show all posts
Showing posts with label სიახლე. Show all posts
Monday, January 6, 2020
Ford-ი უსინათლოებს დანახვაში დაეხმარება
Ford-მა უსინათლო ადამიანებისთვის მოწყობილობა შექმნა, რომლის დახმარებითაც ისინი "დაინახავენ" (შეიგრძნობენ) მგზავრობის ყოველ წუთს.
მოწყობილობა სამუშაოდ იყენებს ჩაშენებულ კამერას, რომელიც გადაღების შემდეგ სურათის ნაცრისფერ შკალაში კონვერტირებას მოახდენს და სხვადასხვა დონის ვიბრაციის სახით (მაქსიმუმ 255 დონემდე) ფანჯარაზე გამოისახება, რითაც ისინი ყოველივე ამის შეგრძნებას შეძლებენ.
Friday, April 19, 2019
FCA 320.000 Dodge Dart-ს უკან იწვევს
დღეს Fiat Chrysler-მა განაცხადა 320.000 Dodge Dart-ის უკან გაწვევაზე, რომელსაც ტრანსმისიაზე - კერძოთ გადაცემათა კოლოფზე აქვს პრობლემა.
უფრო კონკრეტულად, დეფექტურ სავიბრაციო იზოლატორში შემავალი კაბელი შეიძლება გათავისუფლდეს და გადაცემათა კოლოფიდან განცალკევდეს. რასაც მოყვება სიჩქარისა ან/და პარკინგში არ გადართვა და ავტომობილის დაგორება.
კომპანიის განმარტებით პრობლემა კაბელის იზოლატორშია, რომელიც შესაძლოა დეგრადირდეს ხანგძლივი გარემო სითბოს გამოყოფის ან ტენიანობის მიზეზით.
აღნიშნული გაწვევა ეხება 298.000 შტატების, 20.117 კანადის, 3.400 მექსიკის და 900 ჩრდილო ამერიკის გარეთ მყოფი 2013 წლიდან 2016-მდე მყოფ მოდელებს, რომლებსაც ავტომატური გადაცემათა კოლოფი გააჩნიათ.
კომპანიას ჯერ-ჯერობით არ უთქვამს თუ როდის დაიწყება შეკეთება. მანამ კი, მფლობელებს ურჩევს დარწმუნდნენ, რომ ძრავას გათიშვის შემდეგ ხელის მუხრუჭი არის მოქმედებაში მოყვანილი.
აღნიშნული შეკეთების სერვისი სრულიად უფასო იქნება.
Thursday, April 11, 2019
Acura-ს ახალი მოდელი NSX-ის გვერდით აიწყობა
დღეს დღეისობით, როდესაც დღეს ავტომობილების 99.9%-ს რობოტები აწყობენ, Acura-მ გადაწყვიტა მისი მომდევნო ორი მოდელი: TLX-სა და MDX-ის ხელით აწყობა Honda-ს PMC ცენტრში (Performance Manufacturing Center), ახალი NSX-ის გვერდით მერისვილში, ოჰაიოში. მანამდე კი, მომდევნო კვირას აღნიშნული მოდელების პროტოტიპებს ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუზე წარადგენს.
TLX PMC A-Spec ვერსია მიიღებს ისეთ ოფციებს როგორებიცაა: კამერების განლაგებას, წინა სავარძლების გათბობა/გაგრილებას, უკანა სავარძლებისა და საჭის გამათბობელს; ტყავის ან/და ალკანტარას სავარძლებს; შავ ტყავის საჭეს, ჭერს; წითელ სამუშაო პანელს, ამავე ფერის განათებით და ელექტრონულად დასაკეც სარკეებს.
ექსტერიერის მხრივ, განახლებულ წინა ბამპერს; გადიდებულ მაყუჩს; შავ სპოილერს, ჭერს, სახელურებს, ცხაურს ბამპერის ქვედა ნაწილს და 19 ინჩიან 10 ქიმიან დისკებს. ძარა კი ექსკლუზიურად წითელ ფერში შეიღებება, რომელიც იყენებს "თოვლის ფიფქების მაგვარ" პიგმენტებს, რაც აქამდე მხოლოდ NSX-ის ოფცია იყო.
ძალურ აგრეგატად V ტიპის 6 ცილინდრიან 3.5 ლიტრი მოცულობის ძრავაა გათვალისწინებული 290 ცხენის ძალით, რომელიც 9 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემასთან იქნება შეწყვილებული, ასევე კომპანიის საფირმო ნიუტონმეტრზე ორიენტირებულ სრულ ამძრავიან სისტემას SH-AWD (Super-Handling All-Wheel Drive), მყარ ამორტიზატორებს და უფრო სწრაფ საჭის მანევრირების კოეფიციენტს.
ხელით აწყობის მიზეზით, წარმოება მყისიერად ლიმიტირებულია და მხოლოდ 720 ერთეული დამზადდება 6 თვიანი ინტერვალებით (360 TLX, 360 MDX), წინასწარი ღირებულება 50.000 დოლარი.
Monday, February 11, 2019
Toyota Racing Development-მა Supra განაახლა
ავტომობილს შემოსდა ახალი კარბონის გვერდითა ქვედა პანელებით, სპოილერით, გარნირებით (კარებებზე) და ალუმინის 19 ინჩიანი დისკებით. ყოველივე ეს როგორც ამბობენ, გააუმჯობესებს აეროდინამიკას. ძრავა, დაკიდება და გადაცემათა კოლოფი ხელუხლებელი დარჩა.
შესაბამისად, ძრავთა გამა ისევ იგივე რჩება: BMW-ს I ტიპის 6 ცილინდრიანი 3.0 ლიტრი მოცულობის ტყუპ ტურბოდამჭირხნიანი, 335 ცხენის ძალითა და 450 ნიუტონ მეტრით; ასევე, 2.0 ლიტრი მოცულობის ტურბოდამჭირხნით: 197 ცხენის ძალით, 319 ნიუტონ მეტრით და 255 ცხენის ძალითა და 399 ნიუტონ მეტრით. უკანასკნელი ორი, ევროპისთვის და შტატებისთვის დადასტურებული არ არის.
Friday, August 24, 2018
Aston Martin-ის უახლესი მოდელი ყველაზე მძლავრი ლეგალური ჰიპერქარია
Aston Martin-ი Valkyrie-ს წარდგენამდე (რომელიც წლის ბოლოს გაიმართება) გვაუწყის, რომ მის მომავალ ჰიპერქარს რეკორდულად დიდი ძრავა ექნება მოთავსებული. სამშაბათს, Cosworth-მა გაავრცელა ამბავი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძრავა ატმოსფერული იქნება და 1.130 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც, ყველაზე დიდი მაჩვენებელია გზისთვის განკუთვნილი (ლეგალური) ავტომობილისთვის მსოფლიოში.
თვითონ ძრავა V ტიპის 12 ცილინდრიანი 6.5 ლიტრი მოცულობისაა. ასევე ამით, კომპანიის პირობაც ასრულდა, რაშიც იგულისხმებოდა კონკრეტული მონაცემებით 1000 ცხენის ძალის გარშემო "ყოფნას".
მანამდე, Red Bull Racing-ის აეროდინამიკოსმა ადრიან ნევეიმ Autocar-თან საუბრისას აღნიშნა, რომ V12-ის არჩევა მის კონკურენტ V6-თან შედარებით მოხდა წონისა და სხვა ელემენტების გათანაბრებით. V12 არსებითაც უფრო უკეთესად ბალანსირებულია , რამაც უზრუნველყო სტრუქტურული დაყენების უპირატესობა. აღნიშნული კონფიგურაციის წონას დიდად არ შეუშინებია ინჟინრები, რადგანაც მასიური 6 ცილინდრიანი ძრავა ტურბოდამჭირხნით თითქმის იგივეს იწონის, რასაც ატმოსფერული V12.
აღნიშნული ძრავა იქნება გამოყენებული სხვადასხვა დისციპლინაში, როგორებიცაა: F1 ტრეკის დროები, სადაც Valkyrie AMR Pro მიიღებს მონაწილეობას და სხვა. Aston Martin-ის Red Bull Racing-ის გუნდის უფროსს კრისტიან ჰორნერს სჯერა, რომ აღნიშნული ავტომობილი Porsche 919 Evo-ს ახლად დამყარებულ რეკორდს მოხსნის ნიუბურგრინგზე.
კომპანია 175 მოდელის წარმოებას აპირებს. აქედან, 25 AMR Pro-ს ვარიანტი იქნება.
თითოეულის ფასი 2.6 მილიონი დოლარია.
Friday, June 29, 2018
Ford-ს დეფექტურ ძრავაზე ედავებიან
Ford-ის EcoBoost ძრავები ბოლო დროის, ერთ-ერთი საუკეთესო ძრავია, რაც კი ბაზარზეა და ამას მისი "მსოფლიოს საუკეთესო ძრავებში" ზედიზედ 3-ჯერ გამარჯვებაც მოწმობს. ამ, I ტიპის 3 ცილინდრიან 1.0 ლიტრი მოცულობის ძრავს 123 ცხენის ძალა და 125 ნიუტონმეტრი აქვს. თუმცა, პრაქტიკაში, მყიდველნი სხვაგვარად საუბრობენ.
სარჩელი ვინმე ლუის ო'რიორდანს ეკუთვნის, რომელმაც 2014 წელს EcoBoost-ის ტიპის 1.0 ლიტრი მოცულობის Ford Focus-ი შეიძინა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ 51499 კილომეტრის გავლის შემდეგ კინაღამ ავტოსაგზაო შემთხვევაში არ მოყვა. პრობლემად კი გამაგრილებელი შლანგი დასახელდა, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე მწყობრიდან გამოდიოდა 2011-დან 2013 წლის გამოშვებულ მოდელებში. Ford-მა ამ პრობლემის მქონე ავტომობილების 86% შეაკეთა მაგრამ არა მანამდე, სანამ მფლობელებს თვითონ არ მოუწიათ.
გაწვევამდე, მფლობელები ამბობდნენ, რომ ძრავის შეცვლა დაახლოებით $10.500 ღირდა. გარდა ამისა, ზოგიერთი ძრავი ცეცხლშიც კი გაეხვა, რაც მის შეკეთებას შეუძლებელს ხდიდა. ზემოთხსნებული მომჩივარის საქმეზე, კომპანიამ შეკეთების 60% დაფარა მანამ, სანამ შეთანხმდებოდნენ მთლიან დაფარვაზე 11 კვირის შემდეგ. თუკი საჩივარი მომჩივარის სასიკეთოთ წავა, Ford-ს მოუწევს $1.3 მილიარდის გადახდა თითოეული დაზარალებული მფლობელისთვის.
Friday, June 15, 2018
AM General-მა წლევანდელ Eurosatory-ზე ახალი Humvee წარადგინა
#EUROSATORY2018 AM General-მა Eurosatory-ს (თავდაცვითი და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც პარიზში იმართება ყოველ 2 წელიწადში ერთელ) წლევანდელ გამოფენაზე ახალი თაობის ტაქტიკური ავტომობილი (M1100) წარადგინა. კომპანიის განცხადებით გაზრდილია ავტომობილის გადარჩენის უნარი, ოფ-როუდ მობილურობა და ტვირთამწეობის მოცულობა.
ვიცე პრეზიდენტის ინჟინერიის დარგში, რეჯის ლათჰერის თქმით, ავტომობილის საბურავებს გააჩნია გაზრდილი დაცვა კინეტიკური ენერგიისა და აფეთქებისადმი. გაუმჯობესებულია ოფ-როუდ მობილურობა გაზრდილი ბაზით, ხოლო ტრაექტორია გაზრდილი საბურავებით, რამაც საბოლოო ჯამში შეამცირა ზედაპირული წნევა.
ინტერიერში კი განთავსებულია აფეთქების საწინააღმდეგო სავარძლები, ჭილოფები და გამჭვირვალე (მინისებრი) დაცვა, B7 ბალისტიკურ დაცვის დონემდე.
მამოძრავებელ ძალაში შედის მულტ-საწვავიანი V ტიპის 8 ცილინდრიანი 6.5 ლიტრი მოცულობის ტურბოდამჭირხნიანი დიზელის ძრავა 250 ცხენის ძალით (P400) და ავტომატური 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. ელექტრონულ განახლების მხრივ კი კომპანიის მიერ შექმნილი ABS სისტემა და ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი. საბოლოო ჯამში ამ განახლებებმა შეამცირა საწვავის ხარჯი, გაზარდა სიჩქარე, სიჩქარეთა ცვლა უფრო გლუვი გახდა და შემცირდა ინტერიერში ხმის დონე.
გაყიდვები უკვე დაწყებულია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეიძინონ თვით შოუზე, ანდაც ოფციის სახით გაუმჯობესებული კომპლექტით.
Thursday, May 17, 2018
Alfa Romeo Giulia-ს კუპე ვერსიის წარდგენას აპირებს
გასული თვის ჭორებიდან გამომდინარე, რომელიც მოიცავდა იმას, რომ Alfa Romeo მუშაობდა Giulia-ს 3 კარიან ვერსიაზე, რომელიც იქნებოდა Quadrifogio-ს ვერსიაზე მაღალი შესაძლებლობის, რაც მოიცავს 641 ცხენის ძალას, გამართლდა. თუმცა მიიღებს თუ არა ის ჰიბრიდულ სისტემას Ferrari-სგან ჯერ კიდევ უცნობია. ყოველშემთხვევაში, სუპერქარის კონკურენტის წარდგენა რომ მოხდება Fiat Chrysler Automobiles ხელმძღვანელის სერხიო მარჩიონეს მიერ ივნისში, ეს ეჭვგარეშეა.
Giulia-ს კუპე წარსდგება ახალ SUV მოდელთან ერთად, რომელიც Stelvio-ზე დიდი იქნება და Alfa-ს შტატების SUV-ების მარკეტზე გზას გაუხსნის. ეს უკანასკნელი კი ჰიბრიდულ დანამატებს მიიღებს. თუმცა რას, ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
რაც შეეხება Giulia-ს ძრავთა გამას, იგი მიიღებს: Veloce-ს 276 ცხენის ძალიან I ტიპის 4 ცილინდრიან 2.0 ლიტრი მოცულობის ტურბო ბენზინის ძრავს და Quadrifogio-ს V ტიპის 6 ცილინდრიან 2.9 ლიტრი მოცულობის ტურბო ძრავს. თუმცა, აქედან პირველი 345 ცხენის ძალით იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მეორე 641-ით. ეს უკანასკნელი კი Giulia-ს ყველაზე ძლიერმოქმედ მოდელად ხდის რომელიც Alfa-ს ყავს ე.წ "სამოქალაქო გზებისთვის" და სულ რაღაც 20 ცხენის ძალით ჩამორჩება მის ნათესავ Ferrari 488-ს
ორივე მოდელის გაყიდვები დაიწყება 2019 წლიდან.
Saturday, March 10, 2018
Project One ნიუბურგრინგის რეკორდის დამხობას შეეცდება
სამომავლო Mercedes-AMG Project One რა თქმა უნდა კითხვგარეშეა რომ სწრაფია, რადგანაც იგი სულ რომ არაფერი ფორმულა 1-ს ტექნოლოგიას იყენებს - კერძოთ ძალურ დანადგარს.
ხოლო ახლა როგორც ჩანს მან შესაძლოა ეს ნიჭი ნიუბურგრინგის წრიული რეკორდების განადგურებას მიუძღვნას. AMG შეფის, ტობიას მოერსის აზრით სამართლიანია იმის ფიქრი, რომ ბრენდის ახალ ჰიპერქარს შესწევს ძალა დაამხოს უკვე დამყარებული წრიული რეკორდები. კონკრეტულად ამაში კი მოიაზრება 6 წუთი და 11.13 წამი, რომელიც 1983 წელს Porsche -ს სარბოლო 956 -მა დაამყარა შტეფან ბელოფის პილოტაჟით.
უშუალოდ რაც შეეხება მიმდინარე ქალაქისთვის აპრობირებულ რეკორდს, იგი Mclaren P1 LM-ს ეკუთვნის 6:43.22 დროის შედეგით, ხოლო მასიური წარმოების კატეგორიაში Porsche 911 GT2 RS-ს 6:47.3 დროით რომელიც შარშან დაამყარა.
ჯერ-ჯერობით Mercedes-AMG-ის დღემდე არ გამოუვლენია მისი ქმნილების სრული დეტალები, თუმცა მას შიგაწვის V ტიპის 6 ცილინდრიანი 1.6 ლიტრი მოცულობის ტურბოდამჭირხნიანი და დამატებით 4 ელექტრო ძრავა ექნება, რაც საბოლოო ჯამში 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შიგაწვის ძრავა შეწყვილებულია ელექტრო ძრავთან, რაც ხელს უწყობს ძალის გადაცემას უკანა თვლებზე. მეორე ძრავა ინტეგრირებულია ტურბოდამჭირხთან და ეხმარება კომპრესორის დატრიალებაში. ხოლო დანარჩენი ორი დამატებითი ძალისა და წევისთვის წინა 2 თვალზეა მიერთებული.
მისი სათანადოდ გლუვი და აქტიური აეროდინამიკის მქონე ძარის გამო, აღნიშნული მოდელი უნდა გამოიმუშავებდეს დაახლოებით 680 კილოგრამ დაწნევას, რაც დაეხმარება ზემოთხსენებული გეგმის განხორციელებაში.
ასეა თუ ისე, Project One-ს შეუძლია გახდეს მსოფლიოში უსწრაფესი ავტომობილი ნიუბურგრინგის გარშემო და თუკი ეს მართლაც მოხდება, სავსებით გაიზაირებს მასიური პროდუქციის მქონე ავტომობილის სტატუსს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია მას მომდევნო წელს წარადგენს, სადაც მის ნამდვილ სახელსაც გავიგებთ.
Friday, March 2, 2018
Mazda როტორულ ძრავს აბრუნებს
როგორც ცნობილი გახდა, Mazda როტორულ ძრავს მომდევნო წელს ისევ დააბრუნებს. ამასთან, კვლევებისა და განვითარების ხელმძღვანელი კიოში ფუჯივარა ამბობს, რომ მწარმოებელი მის პირველ ელექტრო ავტომობილს 2019 წელს წარადგენს და ზუსტად ამ მიზეზით დასჭირდებათ მათ ზემოთხსენებული როტორული ძრავაც. როგორც უკვე მიხვდით ეს არათუ დამოუკიდებელი ძრავა, არამედ ელექტრო ძრავის გენერატორი იქნება, რომელიც მას დამუხტავს.
მანამდე, კომპანიამ ჰიბრიდული სერიის კონფიგურაციის პროტოტიპთა დემონსტრაცია მოახდინა და მისი ეს ძალური კონფიგურაცია უკვე გამოიყენება რამოდენიმე ავტომობილში, BMW i3 REx-ის ჩათვლით, რომელსაც 2 ცილინდრიანი შიგა წვის ძრავი აქვს გენერატორად.
როტორული ძრავის გამოჩენის ძირითადი მიზეზი მისი წონა და კომპაქტური დიზაინია, ასევე ე.წ "მშვიდი მუშაობა". გარდა ამისა მან განმარტა, რომ ისინი ელექტრო ავტომობილს თვითონ შექმნიან, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის მაგივრად.
Mazda-ს უკანასკნელი ავტომობილი, რომელსაც როტორული ძრავა გააჩნდა RX-8 იყო, რომელიც მოუწიათ მიეტოვებინათ საწვავის გამოყენების არასაკმარისი ეფექტურობისა და გამონაბოლქვის მიზეზით. თუმცა, მწარმოებელი ტექნოლოგიის განვითარებას კვლავ განაგრძობს და როგორც ძალური დანადგარების უფროსი მითსუო ჰიტომი ამბობს, ისინი პარალელურად ახალ ავტონომიურ როტორულ ძრავაზეც მუშაობენ, რომელიც სამომავლო მოდელებზე იქნება გამოყენებული. ასევე დასძენს, რომ თუკი რაიმე შეიცვლება და არ იქნება არანაირი გეგმა მათი წარმოებაში ჩაშვების, ისინი მაინც შექმნიან ახალ ძრავს.
Thursday, March 1, 2018
BMW ჟენევის ავტოშოუზე ახალ M8 Gran Coupe-ს წარადგენს
ბავარიელები დიდ პაუზას არ იღებენ და Gran Coupe-ს ახალი ვერსიის გამოჩენას აანონსებენ.
როგორც მოცემული სურათიდან ჩანს, რომ ექსტერიერი მე-8 სერიას მიანიშნებს, ხოლო მონახაზები 4 კარიან ძარას. თუმცა იმის შემდეგ რაც კომპანია თავაზობს მომხმარებელს 4 კარიან ძარას როგორც კუპეს, არცაა გასაკვირი.
2 კარიანი კონცეფტის დებიუტის შემდეგ, რომელიც გასულ გაზაფხულს შედგა, ამ უკანასკნელის გამოჩენა დადგეგმილია შემდეგ კვირაში, რასაც თვითერზე კომპანიის მიერ გაკეთებული პოსტიც ადასტურებს. ადრე კი BMW-ს ბლოგიც იუწყებოდა, რომ 4 კარიან Gran Coupe-ზე მუშაობა მიმდინარეობდა.
Stay tuned.— BMW (@BMW) February 28, 2018
More to come in Geneva next week. pic.twitter.com/jk7LkZCTTa
ძალურ დანადგარს რაც შეეხება F90 M5 უსახსოვრებს, რომელიც V ტიპის 8 ცილინდრიან 4.4 ლიტრი მოცულობის ტყუპ ტურბოდამჭირხნიან ძრავს იყენებს, რაც 600-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ZF-ს ახალ 8 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან იქნება შეწყვილებული. ეს კომბინაცია კი ამ უკანასკნელს 3 წამში ააჩქარებს.
Thursday, February 22, 2018
Scuderia Ferrari-მ ახალი ბოლიდი გამოაგორა
როგორც იცით, Scuderia Ferrari-მ ახალი ქმნილების დებიუტი დღევანდელი თარიღით დაანონსა. და აი, დადგა ის დღეც. ახალ ბოლიდს SF71H (კოდური სახელით პროექტი 669) ქვია და რიგით 64-ეა Ferrari-ს ფორმულა ერთის ისტორიაში. როგორც მოგეხსენებათ წესების გამო, ფორმულას ბოლიდები ხშირად იცვლებიან, შესაბამისად ზემოთსენებულმა მიზეზმა გამოიწვია მნიშვნელოვნად შეცვლილი აეროდინამიკისა და ფართე საბურავების შეტანა, რაც პერფორმანსის გაზრდისკენაა მიმართული. შარშანდელ ბოლიდთან შედარებით, ბაზა საგრძნობლად შეიცვალა, გვერდითი ზომებითა და გაუმჯობესებული გაგრილების სისტემასთან ერთად. დაკიდებას რაც შეეხება წინ push-rod იქნება, ხოლო უკან pull-rod-ი, ხოლო ძარა კარბონისაა.
ძალურ დანადგარად ისევ V ტიპის 1.6 ლიტრიანი მოცულობის 6 ცილინდრიანი ტურბოდამჭირხვნელიანი ძრავა მოემსახურება. თუმცა მისი გამოყენება 4-დან 3-ზე ჩამოვიდა წლევანდელ სესიაზე. იგივე ეხება ტურბო კომპრესორსა და MGU-H-ს. ხოლო ამ უკანასკნელის ენერგიის აღდგენა მიერთებულია ტურბინაზე, როდესაც მხოლოდ 2 MGU-K რომელიც გამოიმუშავებს კინეტიკურ ენერგიას მიერთებულია გადაცემათა კოლოფზე. ყოველივე ეს წელს ნებადართულია. ასევე გამოთვლა, რომელიც მიმართულია ელექტრონული მართვის სისტემაზე და ბატარიებზე. მაშასადამე, ძრავის განყოფილებას აქვთ ასევე დაფუძვნებული თავიანთი სამუშაო ამ ახალ პარამეტრებზე.
ყველაზე ნათელი ელემენტი, რომელსაც შეამჩნევთ ეს ჰალოა, რომელიც მოგეხსენებათ კოკპიტის სივრცის დასაცავად შეიქმნა. ხოლო 2 წლიანი ტესტირების შემდეგ კი წესების წიგნში შევიდა. იწონის დაახლოებით 7 კილოგრამს, პლიუს ასე ვთქვათ ჩასაჯდომი რომელიც კომპენსირებულია 5 კილოგრამის მომატებით 728-დან 733-მდე - ბოლიდის წონის მინიმუმამდე წლევანდელი რეგულაციით.
დებიუტის შემდეგ, ბოლიდს ბარსელონაში, კატალონიის ტრეკზე წაიყვანენ გადაღებაზე 25 თებერვალს, მომდევნო დღეს კი ჩვეულებისამებრ ტესტირება დაიწყება. პირველი სესია 1 მარტს დამთავრება, ხოლო მეორე 6-დან 9 მარტამდე გაგრძელდება. რა თქმა უნდა ამ ყველაფერში სკუდერიას ორივე პილოტი - სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი იქნება ჩართული.
Monday, January 29, 2018
Mazda-ს შემდეგი თაობის ძრავა უფრო სუფთა იქნება ელექტო ავტომობილთან შედარებით
ალბათ Mazda ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ცდილობს შიგა წვის ძრავების გადარჩენას. რაზეც მისი სადებიუტო, Skyactiv-X SPCCI-იც მეტყველებს. თუმცა, მწარმოებელი მხოლოდ ამას არ სჯერდება და ამავდროულად ახალ შიგა წვის ძრავაზე - Skyactiv-3 -ზე მუშაობს. რომელიც როგორც იგი ამბობს, უფრო სუფთა იქნება ვიდრე ელექტრო ავტმობილები.
მითსუო ჰიტომის თქმით, სისტემის მთავარი არსი არის ის, რომ გაზარდონ ძრავის მარგი ქმედება 56%-მდე. თუკი ყოველივე ეს მიიღწევა, მაშინ Skyactiv-3 იქნება პირველი შიგა წვის ძრავა, რომელიც უმეტეს ენერგეტიკულ (საწვავის) ენერგიას გარდაქმნის ძალაში, ვიდრე ხახუნსა და თბოგამტარობაზე.
დღესდღეისობით, უმაღლესი მარგი ქმედების მქონე შიგა წვის ძრავა ეკუთვნის Mercedes-AMG ფორმულა ერთის ჯგუფს - 50% ოდენობამდე, სტენდზე. თუმცა AMG იმედს იტოვებს, რომ პრაქტიკაში 41% -ს მაინც მიაღწევენ, რაც მათ ძრავს ყველაზე მაღალი მარგი ქმედების მქონედ გახდის.
საბოლოო ჯამში, Mazda-ს ახალი მიზანი, 27%-ით გაუმჯობესებულია მათ მიმდინარე ძრავებთან შედარებით. ჰიტომის არ უთქვია თუ როდის ჩაეშვება წარმოებაში ან რა იმედით და როგორ მაიღწევენ ამ გაუმჯობესებას.
თუკი კომპანია ყოველივე ამას შეძლებს, ამით დაეხმარება შიგა წვის ძრავებს გააგრძელონ ბრძოლა გადარჩენისთვის.
Tuesday, January 16, 2018
Ranger-ი ამერიკულ ბაზარს უბრუნდება #NAIAS2018
8 წლის წინ, Ford-მა Ranger-ის წარმოება შეაჩერა ამერიკულ ბაზარზე. შარშან, მისი წარმოების დაწყების შესახებ განაცხადა, ხოლო წლევანდელ Detroit Auto show-ზე კი ახალი Ranger-ი წარადგინა. რეალურად, ახალი მოდელი იმ მოდელისგან დიდად არ განსხვავდება რომელიც მსოფლიოს მაშტაბით იყიდება, თუმცა მრავალ განახლებას მიიღებს ამერიკელი მყიდველი.
სამომავლო ვარიანტი SuperCab და SuperCrew ვერსიებად იქნება ხელმისაწვდომი ფოლადის ძარაზე. ექსტერიერის მხრივ მიიღებს ფოლადის ბამპერებს, მოდელისდა მიხედვით სპეფიციურ ცხაურს, ახალ ალუმინის ძარის ზედას ორმაგი ამოზნექილობით, ბეჯებს, ფრთებს, სპოილერს უკეთესი აეროდინამიკისთვის და F150-ის სახელურს.
ინტერიერში განახლებულია საჭე, გადამრთველი და დამატებულია წყალგამძლე შესანახი ადგილი რომელიც უკანა სავარძლის ქვეშაა. სამუშაო დაფაზე 8 ინჩიანი თაჩსქრინ მონიტორია Ford-ის Sync 3 სისტემით, Apple Carplay -ს, Android Auto -სა და Amazon Alexa -ის ინტეგრირებით. ასევე, 4G Wi-Fi hotspot 10 მომხმარებლისთვის და აუდიოფილებისთვის B&O პრემიუმ ხმის სისტემა.
უსაფრთხოების მხრივ ავტომატური გადაუდებელი მუხრუჭი და უკანამხედი კამერა სტანდარტულად ყველა მოდელს მოყვება. ხოლო ადაპტაციური კრუიზ კონტროლი, ბრმა წერტილის მონიტორინგი, ხაზიდან არ გადასვლის და მისი ხმოვანი სისტემა ოფციის სახით იქნება წარმოდგენილი.
ძალურ დანადგარი, რაც კი ჯერ-ჯერობით დადასტურებულია მოიცავს I ტიპის 4 ცილინდრიან 2.3 ლიტრი მოცულობის მოდიფიცირებულ ძრავს ტურბოდამჭირხნით (იგივე Focus RS-ის ძრავი, ცოტა მოდიფიცირებით), ნაწრთობი მუხლა ლილვითა და ბარბაცათი. თითქმის იგივე რაც Mustang-ში მოიპოვება და V ტიპის 6 ცილინდრიანი 3.0 ლიტრი მოცულობის დიზელის Power Stroke 250 ცხენის ძალითა და 440 ნიოტონმეტრით. კონკრეტულად ამ ოფციას 5170 კილოგრამის გაწევა და 916 კილოგრამის გადატანა შეეძლება. ორივე ძრავს ექსკლუზიური 10 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მოემსახურება.
განმავლობაში F-150 უანდერძებს სვლის 4 რეჟიმიან სისტემას, რაც არეგულირებს დროსელის რეაქციას, გადაცემათა კოლოფის სიჩქარის შერჩევას და ტრაექტორიის კონტროლს ოპტიმალური ძალისთვის ჩვეულებრივ გზაზე, ტალახში, ქვიშაში თუ ისეთ ზედაპირებზე, როგორებიც ხრეში და თოვლია. ასევე კრუიზ კონტროლი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს დაბალ სიჩქარეზე და რთულად გადასალახავ ადგილებში.
გარდა ამისა, ოფციის სახით ხელმისაწვდომი იქნება FX4, რომელიც სპეციალურ უგზოობის საბურავებს, სპეც. ამორტიზაციას და ძირის დამცავს მოიცავს.
საერთო ჯამში მასში იგივე ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც მომავალ Bronco-ში, რომელიც 2020 წელს გამოჩნდება.
გაყიდვები დაიწყება 2019 წლის პირველ კვარტალში, ოფციით: ორი ან სრული ამძრავი და XL, XLT
Monday, January 15, 2018
Hyundai Veloster-ის დებიუტი Detroit Auto show-ზე #NAIAS2018
გრანდიოზულ ავტოშოუს არც Hyundai არ გამოკლებია და განახლებული, რედიზაინირებული Veloster-ი წარადგინა.
სეულში, 3 კარიანი ტრადიციული ჰეჩბექის მაგივრად სამხრეთ კორეელებმა აღნიშნულ მოდელს 4 კარი დაუმაგრეს, რაც ყველაზე შესამჩნევი და უჩვეული რამ იყო შოუზე. გაკეთების მიზეზიც მარტივია: უკან ადვილად მოთავსება.
გარდა ასეთი განსხვავებისა ექსტერიერი მოიცავს ოფციურ LED განათებას და დიდ ცხაურს ჰაერის შემშვებთან ერთად. რომელიც ქმნის ქარის ფარდას, რათა შეამციროს აეროდინამიკული მუხრუჭი წინა საბურავებში და დადაბლებულ შავ სახურავს რომელიც ეხმარება პროპორციებში.
ინტერიერში 8 ინჩიანი თაჩსქრინ მონიტორია, Apple Carplay-თა და Android Auto-თი. საქარე მინაზე გამოსახული სამუშო პანელი, უკაბელო დამტენი და 8 დინამიკიანი Infinity-ის აუდიო სისტემა.
ძრავთა გამაში შედის: I ტიპის 4 ცილინდრიანი 2.0 ლიტრი მოცულობის ძრავი 147 ცხენის ძალით და 132 ნიოტონმეტრით. ასევე I ტიპის 4 ცილინდიანი 1.6 ლიტრი მოცულობის ტურბოდამჭირხნით, რაც 201 ცხენის ძალასა და 195 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ორივე სისტემას 6 სიჩქარიანი მექანიკური ან 7 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ემსახურება. ასევე სტაბილიზაციის კონტროლი დამატებულია სპორტული მართვისთვის.
უსაფრთხოების მხრივ მოიცავს, დაჯახების საწინააღმდეგო სისტემას, ავტომატურ მუხრუჭს, ბრმა წერტილისა და გადამკვეთი მოძრავი ავტომობილების განგაშს, ადაპტაციურ კრუიზ კონტროლს, ხაზიდან არ გადასვლის და მის ხმოვან სისტემას, 6 აირბაგს, ავტომატურ შორსმაშუქს და მძინარა მძღოლის განგაშს.
Thursday, November 2, 2017
ახალი თაობის Shelby 1000
2012 წელს, როდესაც კუნთ მაგარ ავტომობილებში ბუმი იყო, თუ ვის უფრო დიდი ბლოკი ქონდა, Shelby American-მა წარადგინა Shelby 1000, რომელიც 1200 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და ამით საკმაოდ სოლიდური პასუხი გასცა იმ დროისთვის Dodge-სა და Chevrolet-ს. 5 წლის შემდეგაც არ აყოვნებს Shelby და იგივე მეთოდს იმეორებს, ისევე კარგი პასუხისთვის.
ლას ვეგასში SEMA კვირის შოუზე, Shelby-მ წარადგინა ახალი თაობის Shelby 1000. დიდად დროც არ გაწელა და ფანებსაც მალევე გაუმხილა მისი ტექნიკური მონაცემებიც. ასევე არც ახალი მუსტანგების მფლობელებისთვის დაუწყვიტია გული. კომპანიამ მათ წარუდგინა 1000 ცხენის ძალიანი მოდიფიკაცია, რომელიც 2015 წლის (S550 ძარის) მქონე V8 Mustang-ისთვის იქნება განკუთვნილი.
ავტომობილს ჩაუტარდა მოდერნიზაცია ტრეკისთვის განკუთვნილ ამორტიზაციაზე, ძარაზე, სამუხრუჭე სისტემაზე და სუპერდამჭირხნზე.
ძალურ აგრეგატად გამოყენებულია ქარხნული 5.2 ლიტრი მოცულობის V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავი, რომელსაც 4.5 ლიტრი მოცულობის სუპერდამჭირხნი ემსახურება, 90 გრადუსის მქონე მუხლა ლილვი, მოდერნიზირებული ცილინდრის თავები GT350-დან, მაღალი წნევის შეფრქვევის სისტემა, ინტერქულერი, განახლებული მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ელექტრონული მართვის სისტემა და ტუნინგი.
ექსტერიერის განახლებაში შევიდა: ახალი წინა ფასცია, ძარის ზედა, წინა ფრთები, პანელები, უკანა დიფუზორი, გამომშვები სისტემა და გაფართოებული წინა და უკანა ბაზა. ძირზე: სრულად რეგულირებადი ამორტიზაცია, გაძლიერებული ღერძები და მორგვები, გამაგრებული საბურავების დამჭერები, გაფართოებული საბურავები და Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა.
განსხვავებით მისი წინამორბედისგან, რომელიც 5.8 ლიტრი მოცულობით იყო აღჭურვილი და 1200 ცხენის ძალას აღწევდა, ახალი მოდელი მას 0.6 ლიტრი მოცულობითა და 200 ცხენის ძალით ჩამორჩება. როგორც კომპანიაში ამბობენ, 5.8 ლიტრი მოცულობის ძრავები აღარ იწარმოება თუმცა, ეს ხელს არ უშლის იმ ფაქტს, რომ ახალი მოდელი წინაზე გაცილებით უკეთესია. ასევე თუკი წინა მოდელს ოფციის სახით მოყვებოდა ქალაქისა და უგზოობის ოფცია და შეიძლებოდა ქალაქში გადაადგილება, ახალი მხოლოდ ტრეკით შემოიფარგლება.
გაყიდვები დაიწყება 2018 წლის პირველ კვარტალში, წელიწადში 50 ავტომობილის დამზადების გადაწყვეტილებით და საწყისი ფასით - $170.000
Saturday, October 21, 2017
Partisan One - ავტომობილი საუკუნოვანი გარანტიით
ერთი შეხედვით ეს "Minecraft-ში" აწყობილი ან/და HMMWV-ის ტიპის ავტომობილი, თანამედროვეობის ნამდვილი Willys MB-ია - სახელად Partisan One. რომელიც არც თუ ისე ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ - Partisan Motors-მა შეიმუშავა. პირველივე შეხედვის თანავე ჩანს კომპანიის ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მის სამხედრო დანიშნულებაზე, თუმცა იგი სამოქალაქო ბაზარზეც გამოჩნდება და რაც ყველაზე მთავარია, მწარმოებლისგან 100 წლიანი გარანტია გაიცემა!
ასეთი ვიზუალიდან გამომდინარე მისი მომსახურება იაფი და მარტივია, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ძალური თუ ძარული დანადგარების დაყენება მარტივად. ასეთი უპირატესობიდან გამომდინარე, მისი ტექნოლოგია ძალიან შეზღუდულია. გამოყენებულია მხოლოდ საჭის, სატერფულების, სავარძლების და განათების მექანიზმები.
მისი მამოძრავებელი ძალა გათვალისწინებულია იყოს ისევე როგორც შიგაწვის, ასევე ჰიბრიდული ან სრული ელექტრო. სტანდარტი კი Fiat-ის 2.8 ლიტრი მოცულობის I ტიპის 4 ცილინდრიანი დიზელის ძრავია, რომელიც 148 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სვლის მარაგი 1609 კილომეტრი.
სურათებზე აღნიშნული მოდელი 4 720 მილიმეტრი სიგრძის, 2 300 მილიმეტრი სიგანის და 2 230 მილიმეტრი სიმაღლის სამკარიანია ძარაა. კომპანია სამომავლოდ ხუთკარიან 6x6 და უფრო შორეულ მომავალში 8x8 ვერსიის დამზადებსაც აპირებს. ოფციის სახით კი მყიდველს ნაღმ და მტვერ საწინააღმდეგო ძირს შესთავაზებს.
Partisan One-ის საწყისი ფასი 49.500 ევროა.
Sunday, May 28, 2017
Chevrolet-მა SS-ის წარმოება შეაჩერა
Chevrolet-მა Motoring-თან საუბრისას ცნობილი მოდელის, SS-ის წარმოების შეჩერების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. რასაც, ოქტომბერში ადელაიდეში Holden-ის ქარხნის დახურვის გადაწყვეტილებაც ადასტურებს.
საბოლოო მოდელი შავ ფერსა და 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით შეკაზმეს. და ცოტათი გამორჩეული რომ ყოფილიყო, Holden-ის პერსონალმა ძარის ზედა (კაპოტი) შიგნიდან თავიანთი ხელმოწერებით შეამკეს.
საბოლოო ჯამში, Holden-მა 12.953 SS-ის და 7.305 Caprice Police Pursuit-ის ექსპორტი მოახდინა შეერთებულ შტატებში. სამწუხაროდ, ამერიკელ მწარმოებელს არანაირი გეგმები არ გააჩნია მის ჩასანაცვლებლად.
Friday, May 19, 2017
შეეგებეთ უმძლავრეს პიკაპს - Ford Shelby F-150 Super Snake
Shelby-მ წარმოადგინა მეორე მოდელი რომელსაც ხვალინდელ გამოფენაზე ვიხილავთ. პირველი კონცეფტუალური Mustang-ია.
Shelby F-150 Super Snake - როგორც კომპანიაში ეძახიან, ნამდვილი ამერიკული პიკაპია. როგორც ვინს ლავიოლეტე ამბობს, "იგი მთლიანად ქეროლ შელბის ფილოსოფიითაა შექმნილი: მეტი სიმძლავრე, მეტი ხმა, მეტი დიზაინი და მეტად ვაჟკაცური სამართავი."
როგორც სხვა Super Snake-ები, ეს უკანასკნელიც 5 ლიტრი მოცულობის V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 750 ცხენს გამოიმუშავებს. ხელმისაწვდომია 2 ან 4 თვლიანი ამძრაობით.
ექსტერიერში დამატებულია ორმაგი შემწოვი "ram air" ცხაური, ასევე ე.წ "ფიჭისებრი გრილი", გვერდითა სპლიტერი, უკანა ბამპერის პანელი, ბორლას გამოსაბოლქვი სისტემა და უკანა ძარის გადასაფარებელი. ასევე დადაბლდა ამორტიზაცია, დაუყენდა 22 ინჩიანი რეტრო ქრომირებული დისკები და გაფორმდა Shelby-ის საფირმო ზოლებითა და ნიშნებით.
" 'Shelby Super snake' ნიშანი ახდენს უზარმაზარ პრესტიჟს, რადგან ყოველი მანქანა, რომელიც ამ ნიშანს ატარებს, წარმოადგენს პერფორმანსის მწვერვალს" - ამბობს გარი პატერსონი, Shelby American-ის პრეზიდენტი.
Shelby F-10 Super Snake დამზადდება სულ რაღაც 150 ცალი. ღირებულება კი 96.880 დოლარი იქნება. კომპანია მყიდველს 3 წლიან ან 36.000 მილის გარანტიას სთავაზობს.